"რა საკვირველია, გასული სეზონი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ტომ ლოურენსის და ჯეიმს ვილსონისთვის. მათ მიიღეს შანსი, პირველ გუნდში ეთამაშათ და ეს საკმაოდ წარმატებულად მოახერხეს."
"ხოლო ისეთ ბიჭებს, როგორებიც არიან მაიკლ კინი და ჯესი ლინგარდი, სხვანაირი სეზონი ჩაატარეს, რადგან მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში ასპარეზობდნენ, არენდებით. ზოგჯერ იღბალიც შენსკენ უნდა იყოს, რომ აღმოჩნდე საჭირო დროს საჭირო ადგილას."
"ჯესიმ და მაიკლმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. ლინგარდი - შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც თუ საქმეს ხელი მოკიდა ბოლომდე მიიყვანს. ის ძალიან ჭკვიანია და ვფიქრობ, რომ ინგლისის პრემიერ-ლიგაში ყველაფერი გამოუვა. როდესაც ამ ორ ბიჭს ვუყურებ, ვხვდები, რომ დანარჩენ რეზერვის ბიჭები ისე კარგები არ არიან, როგორც ჯესი და კინი. ვფიქრობ, რომ ამ ორ ახალგაზრდას შეუძლია თავისი შანსის გამოყენება."