თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2014, 20:06
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1364,
კომენტარები: 4
დე ხეა ვან გაალის დანიშვნით მოხარულია
დე ხეა: "დარწმუნებული ვარ, ის თავის სათამაშო სტილს გუნდს კარგად მოარგებს"
დე ხეა ვან გაალის დანიშვნით მოხარულია
ბრაზილიაში მყოფ დე ხეას "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელზე ესაუბრნენ. დევიდი ვან გაალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნით მოხარულია და თვლის, რომ ის გუნდს ახალი იდეებით მოამარაგებს.
23 წლის დე ხეა ესპანეთის 23 კაციან განაცხადშია მოხვედრილი. მუნდიალზე მისი თამაში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ "იუნაიტედში" ის ალბათ, მომდევნო სეზონიდანაც ნომერ პირველ მეკარედ დარჩება.
"მას, როგორც მწვრთნელს, ყველაფერი აქვს მოგებული. დარწმუნებული ვარ, ის "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან დაეხმარება. ლუისი ინოვაციური იდეებით მოგვამარაგებს და ვფიქრობ, გუნდს კარგად მოარგებს თავის სათამაშო სტილს.
ინგლისი მშვენიერი ადგილია ფეხბურთის სათამაშოდ. ფანები მოთამაშეებს პატივს სცემენ, ეს საუცხოოა. ასე იქნება ახალი მწვრთნელის შემთხვევაშიც"
ესპანეთი დღეს ვან პერსის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დე ხეა ჰოლანდიასთან მატჩში მოედანზე გამოვიდეს.
"რობინს მესიჯი გავუგზავნე. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მოგვიწევს მჭიდროდ ვეთამაშოთ. იმედი მაქვს, საფრთხეს არ შეგვიქმნის" - დაასრულა დე ხეამ.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
13 ივნისი 2014 20:19
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მართალია ეს კაცი!
0
№2
ავტორი: red devil
14 ივნისი 2014 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კასომ უკვე ისეთი შეცდომები დაუშვა მე მგონი ურიგო არ იქნება თუ დეხეას ათამაშებს ულვაშა.
0
№3
ავტორი: Manchester_M
14 ივნისი 2014 11:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მგონი ვან გაალმა დააუმტკიცა იმ ხალხს ვისაც არ ჯეროდა რომ ძლიერი სტრატეგია.

დეჰეას უნდა მიეცეს შანსი კასილასი საშინელ ფორმაშია და თანაც ასაკშია :))
0
№4
ავტორი: GeorgeBest
14 ივნისი 2014 15:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინდელის მერე მე უფრომოხარული ვარ wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top