"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა დევიდ სედლერი ფიქრობს, რომ ინგლისელ ფორვარდზე წამოგორებული კრიტიკა მას ხელს არ შეუშლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების დასამტკიცებლად.
"რუნის ტალანტითა და ნიჭით განცვიფრებული ვარ, მე მას მხარს ვუჭერ და მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იგი გაბრწყინებას შეძლებს. ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში მედია რუნიზე საუბარს არ წყვეტს. მათ ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შეუძლიათ."
"უეინს ესმის, რომ მან ორი-სამი მატჩი მთლიანად მოედანზე უნდა გაატაროს რათა, სათამაშო ტონუსში შევიდეს. თუ საჭირო გახდა, მან ბავშვებთანაც უნდა ივარჯიშოს. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩში სასურველ შედეგს მიაღწევს."
"დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელის გაფორმებაზე ნებისმიერი კლუბი ოცნებობს. მას თითქმის ყველა პოზიციაზე შესანიშნავად თამაში შეუძლია. იგი მართლაც, რომ შესანიშნავი და ფენომენალური ნიჭის მქონე ფეხბურთელია."-დაასრულა სედდლერმა