"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვინგერი, ანდრეი კანჩელსკისი თვლის, რომ "წითელმა ეშმაკუნებმა" აუცილებლად უნდა შეიძინონ "დნეპრის" ვარსკვლავი ევგენი კონოპლიანკა.
თუ სხვადასხვა წყაროებს დავუჯერებთ, "იუნიატედის" ახალი ბოსი - ლუი ვან გაალი უკრაინელი 24 წლის ფეხბურთელით არის დაინტერესებული. კანჩელსკის თქმით, კონოპლიანკა "იუანიტედში" ისევე იქნება ლუი ვან გაალისთვის, როგორც "ბაიერნში" რობენი გახლდათ.
"ევგენი კარგი ფეხბურთელია და "იუნაიტედსაც" სარგებელს მოუტანს. თუ თქვენ სწრაფ ვინგერს ეძებთ, ეს კონოპლიანკა არ არის. ის ისეთი სწრაფი არ არის, როგორც მე! ის არ ჰგავს რაიან გიგზს და ლი შარპს, რომლებთანაც "იუნაიტედში" ვასპარეზობდი."
"ჩემი აზრით, ის ნამდვილი ვინგერი არ არის და მისი სტილის ფეხბურთელი ძალიან ცოტაა ევროპაში. მაგრამ ტექნიკურად ის ძალიან ძლიერია და შესანიშნავი დარტყმაც აქვს. მას უყვარს ფლანგიდან ცენტრში შეწევა და კარში დარტყმა."
"ჩემი აზრით, ის ძალიან ჰგავს არიენ რობენს. ის მას მართლაც ჰგავს და თუ ლუი ვან გაალს მართლაც მოსწონს რობენის ტიპის ფეხბურთელები, რატომაც არ უნდა იყიდოს კონოპლიანკა?!" - განაცხადა კანჩელსკისმა Manchester Evening News-თან.