"მანჩესტერ იუნაიტედის" იაპონელი ნახევამრცველი შინჯი კაგავა ნომინირებულია ”აზიის საუკეთესო ფეხბურთელის” პრიზზე
აზიის საფეხბურთო ფედერაციამ შინჯი კაგავას გარდა "ფულემის" მეკარე მარკ შვარცელი და "ინტერის" მცველი იუტო ნაგატომო წარმოადგინა ნომინაციაზე.სწორედ ეს სამი ფეხბურთელი შეეცილებიან ერთმანეთს ამ ტიტულისთვის.
წინა სეზონში დორტმუნდის "ბორუსიის" რიგებში შინჯი კაგავა ორმაგი თასის მფოლები გახდა.მან გერმანულ კლუბთან ერთად ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო.ამის შემდეგ ის შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედს".ამ წუთისათვის შინჯის ტრავმა აქვს.
სწორედ ეს პრიზი მიიღო "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პარკ ჯი სუნგმა "წითელი ეშმაკების" მაისურით 2007 წელს.