თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2012, 22:44
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 2635,
კომენტარები: 13
უეინ მარკ რუნი
უეინ მარკ რუნი ბიოგრაფია.
უეინ მარკ რუნი
უეინ მარკ რუნი - დაიბადა 1985 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ლივერპულში.ინგლისელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობს პრემიერ ლიგის კლუბ, მანჩესტერ იუნაიტედში და ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.
დებიუტი
უეინ რუნი პირველად მოედანზე 2002-2003 წლის სეზონის დასაწყისში გავიდა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ "გუდისონ პარკზე". ათი მატჩის შემდეგ, როდესაც უეინი ჯერ კიდევ 16 წლის იყო, მან პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა "არსენალის" კარში. ეს მოხდა თამაშის დასასრულს და გუნდს დრამატულ მატჩში 2-1 გაამარჯვებინა.

უეინ რუნი გახდა ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი, როდესაც მან მოაწერა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს ხელი, რომელიც კლუბს საბოლოო ჯამში 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა. "ევერტონის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ახალ გუნდთან კონტრაქტს ზაფხულის ტრანსფერის დასრულებამდე რამდენიმე საათრით ადრე მოაწერა ხელი 2004 წლის 31 აგვისტოს.

სანაკრებო კარიერა
უეინ რუნი ადრეული ასაკიდან თამაშობს ინგლისის ნაკრებში. 2003 წლის თებერვალში, აპტონ პარკზე შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების ფორმით, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო მათ შორის, ვისაც ინგლისის ნაკრების ფორმით გოლი ჰქონდა გატანილი. 17 წლის ფეხბურთელმა თავისი პირველი გოლი მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კარში გაიტანა.

მისი ტალანტური თამაში უფრო ყურადრება მისაქცევი გახდა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც მან ბრწყინვალედ იასპარეზა მთელი ტურნირის მანძილზე. 4 მატჩში მან 3 გოლის გატანა შეძლო შვეიცარიისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების კარში. აქედან ერთერთი იყო 25 იარდიდან გატანილი გოლი ხორვატიის ნაკრების კარში, რომელიც საკმარისი გახდა სერ ალექს ფერგიუსონისათვის, რომელმაც მას კონტრაქტი შესთავაზა.მან ასევე ითამაშა 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე და წარმატებაც მოიპოვა.

მანჩესტერ იუნაიტედი
მანჩესტერ იუნაიტედში რუნის დებიუტი 2004 წლის 28 სექტემბერს შედგა. მან პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა ფენერბახჩეს წინააღმდეგ, რომელიც კლუბმა მოიგო, ანგარიშით 6-2.

2004-2005 წლის სეზონში მანჩესტერ იუნაიტედი თასის გარეშე დარჩა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ უეინ რუნისთვის გადაეცათ ჯილდო სეზონის საუკეთესო გოლისათვის. მეორე ადგილიც ასევე რუნის გოლმა დაიკავა. ფეხბურთელმა ეს სეზონი საუკეთესოდ დაასრულა. ის 17 გატანილი გოლით კლუბის ბომბარდირი გახდა და ინგლისის თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ფინალში არსენალთან დამარცხდა.

2005-2006 წლების სეზონში უინი განაგრძობდა წინსწვლას და ნელ-ნელა ამტკიცებდა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთეს იყო კლუბის რიგებში. მთელი სეზონის განმავლობაში მან 19 გოლის გატანა შეძლო. ამ შედეგით კლუბის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იკავებდა. ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა ნიუკასლისა და ტოტენჰემის წინააღმდეგ. ასევე შეძლო და გოლი გაიტანა არსენალისა და მისი ყოფილი გუნდის, ევერტონის კარშიც. ამ სეზონში კლუბმა უიგანის დამარცხება შეძლო და ლიგის თასი მოიგო. ამ თამაშში რუნიმ დუბლი გაიფორმა და პირველი ფროფესიონალური მედალიც მოიპოვა.

რუნი ასევე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სეზონის ბოლოს კი PFA-ის მეორეჯერ ზედიზედ დაასახელა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ, რომლითაც მან შეძლო გაემეორებინა ის გზა, რომლითაც რაიან გიგსმა დაიწყო. რუნის თამაში არ გამოპარვიათ ასევე კლუბის გულშემატკივრებს, რომლებმაც უეინს გადასცეს "სერ მეთ ბასბის პრიზი" - კლუბის წლის საუკეთესო მოთამაშე.

სეზონის ბოლო ტურში "ჩელსისთან" რუნიმ ტრავმა მიიღო და საეჭვო გახდა მისი გერმანიაში წასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ ექიმების დახმარებით მან შეძლო დროზე ადრე გამოჯანმრთელება, ფეხბურთელს უკვე შეეძლო მსოფლიოში ყველაზე მთავარ ტურნირზე წასვლა, მაგრამ ნათელი იყო, რომ რუნი ბოლომდე ჯანმრთელი არ იყო. საბოლოოდ კი ტურნირის 1/4 ფინალში რუნიმ წითელი მიიღო "პორტუგალიის" ნაკრების წინააღმდეგ.

2006/2007 წლის სეზონმა გამოაჩინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა რუნიზე ზეგავლინა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ შეძლო "დუბლის" შესრულება პირველ ტურში "ფულჰემის" წინააღმდეგ, შემდეგი გოლის ლოდინი მას მთელი 13 მატჩი მოუწია. მაგრამ 13 მატჩის შემდეგ მან შეასრულა "ჰეთ-რიკი" "ბოლტონის" კარში, შემდეგ "შეფილდ იუნაიტედის" კარში დუბლი მოჰყვა.

გოლების ნუსხაში რუნიმ 2006/2007 წლის სეზონში მიუმატა "არსენალის" კარში გატანილი გოლი "ემირეიტს სტედიუმზე", ასევე შესანიშნავი გოლი "უოტფორდთან", და ამაზე უფრო აღსაღნიშნი გოლი დევიდ ჯეიმსის კარში "პორტსმუთის" წინააღმდეგ თასის თამაშზე, ბრწყინვალე გოლი "ბოლტონის" კარში რონალდუსთან შეთამაშებით, ინგლისის თასის ნახევარფინალში გატანილი პირველი გოლი "უოტფორდის" კარში, და გოლი რომელმაც მანკუნიანელები დააწინაურა "გუდისონ პარკზე" ლივერპულის "ევერტონის" წინააღმდეგ 2-3, წერტილი კი ამ თამაშში კრის იგლსმა დასვა 2-4. რაც არ უნდა რთულად მოგვეჩენოს, რუნიმ ამ სეზონში 23 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა თავის ანგარიშზე.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუნიმ როგორც იქნა დაარღვია ევროპის თასებზე უგოლი მატჩების სერია, მან 1/4 ფინალში შეძლო "რომის" კარში გოლის გატანა. ამას მოჰვა მისი მომდევნო ტურში ორი გოლის გატანა, ერთერთი კი "მილანის" კარში ბოლო წუთზე, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ჯამში ანგარიში 3-2 დააფიქსირა და მოაგებინა "წითლებს".

2006 წლის ნოემბერში რუნიმ გაახანგრძლივა კონტრაქტი გუნდთან 6 წლით, რომელმაც შანსი მისცა მას კიდევ ეთამაშა გუნდში 2012 წლამდე და გამოემუშავებინა 35 მილიონი ფუნტი.

2007/2008 წლის სეზონში უეინმა საბოლოო ჯამში 18 გოლი გაიტანა და იყო გუნდის ერთერთი ძირითადი ფიგურა, რომელმაც საბოლოო ჯამში შეძლო "დუბლის" გაკეთება სეზონში. ის შესანიშნავად უწყობდა თავდასმის ხაზში კარლოს ტევესს.

მან გაიტანა შესანიშნავი გოლი "ნიუკასლის" კარში, ასევე გაიტანა "რომის" კარში როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ასევე 1/4 ფინალში, ოქტომბერში კი მეტოქის კარი ზედიზედ 7-ჯერ დალაშქრა. ის ასევე მონაწილეობდა "არნენალის" განადგურებაში ინგლისის თასზე, რომელიც საბოლოო ჯამში 4-0 დასრულდა, შეძლო გათანაბრება "მიდლსბროსთან" მატჩში (2-2) და ასევე შეასრულა "დუბლი" "ასტონ ვილას" წინააღმდეგ (4-0).

2008/2009 წლის სეზონში უეინმა ჩაატარა 39 მატჩი და შეძლო 20 გოლის გატანა, რითაც გუნდის ბომბარდირებში მეორე ადგილი დაიკავა რონალდუს შემდეგ. ამ სეზონში რუნიმ მოუკლო გაფრთხილებების მომარაგებას, ის აღარ იღებდა უაზრო ყვითელ ბარათებს. შეიძლება მას უფრო მეტი გოლიც გაეტანა მაგრამ ფერგი ექსპერიმენტის სახით მას ნახევარდაცვის ფლანგებზე აყენებდა, საიდანაც ის პარტნიორებთან ერთად ცდილობდა გუნდის შეტევები გაემწვავებინა. რუნის განცხადებით მისი საყვარელი პოზიცია ცენტრალური თავდასხმის ხაზია, და დარწმუნებული იყო, რომ ახალ სეზონში ფერგი მას თავის საყვარელ ადგილას დააბრუნებდა.

ამჟამად რუნი ძალიან კარგ ფორმაშია და შესანიშნავად ასპარეზობს, ჯერ ახლახანს დაიწყო სეზონის მეორე ნახევარი და უეინს უკვე 20 გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგაში და ბომბარდირებს შორის ერთპიროვნულად ლიდერობს.2009/10 წლის სეზონში ის გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი.

ნომერი: 10
მეტსახელი: თეთრი პელე
კარიერა :
2002–2004 - ევერტონი მოედანზე გამოჩენა:67 გოლები:(15)
2004 - მანჩესტერ იუნაიტედი მოედანზე გამოჩენა:258 გოლები:131

2000-2001 - ინგლისი U15 მოედანზე გამოჩენა:4 გოლები:2
2001-2002 - ინგლისი U17 მოედანზე გამოჩენა:12 გოლები:7
2002-2003 - ინგლისი U19 მოედანზე გამოჩენა:1 გოლები:0
2003 - ინგლისი მოედანზე გამოჩენა:78 გოლები:32







წყარო
ბიოგრაფიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Z A C K™
18 ნოემბერი 2012 23:16
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
მაგარიაა derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№2
ავტორი: UTD-Rule
19 ნოემბერი 2012 08:22
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მალადეც ავტორ )) ჩვენი რუნი feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Berba 9
19 ნოემბერი 2012 12:10
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ბრავო ავტორ))) კარგი სიახლეა:)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: Amanda Seyfried
19 ნოემბერი 2012 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
გუნდის სული და გული love
0
№5
ავტორი: love united
19 ნოემბერი 2012 15:19
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..
0
№6
ავტორი: v.persie and rooney
19 ნოემბერი 2012 15:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
მაგარი კაცი
0
№7
ავტორი: APeX
19 ნოემბერი 2012 16:19
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
საღოლ ძმაო საღოლ :)
0
№8
ავტორი: gigapersie
19 ნოემბერი 2012 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
უეიიიიიიიიიინ am
0
№9
ავტორი: v.persie and rooney
19 ნოემბერი 2012 18:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
მაგარია რუნი
0
№10
ავტორი: Red Hooligan
19 ნოემბერი 2012 19:05
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
შრეეეკ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top