ჰავიერ ერნანდესმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორი ინტერესით აკვირდებოდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.
"მე ვაკვირდებოდი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატს. როგორც კი ჩემ სკოლაში მთავრდებოდა გაკვეთილები, როგორც შემეძლო ისე მივრბოდი, რომ არ გამომეტოვებინა არცერთი თამაში",-ციტირებს ჩიჩარიტოს სიტყვებს manutd.com.
"ბრაზილიელი რონალდო იყო ის, ვისაც მე გამორჩეულად ვაკვირდებოდი. ის გახდა ჩემი კუმირი და მე ვცდილობდი მიმებაძა მისი თამაშის სტილისთვის. არც ისე მაგრად ვგულშემატკივრობდი ბრაზილიას, უფრო მოგებებს ვუსურვებდი ერთ რონალდოს. ჩემთვის დიდი გაკვირვება იყო ის, რომ ბრაზილიის ნაკრებმა ფინალში წააგო საფრანგეთის ნაკრებთან 3-0."