ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ის ისევ გააგრძელებს უეინ რუნის მარცხენა ვინგერად გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ უეინმა პერუსთან მატჩში სწორედ ამ პოზიციაზე დაიკავა და გოლის გატანაც მოახერხა. ახლა რუნის ანგარიშზე 10 გოლია 15 მატჩში და ჰოჯსონიც იმედს იტოვებს, რომ რუნის შედეგიანობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
"ჩვენ ყოვეთვის ვიცოდით, რომ უეინს ამის გაკეთება შეეძლო. მას შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე თამაში. პერუსთან მატჩში მარცხენა ფლანგზე თამაშობდა დენი ველბეკი, რომლეიც რუნის ძალიან ჰგავს."
"ისინი ორივენი თავდამსხმელები არიან, ორივენი შეტევის ფეხბურთელები არიან, ორივენი ბომბარდირები არიან, ამიტომ მე ეჭვი არასდროს შემპარვია იმაში, რომ რუნი ამ პოზიციაზე წარმატებით იმოქმედებდა. მე კი გამიხარდა, რომ მან ამ დავალებას თავი გაართვა და გოლიც გაიტანა."
"მისი შედეგიანობა ყველას გვახარებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება რადგან მხოლოდ გატანილი გოლებით იგებ თამაშს, ჩვენ კი გვინდა, რომ ჩვენი ბომბარდირები ფორმაში შეხვდნენ ამ დიდებულ ჩემპიონატს." - განაცხადა ჰოჯსონმა ESPN-თან.