როგორც Goal.com–ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა და ლუკ შოუ კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ.
18 წლის ინგლისელი ვუნდერკინდი, "მანიკუნიანელებს" ხელფასზე შეუთანხმდა. "წითელი ეშმაკები" ახალგაზრდა მცველს კვირაში160 000 ფუნტს გადაუხდიან.
წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" შოუს შესაძენად "საუთჰემპტონს" 27 მილიონი ფუნტი შესთავაზა, "ჩელსიმ" ინგლისელი გადაბირებაზე უარი განაცხადა და ბრძოლას გამოეთიშა.
მაგრამ ჯერ კიდევ "იუნაიტედი" და "საუტჰემპტონი" თანხაზე არ მორიგებულან. "წმინდანები" უკმაყოფილონი არიან და შოუს 27 მილიონ ფუნტად გაშვებას არ აპირებენ.