"ამ დროისთვის მხარი არ მაწუხებს. მე ძალიან კარგი ტესტი მქონდა ფიზიკურ მომზადებაზე, ამხანაგურ მატჩში ეკვადორიის ნაკრების წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ კარგად გავართვი თავი. ჩვენ ძალიან მებრძოლი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში და მატჩი კარგად ჩავატარეთ."
"რა თქმა უნდა, ბევრი გოლის გატანა შეგვეძლო ამ თამაშში, მაგრამ ამხანაგური მატჩის მთავარი მიზანი ისაა, რომ რაც შეიძლება მალე ჩადგე ფორმაში. ჩვენ თამაშით კმაყოფილები ვართ. ეს კარგი ვარჯიში იყო, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის."