თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2014, 17:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2923,
კომენტარები: 12
Chevrolet - ს სიურპრიზი
რუსი ჟურნალისტის მოგზაურობა.
Chevrolet - ს სიურპრიზი
"- თქვენი აზრით რა ითვლება უფრო დიდ აღმოჩენად ბოლო 30 წლის განმავლობაში?"

- თავად სწრებადობა.

- უკაცრავად;

- თავად სწრებადობა ითვლება მნიშვნელოვან აღმოჩენად არამარტო გასული 30 წლის განმავლობაში, არამედ კაცობრიობის არსებობის მანძილზე"


Chevrolet - ს სიურპრიზი


ეს ისტორია, როგორც ბევრი სხვა საკმაოდ ბუნდოვნად დაიწყო. სატელეფონი ზარიდან დაიწყო. 13 მაისს დილით გაღვიძებულმა ვნახე, რომ ჩემი მოსკოველი აგენტი ჩემი მეგობარი უი ფიოდორ MR55 მირეკავდა. როცა გადავურეკე და ერთმანეთი მოვიკითხეთ შემდეგი დიალოგი შედგა:

MR55: "20 მაისს რა გეგმები გაქვს?"

Joker: "განსაკუთრებული არაფერი და რა იყო?

MR55: "არ გინდა "ტრაფორდზე" ითამაშო?"


აქ ცოტათი დავამთქნარე. ორი ვარიანტი არსებობდა: ან დილით ფედიას "ჰალსტუხმა მოუჭირა", რისი დაჯერებაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ან მე ჯერ კიდევ არ გამიღვია. რამდენიმე წამის ფიქრის შემდეგ ორი ვარიანტიდან მესამე ავირჩიე - იუმორისტული ხუმრობაა. ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა მინდოდა (აბა ვინ ეტყოდა სხვა რამეს?:). ფულზე, ვიზაზე და ავიაბილეთის რაც შეიძლება სწარაფად შოვნის შესაძლებლობაზე კითხვის შემდეგ როგორც იქნა გავიღვიძე და მივხვდი, რომ ირგვლივ მომხდარი არც სიზმარი იყო და არც ხუმრობა.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი ახალი სპონსორი, "შევროლე" აწყობდა აქციას სახელწოდებით Chevrolet Old Trafford Pitch Day 2014, რომელშიც მოწვეული ვარსკვლავები გულშემატკივართა გუნდს ეთამაშებოდნენ. Moscow Reds - ზე კი მხოლოდ ერთი მოწვევა გამოყვეს!! და ეს მოწვევა მე მხვდა წილად!

რა თქმა უნდა დღის ყველა გეგმა შემდეგისთვის გადაიდო, რაც შეეხება სამუშაოს, მასზე ფიქრი უკვე შეუძლებელი იყო. იმის დასამტკიცებად, თუ რამდენი ათასი ფუნტი დამჭირდებოდა კვირაში და ფოტოებსა და გამოსახულებებზე რამდენ პროცენტიან უფლებას მივიღებდი კიდევ ერთ მოსკოველ აგენტს ერთ მეგობარს დავურეკე, რომელიც თანამდებობით chairman`у MRSC გახლავთ. მას მიშა უი RVN ჰქვია. მან MR55 -სგან მიღებული ინფორმაცია დამიდასტურა, მომილოცა და მომიწოდა, რომ ძლიერ მევარჯიშა რათა წარმომავლობა არ შემერცხვინა ))

ამის შემდეგ ფიოდორმა რამდენიმე წერილი გამომიგზავნა, რომელიც ჩემმა ინგლისელმა აგენტმა ამ ღონისძიების კურატორმა მეთიუმ უი Matthew გამომიგზავნა. წერილებში ნათქვამი იყო, რომ თამაშამდე ორივე გუნდი შეხვდებოდა ერთმანეთს "ტრაფორდის" ერთ-ერთ ლოჟაში, მატჩს ექნებოდა 2-45 ფორმატი და შეხვედრის შემდეგ სიურპირზებს გვპირდებოდნენ. თითოეულ ღონისძიებას პრესა გააშუქებს და თავად მატჩი კი შესაძლოა MUTV - მ გაუშვას ეთერში. თამაშზე მისვლა საკუთარი სავარჯიშო ფორმით, ბუცებით, მასაჟისტებით, ბლექჯეკითა და სხვა რამით იყო აუცილებელი

საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ მთელი ეს დღეები ეიფორიის მსგავს მდგომარეობაში გავატარე? ამის შესახებ მოვუყევი ყველა მეგობარს, ბიჭებს, ამხანაგებს, ნაცნობებს, ნაცნობების ნაცნობებს და ქუჩაში შემხვედრ გოგონებს ვაჩერებდი, რათა გამეფრთხილებინა, რომ ავტოგრაფის რიგში მხოლოდ გამორჩეულები მოხვდებოდნენ.

ბილეთების აღება კვირას ღამით იყო დაგეგმილი, რადგან ორშაბათს ლონდონში მეგობართან, მისტერ პოლ მაკგუაირსა და ლუდთან ერთად გამევლო აკლიმატიზაცია, საღამოს მანჩესტერში გადავსულიყავი და უკვე იქ გამევლო აკლიმატიზაცია ლუდის დახმარებით. დილით მსუბუქი თავითა და თანის სიმსუბუქით თამაშზე წავსულიყავი. ყველაფერი მეცნიერების მიხედვით, როგორც ჯორჯ ბესტი გვირჩევდა.

ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ და საბაჟოზე გადასვლისას უამრავჯერ მსმენია კითხვა - «the purpose of your visit to London» (ლონდონში სტუმრობის ნებართვა. თარგმ.) ძლივს შევიკავე თავი და არ ვუთხარი: «Are you kidding? You really don’t recognize me? I`m a new football star» (თქვენ რა მეხუმრებით? მართლა ვერ მცნობთ? მე ახალი საფეხბურთო ვარსკვლავი ვარ. თარგმ.) მოკლედ ვუთხარი Event (ღონისძიება. თარგმ.). თავად ლონდონის შესახებ ბევრს ვერაფერს მოგიყვებით, ერთადერთ იმედგაცრუებად შემიძლია პოლის ვერ ნახვა დავასახელო. ორშაბათს მანჩესტერის სასტუმროში გაჩერების შემდეგ გადავწყვიტე ამინდი შემემოწმებინა და ცოტათი მეწყინა, რადგან ხვალინდელი ამინდის პროგნოზი საშინელი იყო. თუმცა დილით საკმაოდ მოწმენდილი ცა დამხვდა და უკეთესის იმედი ჩამესახა. მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, რომ იმ დღის ამინდმა მაინც გამახარა.

მოთამაშეთა შეკრება დილის 11 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ რა თქმა უნდა ადრე მივედი. ატრიბუტიკის მაღაზიასთან გავლისას უცებ ასეთ აპარატს წავაწყდი:

Chevrolet - ს სიურპრიზი


გავიფიქრე: "იქნებ ეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოა?" გადავწყვიტე 146% - ით დავხარჯულიყავი. რაც მეტი, მით უკეთესი. სტადიონზე წრის დარტყმის შემდეგ და მოედანზე დაბრუნებისას დავინახე, რომ "წმინდა სამების" წინ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი სალოცავად მოვიდა.

Chevrolet - ს სიურპრიზი


როცა მიხვდა, რომ ნარინჯისფერ ფერს ირგვლივ მყოფების შესაფერისი რეაქცია არ მოჰყვებოდა სხვა რამის შესაძენად წავიდა:

Chevrolet - ს სიურპრიზი


უკვე თითქმის 11 საათი იყო და გადავწყვიტე "ტრაფორდ სიუტის" შესასვლელთან მივსულიყავი, რომელიც მიუნხენის გვირაბის ქვეშ იმყოფება. სწორედ იქ მოხდა მოთამაშეთა შეხვედრა. მოთამაშეთა ნაწილი უკვე მოვიდა და შევეცადე დეტალები გამერკვია. აღმოჩნდა, რომ "იუნაიტედის" მხარდამჭერების ოფიციალური საფეხბურთო გუნდი არსებობს თავად მანჩესტერში, რომლის გასაძლიერებლადაც 5 თუ 6 უცხოელი იყო მოწვეული, რომლეთა შორის მეც ვიყავი. სხვებიც მოვიდნენ და ნათელი გახდა, რომ დანარჩენ მსოფლიოს მხოლოდ ჩინელი, ინდიელი, ლიბანელი, მალაიზიელი და თქვენი მონა-მორჩილი წარმოადგენდა.

უმაღლეს დონეზე დაგვხვდნენ - ტრაფორდ სიუტის შესასვლელში თითოეულ მოთამაშეს ელოდა კონვერტი, რომელსაც მაგიური სამაჯური ეკეთა. ეს კონვერტი საშუალებას იძლეოდა ჩვეულებრივ და არაჩვეულებრივ გულშემატკივართათვის აკრძალულ ადგილებშიც კი შესულიყავით. თავად ლოჟაში გველოდა მისასალმებელი ჩაი/ყავა/წვენი და ალან კიგანი - "ოლდ ტრაოფრდის" ასაკოვანი გამომცხადებელი.

Chevrolet - ს სიურპრიზი


Chevrolet - ს სიურპრიზი


როცა მან გუნდების შემადგენლობა გამოცხადა გავოცდი, რადგან "შევროლეს" მიერ მოწვეული გუნდის ვერც-ერთი გვარი ვერ ვიცანი, არადა სელებრითებს ველოდებოდი. მაგრამ ბოლობოლო რა აზრი აქვს ვისთან ერთად ან ვის წინააღმდეგ ითამაშებ, თუ "ოლდ ტრაფორდზე" გასვლის საშუალება მოგეცა მოთამაშის რაბგში?!. ყველა ხუმრობდა: "სათამაშოდ მსაჯიც მზადაა" )

გრძნობას, რომელსაც მე განვიცდიდ ისევე როგორც ყველა, როცა ლოჟიდან გამოდიხარ, ჩადიხარ ტრიბუნიდან თავად მოედანზე, მიდიხარ მასზე, გადიხარ გვირაბში (იცი, რომ ერთ წუთში მოედანზე მოხვდები), გადიხარ ტრიბუნების ქვედა განყოფილებას, მიდიხარ კართან და ხედავ ამ წარწერას - სიტყვებით ვერ გადმოსცემ!

Chevrolet - ს სიურპრიზი


თითქოს ამ ყველაფერს ხშირად აკეთებდე - შედიხარ გასახდელში, ეხუმრები პარტნიორებს, სანამ
სათამაშო ფორმას მოირგებ, ახურებ კუნთებს და მოედნის კუთხეში მიდიხარ, რათა თამაშის წინ გახურდე. აქ ყველაფერი ისევეა, მაგრამ განწყობა არარეალურობის შეგრძნებას არ ტოვებს.

Chevrolet - ს სიურპრიზი


Chevrolet - ს სიურპრიზი


Chevrolet - ს სიურპრიზი


ის კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა გუნდი გვირაბის წინ ჩაეწყო და ოფიციალური მუსიკისა და ალანის მიკროფონის ხმის ფონზე მოედანზე გამოვიდნენ!!!

ვარჯიშზე პირველი და ფაქტიურად ერთადერთი ნეგატიური ემოცია განვიცადე. მან, ვინც რეგულარულად თამაშობს ფეხბურთს იცის, რომ მაგარი ბალახისა და რბილი ბალახის ბუცები ერთმანეთისგან განსხვავდება. ფეხსაცმლის შერჩევისას მივყევი ლოგიკას, რომლის მიხედვითაც "ოლდ ტრაფორდის" ბალახი რბილი უნდა ყოფილიყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს გაზონი მაგარი იყო! ამიტომაც ზოგიერთი არასასიამოვნო გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა "ცხოვრებისეული წვრილმანები" იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველი 45 წუთის განმავლობაში ინგლისელები თავისი გუნდით თამაშობდნენ, ხოლო მეორე 45 წუთი "ნაპოვნებით" ითამაშეს, კამერასთან პოზირებისთვის დიდი დრო მქონდა.

Chevrolet - ს სიურპრიზი


Chevrolet - ს სიურპრიზი


Chevrolet - ს სიურპრიზი


ალანის დაჭერაც გამომივიდა და ის კამერაში გამოვსახე )

Chevrolet - ს სიურპრიზი


და ბოლოს, შესვენება, მე მოედანზე გავდივარ! კიდევ ერთხელ "ოლდ ტრაფორდზე" მოთამაშის რანგში გავიდვარ! და კიდევ ერთხელ "ოლდ ტრაფორდზე" მოთამაშის რანგში გავდივარ! ეს აზრები ჩემს თავში თავის კარუსელს ატრიალებდა და J Но, ყველა ფიქრი გაქრა, როცა სასტვენის ხმა გავიგე. ჩემს საყვარელ პოზიციასთან ოდნავ ახლოს ვთამაშობდი, დაახლოებით იქ სადაც ფლეთჩერი დგას, ამიტომაც ისე იშვიათად ვერ ვეხებოდი ბურთს როგორც მსურდა და როგორც მივეჩვიე. მიუხედავად ამისა 45 წუთში ერთი ნახევარმომენტი შემექმნა (საკმაოდ მახვილი 10 მეტრის კუთხიდან დარტყმული მეკარემ აიღო), დაახლოებით 10-12 ორთაბრძოლა და სამი გადაცემა, რომელსაც გოლი უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ ჩემგან მიცემული პირველი პასი თავდამსხმელმა მეკარეს გაარტყა, მეორე - ძელს, 10-11 მეტრიდან, ხოლო მესამე Chevrolet FC - ს გუნდის მეკარემ აიღო. ასე, რომ შედეგიანობით ვერ გამოვიჩინე თავი და ვიფიქრე ალბათ მანქანის გასარებს აღარ მომცემდნენ. მაგრამ როგორც ერთ კარგ ანდაზაშია ნათქვამი - "დავმარცხდებით მოედანზე - გავიმარჯვებთ გასახდელში". და საფინალო სასტვენის შემდეგ გოლის გატან მოვახერხე )))

Chevrolet - ს სიურპრიზი


შეხვედრის შემდეგ, რომელიც არ გვითამაშია ცუდად ვიდრე "იუნაიტედის" წლევანდელმა ძირითადმა გუდნმა, უფრო ზუსტად კი 2-7 წავაგეთ, ყველა გასახდელში დავბრუნდით. იმედგასაცრუებელი ინფორმაცია გახლდათ ის, რომ სათამაშო ფორმა უნდა დაგვეტოვებინა. არადა ყველამ კბილები ააწკარუნა! მივიღე შხაპი და კიდევ რამდენიმე ფოტო გადავიღე.

Chevrolet - ს სიურპრიზი


Chevrolet - ს სიურპრიზი


Chevrolet - ს სიურპრიზი



ყველანი ლოჟაში დავბრუნდით, რათა თამაში შეგვეფასებინა და სიურპრიზს დავლოდებოდით.

Chevrolet - ს სიურპრიზი


Chevrolet - ს სიურპრიზი


და სიურპრიზი შედგა, თანაც როგორი! ალან კიგანმა ყურადღება ითხოვა და ხმის ტონალობის შეცვლის გარეშე თქვა, რომ ჩვენთან მატჩისშემდგომი ანალიზისა და ლუდის დასალევად თავად დენის ლოუ მოვიდა!!!

Chevrolet - ს სიურპრიზი


Chevrolet - ს სიურპრიზი


შევძელი და ფაქტიურად ათწუთიანო ვიდეო გადავიღე. მაგრამ მისი მიღება მხოლოდ Moscow Reds და One United - ის წევრებს შეუძლიათ მომდევნო სეზონში.

კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დენისმა ყველას სამახსოვრო მედალი გადასცა, ფოტოები გადაიღო და ყველა მსურველს გაესაუბრა.

Chevrolet - ს სიურპრიზი


შემდეგ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოებას შეუდგა. ამ მომენტს მცირე მწუხარებით ველოდი, მაგრამ მერე განწყობა გამომიკეთდა როცა გავიგე, რომ პრიზი - დენი ველბეკის ავტოგრაფით გაფორმებული ბუცი გადაეცა ფორვარდს, რომელმაც ორი გოლი გაიტანა.

კიდევ 10 წუთის ყოყმანის შემდეგ დენისი წავიდა და ყველა დანარჩენი მის მაგალითს გაჰყვა. მეთიუსთან მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ წამოვედი, რადგან ლონდონში უნდა ჩამესწრო რათა მოსკოვის თვითმფრინავზე არ დამგვიანებოდა.

P.S. სტატიაში გამოყენებული ინგლისური სიტყვები და ემოციის გამომხატველი ბრჭალები, ე.წ. სმაილები ავტორისეულია და ზუსტი თანმიმდევრობითაა ნათარგმნი.

manutd.ru
სიახლეები, სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ივნისი 2014 17:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით საინტერესო. თუნდაც იმ კუთხიტ, რომ გაიგო, როგორ აბედნიერებს ხალხს "ოლდ ტრაფორდი"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gilmour
4 ივნისი 2014 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არ მოველოდი ასეთი მაგარი თუ იქნებოდა!!! ისე თარგმნი რომ ორიგინალში წაკითხულის შთაბეჭდილება მრჩება.
თითქმის მეც ოლდტრაფორდზე ვიყავი კითხვის დროს.
მშვენივრად აქვს აღწერილი ყველაფერი.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 ივნისი 2014 18:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გაიხარე კოტე.

იისე საკმაოდ კარგად ხუმრობს არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gilmour
4 ივნისი 2014 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
RojoDiablo,
კი თავის თავზეც მაგრა ღადაობს და დამევასა:)

ველბეკის ხელმოწერილ ბუცზე მაგრა იღადავა:))

0
№5
ავტორი: love united
4 ივნისი 2014 20:17
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა ბედი აქვს :დ

ყოჩაღ,საინტერესო და სახალისო სტატიაა
0
№6
ავტორი: Jubo
4 ივნისი 2014 20:36
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვიცი რო საქართველოში ასეთი (ამის მეასედიც) ფან-კლუბი არასოდეს გვეღირსება (მარტო ჩვენ კი არა არცერთ გუნდს) და შურით ვსკდები areyoukiddingme
კარგი საკითხავი იყო ძალიან, გიო კიდევ და კიდევ საღოლ, სხვა რა გვეთქმის შენს სტატიებზე:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: Best 7
4 ივნისი 2014 21:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვიცი ეს ტატია წანაკიტხი მაქ რუსულად, მაგრა გაუმართლა ტიპს
0
№8
ავტორი: MANUTD FAN.
4 ივნისი 2014 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
საინტერესო ჩანს მაგრამ მერე წავიკითხავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№9
ავტორი: RedTeen
5 ივნისი 2014 00:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
რა ბედი აქვს.. :((((
0
№10
ავტორი: red devil
5 ივნისი 2014 09:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბედიც ამას ქვია ისე ზანგის ავტოგრაფზე მაგრად თქვა. არ უნდათ მეც გამომიგზავნონ ერთი მოსაწვევი? :D იანგი ვინ ჩემი ქლერველია ისე ვითამაშებ მანდ. ან კიდე ქლერველი ვინ ჩემი იანგია ისე დავდგები ცენტრში :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top