"დორტმუნდის" ბორუსიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ წელს მარკო როისი მათ კლუბში დარჩება.
გერმანელ ნახევარმცველს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ "ოლდ ტრაფორდს" ხოლო მაისიდან კი ძალიან აქტიურად ვრცელდებოდა ის ინფორმაცია, რომ როისი ლუი ვან გაალის ნომერ პირველი სამიზნე იყო. მოგვიანებით მარკომ კომენტრაი გააკეთა, რომ დორტმუნდის დატოვებას არ აპირებს:"მე დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მომდევნო სეზონიდან ისევ "ბორუსიაში" ვითამაშებ. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ კლუბში თავს კარგად ვგრძნობ."
ამ განცხადების შემდეგაც არ წყდებოდა სპეკულაციები როისის წასვლის შესახებ, ამიტომ "ბორუსიის" სპორტულმა დირქტორმა მაიკლ ზორკმა განაცხადა, რომ მარკო არ იყიდება:"მე მინდა გითხრათ, რომ მარკოს სხვა კლუბში გადასვლა უბრალოდ გამორიცხულია."