თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2014, 16:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1726,
კომენტარები: 5
"მათ ყველაფერი აქვთ"
პალისტერი დუეტს იწონებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი პალისტერი თვლის, რომ "იუნაიტედს" უკვე ჰყავს ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის შემცვლელი.

"თუ კი ფილ ჯონსისა და კრის სმოლინგის პირველ მატჩებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ ისინი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ დაცვის ცენტრში. შემდეგ ისინი სხვადასხვა პოზიციაზე დააყენეს და დაცვის ცენტრში თამაშის გამოცდილება პრაქტიკულად აღარ ჰქონდათ. ვფიქრობ მათთვის ჩვეულ პოზიციაზე რომ უფრო ხშირად დააყენონ, ისინი თავს წარმოაჩენენ."

"სიმართლე გითხრათ, როცა ამ ბიჭებს ვაკვირდები, რომლებიც თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობენ ძალიან ვწუხვარ მათ გამო. ვფიქრობ ფილსა და კრისს ყველაფერი აქვთ, რათა ტოპ-კლასის ფეხბურთელები გახდნენ."

"არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ "იუნაიტედს" ჯონი ევანსი ჰყავს. სერ ალექსი ყოველთვის ენდობოდა მას და ვერ ვიხსენებ, რომ მისთვის ეღალატოს. თუმცა მიუხედავად მცველების ასეთი ტრიოს ყოლისა ვთვლი, რომ ლუი ვან გაალს ამ ზონის გაძლიერება სჭირდება."
- აცხადებს პალისტერი.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
2 ივნისი 2014 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ერთი ძალიან მაღალი დონის ცენტრალური მცველი გვჭირდება უდავოდ. ამ სამეულის იმედზე ჩემი მტერი იყო მთელი სეზონი. თუმცა ვეთანხმები პალისტერს, მათ რომ რეგულარულად თავის პოზიციაზე ეთამაშათ ახლა ბევრად უფრო მაღალი დონისები იქნებოდნენ.
0
№2
ავტორი: Best 7
2 ივნისი 2014 19:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
არა რა გაძლიერება მაინც გვჭირდება! ფილ ჯონსი მეიმედებეა და სმოლინგის რა გითხრათ
0
№3
ავტორი: Manchester_M
2 ივნისი 2014 20:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთი ცენტრალური მცველი მაინც გვჭირდება :X
0
№4
ავტორი: red devil
2 ივნისი 2014 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მანგალა დახატავდა მანჩესტერს
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 ივნისი 2014 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯონსი კი ბატონო, მაგრამ ევანსის და სმოლინგის იმედზე ვერ ვიქნებით. ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველი აუცილებლად გვესაჭიროება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top