მადრიდის "ატლეტიკოს" 30 წლის მცველმა ჟოაო მირანდამ დაადასტურა, რომ მას ესპანური და ინგლისური კლუბებისგან შეთავაზება ჰქონდა.
"ამ სატრანსფერო ფანჯარაზე მე ბევრი შეთავაზაბეა მივიღე, ამ მომენტში მე და ჩემი აგენტი კი ამ შეთავაზებებს სათითაოდ განვიხილავთ. ჩემით დაინტერესებულნი არიან ესპანეთის, ინგლისისა და სხვა ლიგის გუნდები. ამჟამად ჩემი აგენტი ევროპაში იმყოფება, სადაც ხვდება ჩემით დაინტერესებული გუნდების წარმომადგენლებს. ჩემი კონტრაქტის ღირებულება 30 მილიონი ფუნტია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მოლპარაკებების შემდეგ ფასი შეიცვლება."
"იმედგარცუებული ვარ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მივიღებ. ბრაზილიისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ვემზადებოდი და შესანიშნავ ფორმაშიც ვიყავი, სამწუხაროდ ამან არ გაჭრა, მაგრამ არაფერია მე ჩემს ნაკრებს, გულშემატკივრის როლში დავეხმარები."-განაცხადა მირანდამ