რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალზე ძალიან ძლიერი ფეხბურთელი დაკარგა, მაიკლ კერიკის სახით.
"მაიკლი ფიქრობს, რომ ჰოჯსონმა იგი ოლდ ტრაფორდზე ჩატარებული ცუდი სეზონის გამო არ გამოიძახა. ვფიქრობ აქ გარკვეული სიმართლის მარცვალის დევს, მაგრამ მაიკლი ბრაზილიაში თამაშის ღირსი ნამდვილად იყო. მე ვხედავდი თუ როგორ განწყობაზე იყო იგი, როდესაც მწვრთნელმა მისი სახელი ბრაზილიაში წამსველელთა სიიდან რომ არ ამოიკითხა. იგი ძალიან შეწუხებული იყო, ამიტომ მე და ვიდამ მაიკლი პაბში წავიყვანეთ და როგორღაც დავამშვიდეთ."
"მე მასზე უფრო მეტად შოკირებული ვარ, რადგან ასეთი პროფესიონალი ფეხბურთელი არ დააფასეს და იგი სხვა მოთამაშით ჩაანაცვლეს. მაიკლი დიდი ხანია რაც ინგლისის ნაკრების ღირსებას სამართლიანად იცავს, მან არაერთხელ მოუპოვა ინგლისს აღიარება, მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, იგი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა."
"კერიკი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია, მან კარგად იცის თავისი როლი მოედანზე. სამწუხაროდ ნაკრების მწვრთნელები მაიკლის გუნდში მოხვედრაზე არ ღელავენ."-დაასრულა რიომ