თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2014, 15:50
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2041,
კომენტარები: 7
"წითლები" ნაკრებში
დევიდ დე ხეასა და ადნან იანუზაის ოფიციალური დებიუტი შედგა
ადნან იანუზაი


ფაქტიურად "იუნაიტედის" ვუნდერკინდმა ბელგიის ნაკრების მაისურით 2 მატჩი ჩაატარა, მაგრამ "ფიფამ" პირველი მატჩი "ლუქსემბურგთან" (5:1) გაანულა, რადგან ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა 6-ის ნაცვლად 7 ცვლილება გააკეთა. გუშინ კი ადნანის ოფიციალური დებიუტი შედგა, მან ტუნისის წინააღმდეგ მატჩში 74-ე წუთზე ედენ აზარი შეცვალა. მატჩში ასევე მონაწილეობა მიიღო მარუან ფელაინიმაც, რომელმაც მოედანზე პირველი ნახევარი გაატარა.

დევიდ დე ხეა


სადებიუტო მატჩი ჩაატარა დევიდ დე ხეამაც, რომელმაც ბოლო წუთებზე იკერ კასილიასი შეცვალა. ამ მატჩში ესპანეთმა დამაჯერებელი ანგარიშით (0:2) სძლია ელ სალვადორის ეროვნულ ნაკრებს.

"წითლები" ნაკრებში


დენი უელბეკი და უეინ რუნი


მატჩი ინგლისისა და ჰონდურასის ნაკრებებს შორის მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის გამო ნახევარი საათით შეყწდა. რუნიმ და უელბეკმა ძირითადში დაიწყეს.. რუნიმ მოედანზე მხოლოდ 45წუთი გაატარა, ხოლო უელბეკი 78 წუთზე შეცვალეს. მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ფილ ჯონსმა და კრის სმოლინგმა, "იუნაიტედის" მცველებმა 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარეს.

"წითლები" ნაკრებში


შინძი კაგავა


ზემოთხსენებულ მატჩებამდე ერთი დღით ადრე იაპონიის ეროვნულმა ნაკრებმა ზამბიის წინააღმდეგ გამართა მატჩი და მეტოქეს 4-3 სძლია. შინჯი კაგავამ მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო.

"წითლები" ნაკრებში


ლუიშ ნანი და ჩიჩარიტო


გუშინ გაიმართა მატჩი მექსიკის ნაკრებისა და პორტუგალიის ნაკრებს შორის, სადაც მონაწილეობა "იუნაიტედის" ორივე ფეხბურთელმა მოთამაშემ შეძლო. პორტუგალიელმა ვინგერმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო ხავიერ ერნანდესი 58-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი პორტუგალიის ნაკრების სასარგებლოდ 0-1 დასრულდა.

"წითლები" ნაკრებში
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
8 ივნისი 2014 15:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გამიხარდა რომ დელ ბოსკემ ბოლო წუთები მაინც ათამაშა დე ხეა !
0
№2
ავტორი: GeorgeBest
8 ივნისი 2014 15:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დე ხეას აღირსეს დებიუტი love 17 წუტი იყო მოედანზე მარა ეგეც კაია wink
0
№3
ავტორი: darcmelia123
8 ივნისი 2014 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
დეხეა გამიხარდა მაგრად , რუნჩოს რაჭირს რაა , და იანუზას დებიუტი აშკარად არაოფიციალური როიყო ის ჯობდა
0
№4
ავტორი: gilmour
8 ივნისი 2014 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვერ გავჩითე რა ვერსად პორტუგალიის თამაშები, მაგრად მაინტერესებს ნანი რას შვება.
0
№5
ავტორი: Red Hooligan
8 ივნისი 2014 17:33
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№6
ავტორი: gilmour
8 ივნისი 2014 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
Red Hooligan,
მადლობა
კარგად უთამაშია, რამდენი კარგი მაღალი პასი გააკეთა საჯარიმოში და რა ბანძი თავდასხმა ყავს პორტუგალიას. სულ რო მკვდარი იყოს იანგს მაინც ჯობია რა ნანი.
0
№7
ავტორი: red devil
9 ივნისი 2014 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დეხეა იქნება მომავალი ძირითადის მეკარე უეჭველი დროა კასილიასი წავიდეს ნაკრებიდან და ახალგაზრდას დაუთმოს გზა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top