თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2014, 20:18
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1906,
კომენტარები: 6
ინგლისის ყოფილი ნახევარმცველი რუნის ძველ პოზიციაზე დაბრუნებას ითხოვს
"არ მაინტერესებს რუნიზე რას ამბობენ, ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელია და ეს მისი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება"
ინგლისის ყოფილი ნახევარმცველი რუნის ძველ პოზიციაზე დაბრუნებას ითხოვს
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რობერტ ლი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელია და ჰოჯსონმა გუნდი მის გარშემო უნდა ააწყოს.
მუნდიალისთვის მოსამზადებელ ამხანაგურ მატჩებში მწვრთნელმა უეინი სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშა. ამის პარალელურად, ახალგზრდები სტერლინგი, ბარკლი და ლალანა ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან, რის შედეგადაც რუნიმ გულშემატკივარს ვერ დაუტოვა მოსაწონი შთაბეჭდილება და კრიტიკის საბაბი მისცა. თუმცა, "ნიუკასლის" ყოფილი ფეხბურთელი თვლის, რომ რუნი ჰოჯსონმა აუცილებლად ტრადიციულ პოზიციაზე უნდა დააბრუნოს.
"არ მაინტერესებს რუნიზე რას ამბობენ, რუნი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელია და ეს მისი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. დარწმუნებული ვარ, ის ამისთვის მზადაა. სინამდვილეში, უეინს "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩატარებული სეზონის გამო აკრიტიკებენ, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა გუნდის დასახმარებლად.
მას იმიტომ აკრიტიკებენ, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია. რუნი უკვე ვათამაშეთ მარცხნივ, ცენტრში, წინ. მოდი ახლა დავაბრუნოთ ტრადიციულ პოზიციაზე და ნება დავრთოთ ითამაშოს თავისი სტილით.
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელია, მწვრთნელი მას ცენტრში აყენებს და მის გარშემო აწყობს გუნდს. ასე უნდა მოვიქცეთ რუნის შემთხვევაშიც."
- განაცხადა რობერტ ლიმ.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
13 ივნისი 2014 20:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მართალია არ გვინდა ექსპერიმენტები!
0
№2
ავტორი: kOsTiA
13 ივნისი 2014 20:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
დააბრუნეთ რუნი თAვის ადგილაას ! ! ! !
0
№3
ავტორი: Count Alucard
14 ივნისი 2014 01:12
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჰოჯსონი რის ჰოჯსონია პონტში რომ არ ჩაგვიჯვას ინგლისის ფანებს, სტარიჯი თუ არ დააყენა ცენტრფორვადად მის უკან მილნერი და რუნი თუ მარცხენა მცველად არ ათამაშა რა აზრი აქ ფეხბურთს... უკეთეს მწვრთნელს იმსახურებს ინგლისი.
0
№4
ავტორი: red devil
14 ივნისი 2014 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჰოჯსონია მწვრთნელი ძმაო ჰოჯსონი :D
0
№5
ავტორი: Manchester_M
14 ივნისი 2014 11:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჰოჯსონია და შეედავე ახლა ისე ხო არ ჩაგვატარებიებს ჩემპიონატს რო მუღამში არ ჩაგვიჯვას :))))
0
№6
ავტორი: GeorgeBest
14 ივნისი 2014 15:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნი კარში ჩააყენეთ უფრო მაგარია ან ბურთის მომტანად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top