პრემიერ-ლიგაში დაბრუნებული "ქპრ" მზადაა ფერდინანდის გამო ძლიერ დაიხარჯოს და მას კვირაში 80 ათასი ფუნტი სტერლინგი შესთავაზოს.
"ქუინზ პარკ რეინჯერსის" ამჟამინდელი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის თაოსნობით მოხდა სწორედ ფერდინანდის პირველი პროფესიონალური ნაბიჯების გადადგმა "ვესთ ჰემის" რიგებში. 35 წლის ფერდინანდი ახლა თავისუფალი აგენტის სტათუსით სარგებლობს, ვინაიდან "იუნაიტედმა" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.
გამოცდილი მცველისადმი ინტერესს იჩენენ "ასტონ ვილა", "კრისტალ პალასი", "ვესთ ჰემი", მლს-ისა და ჩინეთის კლუბებიც. თუმცა "ქპრ" - ს შეუძლია ყველაზე მაცდური წინადადება შესთავაზოს ფერდინანდს, რომელიც პრემიერ-ლიგაში დარჩენასა და დიდი ფულის კეთებაში გამოიხატება.
The Guardian - ის ცნობით "ქპრ" - ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ლუიკ რემი ითვლება, მაგრამ ფრანგი სავარაუდოდ დატოვებს ინგლისურ კლუბს.