თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2014, 20:15
ავტორი: washington,
ნანახია: 2952,
კომენტარები: 8
როი კინი: "მანქანასთან ერთად, ფულს ვიპარავდი"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი, როი კინი FOUR FOUR TWO-ს ჟურნალისტს გაესაუბრა. მართალია ჟურნალისტმა უთხრა, რომ საუბარი მეტად ხანგრძლივი გამოვიდოდა, თუმცა კინმა ასე უპასუხა: "არ არის პრობლემა, მთავარია მშვიდ გარემოში ვისაუბროთ და თუ გინდათ მთელი დღე ვილაპარაკოთ".
როი კინი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი, როი კინი FOUR FOUR TWO-ს ჟურნალისტს გაესაუბრა. მართალია ჟურნალისტმა უთხრა, რომ საუბარი მეტად ხანგრძლივი გამოვიდოდა, თუმცა კინმა ასე უპასუხა: "არ არის პრობლემა, მთავარია მშვიდ გარემოში ვისაუბროთ და თუ გინდათ მთელი დღე ვილაპარაკოთ".

- როგორი ბავში იყავით?

- "ძალიან ცელქი და ცუდი ბავშვი ვიყავი. სახლიდან ფულს ვიპარავდი, რომ ფეხბურთელების პოსტერები მეყიდა, სკოლას კი ძალიან ხშირად ვაცდენდი ფეხბურთი, რომ მეთამაშა. ამავდროულად საკუთარი სახლიდან მანქანას ვიპარავდი, ეს უფრო დიდ ასაკის პერიოდში იყო".

- მანქანას, რატომ იპარავდით?

- "დეიდაშვილი და ბიძაშვილი ჩემთან იყვნენ, ჩვენ კიდევ ძალიან უსაქმურად ვიყავით, როდესაც მამაჩემმა მითხრა, რომ წადით მანქანაში ჩაჯექით და რადიოს მოუსმინეთო. ჩვენ კი ამით დრო ვიხელთეთ, რის ფონზეც ავტომობილი ჩაჯდომიდან 5 წუთში დავქოქეთ. მართალია თავიდან ძალიან ნელა დაიძრა, თუმცა შემდეგ რაკეტასავით გავარდა და ძალიან ღრმა ტალახში ჩავარდით. ხალხის დახმარებით მანქანა ტალახიდან ამოვიყვანეთ, მაგრამ რამდენიმე წუთში ჩვენი საავტომობილო მოგზაურობა ბოძთან შეჯახებით დასრულდა, საბედნიეროდ მარტო ცხვირი გავიტეხე".

- ერიკ კანტონასთან რა მოგონებები შემოგრჩათ?

- "მე და ერიკი ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მასთან თითოეული გათამაშებული კედელიც კი ჩემთვის უდიდესი სიამოვნების მომტანი იყო. ცალკე აღსანიშნავი იყო მისი მონდომება. წაგებას, როგორც მე ასევე ერიკიც ვერ იტანდა".

- ხო, მაგრამ წაგებას, რომელი ფეხბურთელი იტანს?

- "ჩვენ რაღაც, არანორმალურად ვერ ვიტანდით წაგებას. აი ისე, რომ ერთ-ერთი მატჩის ჩაშლასაც კი ვაპირებდით. თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ თამაში შემოვატრიალეთ და გადავიფიქრეთ".

- რას იტყვით, ჯორჯ ბესტზე, ზედმეტად მექალთანე, ხომ არ იყო?

- "ჯორჯი შეუდარებელი იყო. ის ნამდვილი ფენომენი გახლდათ, ქალებთან ურთიერთობაში კი მართლაც უბადლო ოსტატი იყო (იცინის)".

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე ცუდი მომენტი?

- "კი და ეს იყო პასპორტის გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალს, რომ მდებდნენ. წარმოიდგინეთ ამან იმდენად მომიშალა ნერვები, რამის კარიერის ნაადრევად დასრულება გადავწყვიტე. ყველაზე არასასიამოვნო მომენტია, როდესაც უდანაშაულო ხარ და ლოდინის გარდა სხვა არაფრის გაკეთება, რომ არ შეგიძლია".

- თქვენ ერთ-ერთი ყველაზე უხეშ ფეხბურთელების სიას მიეკუთვნებოდით...

- "საერთოდ ინგლისის პრემიერ ლიგაში, ლამაზ სანახაობრივ ფეხბურთთან ერთად, უხეში თამაშიც მიდიოდა და მიდის. ამიტომ, როდესაც მოედანზე გავდიოდი, მსურდა მოწინააღმდეგესთვის არაფერი დამეთმო და ამას მეტ-ნაკლებად ვასრულებდი კიდევაც. თან ისეთი პოზიცია მქონდა, რომ არ მეუხეშა, უბრალოდ არ გამოვიდოდა".

- "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებიდან, რომელმა დატოვა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?

- "ეს პოლ სქოულზი იყო. კაცი, რომელიც იდეალური ფეხბურთს თამაშობდა, მას ინტერვიუს მიცემა არასოდეს უყვარდა. არაჩვეულებრივ დრიბლინგს ფლობდა, უძლიერესი დარტყმა ჰქონდა, სიმაღლის მიუხედავად თავით თამაშიც არ ეშლებოდა და ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა".


წყარო: www.fourfourtwo.com
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ლეგენდები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
5 ივნისი 2014 20:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუ კინისნაირი მოგვცეს კიდევ სამწვრთნელო შტაბში და დისციპლინას ნახავდნენ მერე ფეხბურთელები love ნამდვილი ეშმაკია am
0
№2
ავტორი: kOsTiA
5 ივნისი 2014 20:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
უმაგრესი კაცი.
0
№3
ავტორი: Manchester_M
5 ივნისი 2014 21:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგარი მასტია :D პოლი ყველას კერპი როგორ არის ? :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
5 ივნისი 2014 22:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კინ შე ბებერო როგორ მევასები love ყველას ვისაც კი კითხავენ საუკეთესო ფეხბურთელზე ან რამე მსგავსზე უსიტყვოდ სქოულზს ასახელებს, საოცრება იყო რიჟა
0
№5
ავტორი: WAYNE ROONEY 10
5 ივნისი 2014 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
მაგრად მევასება ეს კაცი love
0
№6
ავტორი: RedTeen
6 ივნისი 2014 00:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
აუ რა გიჟი ვიღაც იყო ეს.. :დდდ მაგარი კაცია ძალიან.. love
0
№7
ავტორი: red devil
6 ივნისი 2014 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ყველას სქოულზი რო ევასება მაგარი იყო ჩვენი რიჟა <3
0
№8
ავტორი: Manchester United 14
24 აგვისტო 2015 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარი გიჟი ხარ love manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top