მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა, კუვეიტში "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა კლუბის ოფიციალური წევრი გახდა. კლუბის წარმომადგენელმა ერთ-ერთ გადაცემაში "Dubai Vuctorious"-ში მიიღო მონაწილეობა , რომლის თანაწამყვანიც არმანდო მარადონა გახლავთ. გადაცემის შემდეგ არგენტინელ ლეგენდას წევრობის ბარათი გადაეცა.
მარადონა კლუბის წევრების შთამბეჭდავ სიას შეუერთდა. "იუნაიტედის" კუვეიტის ფან-კლუბში გაწევრიანებულნი: პიტერ შმაიხელი, მაიკლ ოუენი, დუეით იორკი და ენდი კოული არიან.
ადრე მარადონა ქერინგტონის სავარჯიშო ბაზას ესტუმრა და "წითლები" დუბაიში მოინახულა.