"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ნახევარმცველი მაიკლ კერიკი გახარებულია თავისი გუნდის წარმატებით ჩემპიონთა ლიგაზე.
მაიკლ კერიკი თვლის,რომ გუნდი მინდინარე ჩემიონთა ლიგის შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს,რადგან "წითელმა ეშმაკებმა" 2 ტურით ადრე მოახერხეს ჯგუფიდან გასვლის პრობლემის მოგვარება.
"კმაყოფილი ვარ ამ შედეგით,რადგან ჩვენ ნაადრევად მოვიპოვეთ შემდეგი ტურის საგზური ჩემპიონთა ლიგაზე,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ უნდა მოვდუნდეთ.წინ ძალიან რთული მატჩი გველის "გალათასარაის" წინააღმდეგ და იმედი მაქვს ჩვენ ისევ მოვახერხებთ მათ დამარცხებას.წინა წელთან შედარებით ჩვენ ძალიან კარგად გამოვედით ევრო ტურნირების სარბიელზე და ამით კმაყოფილი ვარ." - განაცხადა მაიკლმა.
"ჩვენ ზურგს დიდი გამოცდილება გვიმაგრებს.მიმდინარე სეზონში რამოდენიმე მატჩი ძალიან ცუდად ჩავატარეთ,მაგრამ ყოველთვის არსებობს გამოსავალი კრიტიკული სიტუაციდაან.ამ წუთას ყველაფერი ჩვენს ხელთაა და იმედი მაქვს ჩვენ მოვახერხებთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას." - დაასრულა კერიკმა