"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა აღიარა, რომ "იუვენტუსიდან" ყოფილი "წითელი ეშმაკის" პოლ პოგბას დაბრუნება ძალიან უნდოდა, მაგრამ ეს ფაქტიურად შეუძლებელი იყო.
მოიესი "იუნაიტედის" მწვრთნელი მხოლოდ და მხოლოდ 10 თვე გახლდათ და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ტრანსფერი ჩაუვარდა. შოტლანდიელმა აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი სამიზნე პოგბა იყო, რომელმაც "ოლდ ტრაფორდი" 2010 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
"შესაძლებელი რომ ყოფილიყო, პოგბას აუცილებლად დავაბრუნებდი, მაგრამ მის გაყიდვას არავინ აპირებდა. მას ძალიან დიდი მომავალი აქვს, თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეუძლია მსოფლიოში მეორე იაია ტურე გახდეს."-ციტირებს მოიესის სიტყვებზე The Sunday Times.
ასევე 51 წლის შოტლანდიელმა განაცხადა, რომ ტონი კროოსის გადმოასბირებლად ბევრი იმუშავა, მაგრამ როგორც ამბობენ, ახალმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა გერმანელის ტრანსფერს საბოლოოდ ვეტო დაადო.
"ეს არ არის საიდუმლო, კროოსის გადმოსაბირებლად ბევრი ვიმუშავე, მაგრამ ამაოდ. ჩვენ ძალიან გვინდოდა ტონის გადმოსვლა. ჩვენ მოგვწონს მისი თამაში. ის შესანიშნავი ფეხბურთელია."-განაცხადა მოიესმა