თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2012, 16:16
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2067,
კომენტარები: 15
სასწაულების შემოქმედის მიწაზე დანარცხება
იუნიტედი მიწაზე მწარედ დაენარცხა და მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება უწევს.
სასწაულების შემოქმედის მიწაზე დანარცხება
ნორვითტან მარცხის შემდეგ იუნაიტედს კრიტიკის ქარცეცხლში გადის. ექსპერტების აზრით ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მოხდარიყო, რადგან მიუხედავად იუნაირტედის შესანიშნავი თავდახმისა, დაცვა მაინც სუსტია. გუნდში არის ხარვეზები, რომლებიც ერთდროულად გამოვლინდა და აუცილებელია პრობლემების გადაჭრა და ხარვეზების გამოსწორება.

პრობლემები დაცვაში


სასწაულების შემოქმედის მიწაზე დანარცხება


მანჩესტერ იუნაიტედი ამ სეზონში ძალიან ბევრ გოლს უშვებს. ეშმაკების დაცვა ძალზედ არასტაბილური. ისინი უპატიებელ შეცდომებს უშვებენ, რის გამოც მკაცრადაც ისჯებიან, თუმცა თავდასხმის წყალობით ეს ხარვეზები თითქოს იფარებოდა. მცველებს შორის არ არის შეთანხმებული ქმედება, რის გამოც ხშირად გაუგებრობაში არიან და გოლსაც უშვებენ. ასევე აღსანიშნავია ფერდინანდის კარგი ფორმა, თუმცა ის მარტო ვერ ახერხებს ვერაფერს. შეუთანხმებელია თამაში ნახევარდაცვასა და დაცვას შორის, რის გამოც ფეხბურთელები ერთმანეთის დაზღვევას ვერ ახერხებენ და რჩებათ სივრცე, რომელსაც ვერ ფარავენ, შესაბამისად მოწინააღმდეგე ადვილად ლახავს ბარიერს. იუნაიტედის გაშვებულ გოლებში ვერ დავადანაშაულებთ მეკარეს, დავიდ დე ჰეა რომ არა, იუნაიტედი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. მისი სეივები კიდევ უფრო მეტ სტიმულს მატებდა გუნდს და ფეხბურთელები მეტად თავდაჯერებულები იყვნენ. დაცვის შეუთანხმებლობა ფაქტია, რომ მთავარი პრობლემაა გუნდის, რაც ფატალურ შედეგ იწვევს გუნდის თამაშში. ასევე მიიჩნევენ, რომ ტრავმიანობამ მაინც იჩინა გუნდში და შემდეგ ფეხბურთელებმა კარგი ფორმა ვერ აღიდგინეს. ვიდიჩი, ევანსი, ჯონსი ტრავმირებულები არიან, ევანსი ამ სეზონში შესანიშნავ ფორმაში იყო და გოლებითან ეხმარებოდა გუნდს.

"დაღლილობა"


სასწაულების შემოქმედის მიწაზე დანარცხება


ბევრი ექსპერთი ფიქრობს, რომ იუნაიტედი გადაღლილია. მოგეხსენებათ ამ სეზონში იუნაიტედი მატჩების უმრავლესობაში პირველი უშვებდა გოლს, რის შემდეგაც ეშმაკებს დამატებითი ძალების მოძიება და თამაშის შემოტრიალება უწევდათ. მართალია, ისინი უმეტეს შემთხვევაში თავს ართმენდნენ ამ პრობლემას შესანიშნავი თავდამსხმელების წყალობით, მაგრამ ყოველთვის ამ ხერის გამოყენებამ არ გაჭრა. თუნდაც ტოტენჰემთან მატჩი, სადაც პირველებმა გაუშვეს ორჯერ და ვეღარ შეძლეს თამაშის მოტრიალება დიდი ძალისხმევის მუხედავად. იუნაიტედმა ამ სეზონში უკვე 8 ქამბექი გააკეთა და არამარტო შიდა ჩემპიონატში, არამედ ზედმეტად ძალების დახარჯვა ჩემპიონთა ლიგაზეც მოუწიათ. ნორვიჩთან შეხედრაში გუნდი ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებოდა, თითქოს არ უნდოდა გუნდს, თამაში და არანაირი ამბიცია არ გააჩნდათ, გასაკვირია ის ფაქტიც, რომ დიდმა სერ ალექსმაც ვერ შეძლო გუნდში სტიმულის შემოტანა. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ გუნდს რაიმე მოტივაცია აკლია, ეს წარმოუდგენელია. უბრალოდ ერთ-ერთი მიზანი შეიძლება დაღლილობა იყო.

"სტაბილური და შემქმნელი ნახევარდაცვა"


სასწაულების შემოქმედის მიწაზე დანარცხება


წითელ ეშმაკებს დღესდღეისობით, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნახევარდაცვა ჰყავს. ახაგაზრდა კლევერლი და ანდერსონი ნამდვილად კარგი გოლის შემქმნელები არიან. ისინი მუდამ სტაბიულურად თამაშობენ და გუნდისთვის ბევრი სარგებელი მოაქვთ. ასევე იუნაიტედს ძალიან კარგი ვინგერები ჰყავს, რომლებიც მაქსიმალურად იჭრებიან ფლანგებიდან და ძალიან კარგი კროსებით ამარაგებენ თავდამსხმელებს. ეს ახალგაზრდები შესანიშნავად გადადიან თავდასმაში და გოლსაც ქმნიან. კაგავას დამატებით და რუნის ცენტრში ჩამოწევით ნახევარდაცვის შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა და უფრო წინ გადაიწია მათმა პოზიციებმა. რუნი და კაგაწა კერიკთან ერთად სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და მეტ გასაქანს აძლევენ გუნდს. თუმცა მათმა შეტევითმა პოტენციალმა შეამცირა დაცვაზე დახმარება. ისინი ვეღარ ასწრებენ სწრაფად დაზღვევას და კონტრშეტევებიც ეპარებათ. რუნის უკან ჩამოწევით და რომბისებური ტაქტიკა ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა, თუმცა მთავარი ფიგურების დანაკლისის შემდეგ ეს გეგმა ჩაიშალა და გუნდმა ყოველგზის დატმო მატჩი იადონებთან. რუნის და კაგავას არყოფნა მაინც დაეტყო გუნდს, ეს დანაკლისი სერ ალექსმა ვერ აღმოფხვრა.

"ბრწინვალე თავდახმა, რომელსაც მაინც სჭირდება დამარება"


სასწაულების შემოქმედის მიწაზე დანარცხება


ეშმაკების თავდახმა ბრწყინვალე ფორმაშია. განსაკუთრებით ახალწვეული, რობინ ვან პერსი. ჰოლანდიელმა უკვე 11 გოლის გატანა შეძლო იუნაიტედის მაისურით ყველა ტურნირში. ვან პერსი, ჩიჩარიტო, რუნი ახერხებდნენ გუნდისთვის ებრძოლად და გამარჯვება მოეპოვებინათ. ისინი მაქსიმალურად ასწორებდნენ დაცვის შეცდომებს და გუნდი მიჰყავდათ წარმატებისაკენ. მექსიკელი შეცვლაზე საუკეთესოა, მან 5 შეხვედრაში 7 ჯერ გაიტანა და ასტონ ვილასთან გაფუჭებული მატჩის გამოსწორება მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. ძალიან არარაციონალურადაა დამოკიდებულება დაცვასა და თავდასხმას შორის. დაცვა იმდენად ცუდია ამ სეზონში, რომ თავდამსხმელებს საკუთარ კართანაც უწევთ გაბრძოლება და ბურთის წინ ატანა. ქამბექებზე აწყობილმა თამაშმა აღარ გაამართლა. თან როცა გუდნს მნიშვნელოვანი ფიგურები დააკლდნენ. მათ ვერ შესთანაზეს მოწინაარმდეგეს ის მრავალფეროვანი სტილი, რომელსაც ამ სეზონში აჩვენებენ წითელი ეშმაკები. დაცვის უხეში შეცდომა ვეღარ გამოსაწორა ამ შესანიშნავმა თავდასხმამ და გუნდში მძიმე სიტუაცია შეიქმნა.

"დაკარგული არაფერია, ბრძოლა წინაა"


სასწაულების შემოქმედის მიწაზე დანარცხება


სერ ალექსმა უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომები და გუნდი კვლავ უნდა დადგეს ფეხზე. საჭიროა, ყველა ფეხბურთელმა გააცნობიეროს თავისი შეცდომა და ისწრაფვოს მისი გამოსწორებისაკენ. მათ უნდა დაივიწყონ აქამდე რაც ყოფილა და ახალი შემართებით უნდა მიუდგნენ საქმეს. სერ ალექსი შეძლებს, რომ გუნდს შემოუძახოს, მისთვის ხომ ეს უბრალო სიტუაციაა და მისი გენიალურობა სწორედ იმაშია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ამაღლებს თავის გუნდს ფსიქოლოგიურად. კარგი ამბებია ლაზარეთიდანაც თვის ბოლო დაბრუნდებიან რუნი და კაგავა. გუნდი აუცილებლად შეძლებს გაძლიერებად და წარმატების მიღწევას, ეს ხომ მათ ხასიათში დევს და მას ვერაფერი ვერ წაშლის!

სტატიაზე იმუშავა R.v.Persie For RedArmy.Ge
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Amerigo
18 ნოემბერი 2012 16:23
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ავტორ რავიცი სასწაულია უკომენტაროდ უმაგრესი სტატიაა derpthumb
0
№2
ავტორი: always ReD
18 ნოემბერი 2012 16:24
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელი იყოდონ რუნი მაინც აკლია გუნდს1
0
№3
ავტორი: GeorgeBest
18 ნოემბერი 2012 16:25
  • სიახლეები: 1664
  • კომენტარები: 12135
წესიერი შრიფტი რით ვერ ჩაიწერე შენ კიდევ yuno

კარგია, საღოლ spiteful2
0
№4
ავტორი: Amerigo
18 ნოემბერი 2012 16:26
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
alwayes ReD,
კი როისი გვინდა ჩემი აძრით ან როდრიგესი ბენდერიც არაა ცუდი aaaeee
0
№5
ავტორი: UTD-Rule
18 ნოემბერი 2012 16:30
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მალადეც ბექა )) ვი არრ იუნაიტედ <3 ვი ბილივ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Amanda Seyfried
18 ნოემბერი 2012 16:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მჯერა aggressive2
0
№7
ავტორი: manutd-14
18 ნოემბერი 2012 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
კარგია wink
0
№8
ავტორი: Berba 9
18 ნოემბერი 2012 17:21
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
შეცდომებია უამრავი:)))) საერთო ჯამში კარგი აზრისაა და კომენტარები სტატიის შესახებ წერეთ და არა ვინ გვინდა და ვინ არა:)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: Ví Ví
18 ნოემბერი 2012 17:27
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
არაუშავს მერე რა სიტის წავკუზავთ და ეგაა
0
№10
ავტორი: SAF
18 ნოემბერი 2012 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
სტატიის ბოლო სიტყვა გლიჯავს lol ცენზურა შეეხო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

11 აპრილი 2021, 19:30
ტოტენჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
15 აპრილი 2021, 23:00
იუნაიტედი
გრანადა
ევროპა ლიგა
18 აპრილი 2021, 19:00
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი11 აპრილი
გრანადა15 აპრილი
ბარნლი18 აპრილი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

8 აპრილი 2021, 23:00
გრანადა0
იუნაიტედი2
ევროპა ლიგა
4 აპრილი 2021, 22:30
იუნაიტედი2
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
21 მარტი 2021, 21:00
ლესტერი3
იუნაიტედი1
ინგლისის თასი
გრანადა8 აპრილი
ბრაიტონი4 აპრილი
ლესტერი21 მარტი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top