სერ ალექსი აპირებს იყიდოს "დორტმუნდის ბორუსიასა" და "ბაიერნ ლევერკუზენის" თითო-თითო ფეხბურთელი ჯამში 50 მილიონად. ამის შესახებ ვრცელდება ჭორები არა ერთ გაზეთში. თუმცა, როგორც ჩანს ნელ-ნელა ჭორი რეალობად იქცევა. მეთს ჰუმელსი და ლარს ბენდერი, ეს 2 ფეხბურთელია "იუნაიტედის" სამიზნე. ფერგი აპირებს დააკვირდეს ჰუმელსს ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, "დორტმუნდი" "სიტის" შეხვედრისას. სერ ალექსი მათ ასევე აკვირდებოდა, ამხანაგური თამაშის დროსაც, ჰოლანდია - გერმანიის წინააღმდეგ. "ლევერკუზენი" აპირებს ბენდერს მარტში გაუფორმოს კონტრაქტი 2017 წლამდე, თუმცა მარტამდე იანვრის სატრანსფერო ფანჯარაა, ვნახოთ შეძლებს თუ არა ფერგი ბენდერის შეძენას. რაც შეეხება ჰუმელსს, მასზე დიდი მოთხოვნაა, არა მარტო "იუნაიტედისგან" არამედ, რამდენიმე სხვადასხვა გრანდისაგან, თუმცა ყველაზე კარგ ვარიანტად მისთვის "იუნაიტედი" უნდა იყოს. "ადრეც იყო საუბრები ჩემს გადასვლა, არ გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ მე "დორტმუნდი" ვამჯობინე, ახლა კი არ ვიცი, სიმართლე, რომ ვთქვა აქ კარგად ვგრძნობ თავს" - განაცხადა მეთს ჰუმელსმა.