თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2014, 23:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1427,
კომენტარები: 6
ჩარლტონი რუნის იცავს
"ის ერთადერთია"
ჩარლტონი რუნის იცავს
1996 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, სერ ბობი ჩარლტონი მხარდაჭერას უცხადებს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, უეინ რუნის.

პერუს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რუნიმ უნიათო მატჩი ჩაატარა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მანამდე კი პოლ სკოულზმა, რუნის ყოფილმა თანაგუნდელმა განაცხადა, რომ 28 წლის ინგლისელის ფორმის პიკი წარსულში დარჩა.

ინგლისურ პრესაში კი აქტიურად ისმის კითხვა - არის თუ არა უეინ რუნი საერთოდ ღირსი, რომ ბრაზილიაში ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს. თავად ჩარლტონს კი არავითარი ეჭვი არ აქვს.

"როცა ფიქრდები თუ საიდან მოდის ჩვენი ესოდენ მაღალი დონის ფეხბურთელები - უეინ რუნი ერთადერთია ვინც გონებაში ტივტივდება. უეინ რუნიმ უნდა ითამაშოს. მას რაღაც განსაკუთრებული აქვს"

სერ ბობი, რომელიც "იუნაიტედის" დირექტორი გახლავთ ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალი მხოლოდ ერთადერთ ფეხბურთელში უნდა იყოს დარწმუნებული.

"ჩემი აზრით თითოეულ პოზიციაზე არსებობს ეჭვის საფუძველი, გარდა უეინ რუნის პოზიციისა. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მას გარკვეულ პოზიციებზე სურს თამაში. მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია" - აცხადებს ჩარლტონი BBC - სთან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ივნისი 2014 23:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ ვეთანხმები...თუ კი რუნი არ იქნება ფორმაში, ვერ ითამაშებს, მისი დაყენება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უეინ რუნია არასწორია...მისი ჩანაცვლება თუ საჭიროა, უნდა შეიცვალოს კიდეც. ეს ქვეყანას სჭირდება და არა ვინმე კონკრეტულ ადამიანს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
3 ივნისი 2014 23:10
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კაი კაცო გამოასწორებს რუნი ისე არ გააკეთებს
0
№3
ავტორი: RedTeen
4 ივნისი 2014 01:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
გაალი დაარწმუნოს რომ კაპიტანი რუნი უნდა იყოს..
0
№4
ავტორი: red devil
4 ივნისი 2014 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რა საჭიროა ამხანაგურში თავი მოიკლას და ტრავმა აიკიდოს როცა მსოფლიო ელოდება წინ.
0
№5
ავტორი: Manchester_M
4 ივნისი 2014 13:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნის გარეშე ინგლისის ნახვა არ მინდა უეინი უეჭველი უნდა იყვეს მუნდიალზე ძირითადში :)))
0
№6
ავტორი: Qavtara
4 ივნისი 2014 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
რუნი რუნია ნებისმიერ დროს შეუძლია სტადიონზე სასწაულის მოხდენა.......სულ რომ მის კარიერაში ყველაზე საშინელ თამაშს ატარებდეს შეუძლია ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს ასე რომ რუნი ძირითადში უნდა იყოს სულ რო ცალფეხა ცალთვალა და უთაო დარბოდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top