რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ ის უკვე მიეჩვია ტკივილით თამაშს ბოლო 5–6 წელია.
"ბოლო 5–6 წლის განმავლობაში ვერც ერთ თამაშს ვერ გავიხსენებ, რომელშიც ტკივილის გარეშე მეთამაშია. ბოლო სერიოზული ტრავმა მუხლზე მივიღე. ამ დროისთვის ტრავმები აღარ მაწუხებს და სრულყოფილად ვვარჯიშობ." - აცხადებს ჰოლანდიელი თავდამსხმელი skysports.com-თAნ.
"მე სრული მზად ყოფნით შევხვდები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ. ეს გუნდი ძალიან ძლიერია, მაგრამ მათთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას ვაპირებთ."