დევიდ ბექემმა განაცხადა, რომ უეინ რუნი ყველანაირ კრიტიკას უპასუხებს ბრაზილიაში თამაშით.
"ყოველთვის, როდესაც ის მინდორზე გამოდის ნამდვილ კლასს გვიჩვენებს. გასული სეზონი ცუდად დასრულდა "მანჩესტერ იუნაიტედითვის", მაგრამ რუნიმ ეს სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. დარწმუნებულები იყავით იმაში, რომ როდესაც უეინი ინგლისის ეროვნული გუნდის მაისურს იცვამს ის ძალიან ამაყი ხდება."
"რაც შეეხება ჩვენი გუნდის პერსპექტივებს, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც მინდორზე გადაწყვეტილების მიღების არ ეშინია. ეს ბიჭები მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თამაშობენ და მათგან სიურპრიზებს ნამდვილად უნდა ველოდოთ."