თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2014, 09:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3080,
კომენტარები: 11
"ფერგის აკანკალებული ხელი არასდროს დამავიწყდება"
ინტერვიუ გიო გოგიტიძესთან
redarmy.ge - ს ადმინისტრაციის ინიციატივის თანახმად საიტი აგრძელებს ინტერვიუს ჩაწერას სხვადასხვა მომხმარებლებთან. ჩვენი მომდევნო რესპოდენტი გიო გოგიტიძე (Red Hooligan) გახლავთ. იგი Publisher ჯგუფის წევრი გახლავთ და საიტს 2012 წლის 16 ოქტომბრის შემდეგ უდგას გვერდში.

გამარჯობა გიო. გაგვეცანით თუ შეიძლება

გამარჯობა. გიო გოგიტიძე გახლავართ, ვარ 15 წლის, ვცხოვრობ ბათუმში.

რატომ red hooligan?

სიმართლე გითხრათ ყველა სპორტულ საიტზე სწორედ ეს მაწერია, რადგანაც ვფიქრობ მეც მანჩესტერელი "ხულიგნების" წევრი ვარ (იცინის).

"მანჩესტერ იუნაიტედის" არჩევის მიზეზი რა იყო?

მანჩესტერი ჩემთვის გუნდზე მეტია. ეს დიდი ოჯახია, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ისტორია, მწვრთნელები, ფეხბურთელები და ჩვენ ფანებიც ვართ ამ დიდი ოჯახის ნაწილი. მანჩესტერი მისი ხასიათის გამო ავირჩიე. როგორც ბევრს აღუნიშნავს არცერთ გუნდს აქვს ისეთი ხასიათი როგორც იუნაიტედს და ეს მართლაც ასეა.

როგორც ვიცთ თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ლუიშ ნანია. უსურვებდით მას კლუბის დატოვებას?

ეს შეკითხვა ორი წლის წინ ვინმეს რომ დაესვა ალბათ ვერ გამექცეოდა (იცინის), მაგრამ ახლა მეც და ალბათ ყველას, ვისაც მისდამი სიმპატია გააჩნია ურჩევნია წავიდეს და სათამაშო პრაქტიკა მიიღოს. მაგრამ ბოლო დროს ჭორებია ჩვენ ახალ მწვრთნელს სურს მისი დატოვებაო ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის ყველაზე კარგი ვარიანტი მისი დარჩენა და ფორმის აკრეფა გახლავთ.

ინტერვიუს დაემატა ახალი რუბრიკა, რომელშიც რესპოდენტს სურათის მიხედვით მატჩის ანგარიშის გამოცნობას ვთხოვთ. რა თქმა უნდა გიოს ლუიშ ნანის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გოლზე ვკითხეთ.

"ფერგის აკანკალებული ხელი არასდროს დამავიწყდება"


გახსოვთ სურათზე მითითებული მატჩის ანგარიში?

ამ მატჩს ყოველ თვე ვუყურებ ხოლმე. ჩემთვის ბოლო ათწლეუlის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია.

ეს მატჩიც 2-0 - დან მოიგო "მანჩესტერმა". აქ კიდევ ერთხელ აღსანიშნავია გუნდის ხასიათი და სულისკვეთება.


გარდა ცვალებადი კითხვებისა, გიოს ტრადიციული კითხვებითაც მივმართეთ.

გაიხსენეთ ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომელიც "იუნაიტედს" უკავშირდება

2011-წლის ფინალი. ფერგის აკანკალებული ხელი არასდროს დამავიწყდება.

გარდა "მანჩესტერ იუნაიტედისა", Red Hooligan - ს სიმპატიები (თუმცა არა მსგავსი) დორტმუნდის "ბორუსიასა" და ბილბაოს "ატლეტიკის" მიმართაც გააჩნია.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდბეული, ბილბაოს "ატლეტიკის" რომელ ფეხბურთლს მოიყვანდით "იუნაიტედში"?

ანდერ იტურასპეს და მუნიაინს.

ფიქრობთ, რომ ისინი ღირსნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი გახდნენ?

მაგას მოსვლის შემდეგ ვნახავდი, თუმცა ვფიქრობ ორივეს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, რაც წლევანდელმა სეზონმაც დაამტკიცა.

სხვადასხვა საკითხისადმი გიოს დამოკიდებულება მეტად საინტერესოა.

გიო, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ლიტერატურასთან?

ბრწყინვალე, ქართულიც მიყვარს და უცხოურიც. ამაში ქართველებს ნამდვილად გაგვიმართლა.

შეიძინეთ სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფია?

სამწუხაროდ ვერა, ჯერ ინგლისურად მსურს წაკითხვა და შემდეგ ქართულად, ამიტომ სწორედ ინგლისურ ვარიანტს ვეძებ და მალე შევიძენ.

თამაშობთ fifa-ს ან pes -ს?

fifa-ს. თანაც დიდი ხანია.

რომელი გუნდით?

"მანჩესტერით" და "ატლეტიკით"

ემხრობით "იუნაიტედის" ქომაგებს, რომლებმაც ჯერარდის დაცინვა სცადეს?

სცადეს არა დასცინეს. რა თქმა უნდა ვემხრობი. იმის შემდეგ რაც მოიესს მოუწყვეს უარესიც გაკეთებას შეიძლებოდა.

გაქვთ ახალი იდეა?

გამონათქვამებით მიყვარს ჯერარდის დაცინვა, დანარჩენზე თქვენც იცით ვინ არის მაგაში ჩახედული.

რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი, რომელიც "იუნაიტედს" ეძღვნება?

პირსახოცი, ზღვაზე როცა ვარ მიყვარს მისი ფრიალი (იცინის)

მარშალ ბრიუს მეზერს III - ეს სახელი რამეს გეუბნებათ? ეს ცნობილი ამერიკელი რეპერის, ემინემის ნამდვილი სახელი-გვარია. სწორედ მისი დიდი გულშემატკივარი გახლავთ ჩვენი რესპოდენტი.

გარდა რეპერისა, ემინემი ბევრს სხვა პროფესიასაც წარმატებით ითავსებს. მაგ. პროდიუსერი, სიმღერების ავტორი, მსახიობი.

როგორ ფიქრობთ, მისი მსახიობური ნიჭი უახლოვდება მუსიკალურ შესაძლებლობებს?

ის ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანია თუმცა შემოქმადებაზე თუ მივიდა საქმე მუსიკა განსხვავებულ დონეზე და ადგილზეა.

მუსიკალუ გადაცემა "ერთი ერთში" ცნობილმა ქართველმა როკერმა, ქეთი ორჯონიკიძემ ემინემს მიბაძა. იხილეთ ვიდეო აქ.

შეაფასეთ ქეთის ემინემი

მაგ სიმღერას ტყუილად არ ქვია Real Slim Shady, დანარჩენ ე.წ პატენტებზე კი ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა ქეთი რომ ძალიან ნიჭიერია მაგაზე დავა არ ღირს.

ცნობილი ფაქტია, რომ ემინემს ბავშვობაში კომიქსები იტაცებდა, რის გამოც მას ისტორიების წერა სურდა.

წარმოგიდგენიათ მუსიკალური სამყარო მის გარეშე?

არა, მუსიკალური სამყარო მაგ შემთხვევაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოს დაკარგავდა, ეს მილიონობით ადამიანის აზრია და მეც ვიზიარებ მას.

თქვენი აზრით "იუნაიტედის" რომელი ფეხბურთელი უფრო მაგრად გარეპავდა?

მატა, ისე სწრაფად ლაპარაკობს ფაქტიურად რეპავს ოღონდ უაზროდ.

რა თქმა უნდა არც საიტი დაგვვიწყებია.

როგორ ფიქრობთ, redarmy.ge-ს ყველაფერი აქვს პირველობისთვის?

აქვს და ჰყავს, ზოგი ამბობს ხალხი არ არის ბევრი, თუმცა აი ის ხალხი ვინც ახლაა ზედგამოჭრილია ასეთი საიტისთვის. საინეტერესო დისკუსიები და გარჩევები.

გარდა უკვე არსებული პროექტებისა, საიტი უამრავ ახალ პროექტს გეგმავს მომავალში. ხომ არაფერი იცით ამ სიურპრიზის შესახებ?


სიმართლე გითხრათ არა და არც მაინტერესებს რადგან მირჩევნია სიურპრიზად დარჩეს.

უსურვეთ რამე საიტს.

ასევე გაგრძელება და ნანის ფორმაში ჩადგომა.

გიო გოგიტიძის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ

P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ
სიახლეები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
10 ივნისი 2014 10:11
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან საინტერეოა, საღოოლ მომწონს მოუთმენლად ველი მომდევნო სამშაბათს
0
№2
ავტორი: Manchester_M
10 ივნისი 2014 10:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან საინტერესო იყო !!! ახალი პროექტები რამდენ ხანში გახდება ცნობილი ხომ არ იცით ?
0
№3
ავტორი: anzori_333
10 ივნისი 2014 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
მართლა საინტერესო იყო მითუმეტეს ჩემი ასაკის რო ხარ და თან რეპი მოგწონს
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
10 ივნისი 2014 14:15
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საინტერესო ინტერვიუა მოუთმენლად ველი მომდევნო სამშაბათს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
10 ივნისი 2014 14:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლოს მაინც ნანიც ფორმაში ჩადგომაო wink საინტერესოა და ვინც იცნობს დარწმუნებული ვარ ყველას გაუხარდება ეს ინტერვიუ

ყოჩაღ ორივეს
0
№6
ავტორი: Best 7
10 ივნისი 2014 15:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
არა რა საუკეტესო სიახლეებსრედარმი.ჯის მომხმარებლები წერენ
0
№7
ავტორი: Esi
10 ივნისი 2014 17:38
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ნანი ნახეე რა wink კაია გიო
0
№8
ავტორი: RojoDiablo
10 ივნისი 2014 21:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მართლაც კარგი იყო მასთან საუბარი. შემდეგში შევეცდებით რაც შეიძლება სხვადასხვაგვარი და მრავალფეროვანი იყოს ჩვენი ინტერვიუები. მადლობა გიოს რო დრო გამონახა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: red devil
10 ივნისი 2014 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჰაჰა ემინემის ფანი :D მაგას ბერა ივანიშვილიც ხო არ ევასება? :D
0
№10
ავტორი: chicha_chicha14
12 ივნისი 2014 01:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
აუ მეც მინდა ესეთი ინტერვიუ და რა არის ამისთვის საჭირო? აქამდე მხოლოდ მსოფლიო სპორტზე ვიყავი აქტიური ფორუმელი მარა ეხლა აქაც ვიქნები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top