ინგლისის ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ხედავ მსგავსებას როს ბარკლისა და უეინ რუნის ახალგაზრდობას შორის.
18 წლის ასაკში რუნიმ ევრო 2004-ზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, 4 გოლი გაიტანა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, რომელიც უეფამ შეადგინა.
ახლა როს ბარკლი შეეცდება იმავე გზის გავლას, რომელიც რუნიმ გაიარა და ლამპარდიც აცხადებს, რომ ამ ორ ფეხბურთელში დიდი მსგავსებაა.
"ისინი ბევრი რამით გვანან ერთმანეთს: აღნაგობით, იმით, თუ საიდან მოვიდნენ და როგორ თამაშობენ. ამას ვერავინ უარყობს."
"მე ვხედავ მსგავსებებს: შესანიშნავ ბურთის კონტროლს, დარტყმის სტილს... ეს სწორედ ის არის რისი დანახვაც გვსურს." - განაცხადა ფრენკ ლამპარდამ FA-ს ოფიციალურ ვებ-საიტთან.