თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2014, 23:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2681,
კომენტარები: 15
"რომ მთხოვოს არა, აუცილებლად მთხოვს"
ინტერვიუ მარიამ გეგუჩაძესთან.
დადგა სამშაბათი დღე და გრძელდება ჩვენი ყოველკვირეული ინტერვიუც. redarmy.ge ცდილობს რაც შეიძლება ახლოს გაგაცნოთ მისი მომხმარებლები, ამიტომაც საიტზე დარეგისტრირებულ სხვადასხვა ჯგუფის წევრებს ინტერვიუს სახით ვესაუბრებით.

მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ ჩვენი ინტერვიუების ობიექტები გახდნენ და მათ მხოლოდ user - ის სტატუსი აქვთ, ყველაფერი რაც უნდა გააკეთონ ეს არის აქტიურობა, რაც გამოიხატება კომენტარებისა და სიახლეების წერაში. ყოველი თვის ბოლო სამშაბათს კი სწორედ ყველაზე აქტიური user - ის ინტრვიუს შემოგთავაზებთ.

ჩვენი შემდეგი რესპოდენტი მარიამ გეგუჩაძე გახლავთ. მარიამი Staff ჯგუფის წევრი გახლავთ და მის მიერ ნათარგმნი თუ დაწერილი სტატიები ყოველთვის სივრცითა და საინტერესოებით გამოირჩევა.

მოგესალმებით მარიამ. საიტის მომხმარებელი თქვენ გიცნობდათ როგორც redgirl -ს. ცხოვრებაშიც ასე ხომ არ მოგმართავენ?

გამარჯობა. არა ცხოვრებაში ასე ნამდვილად არ მიცნობენ. ეს სახელი უბრალოდ იმიტომ მოვიფიქრე, რომ არ მინდოდა თავიდან ჩემი ვინაობა გამჟღავნებულიყო, მაგრამ მერე ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგთა დამოკიდებულება თავად კლუბისადმი თუ ფეხბურთელებისადმი ან ძალიან ამაღელვებელია, ან ძალიან ჩვეულებრივი. საინტერესოა, როგორია იგი მარიამის შემთხვევაში.

გვითხარით რა ადგილი უჭირავს "მანჩესტერ იუნაიტედს" თქვენს ცხოვრებაში?

რთულია ასე მარტივად გასცე ამ კითხვას პასუხი. ზოგადად ასე სიტყვებით არასდროს არ აღვწერ ხოლმე მაგრამ მაინც გეტყვი, რომ პირადად ჩემთვის რასაც ვაკეთებ ყველაფერი იწყება და მთავრდება მანჩესტერით, ყველაზე დიდი ოცნება, იმედი და ტკივილიც კი უკავშირდება "იუნაიტედს".

რომელია თქვენი საყვარელი ყოფილი "მანჩესტერელი"?

არ მიყვარს ეს კითხვა. არც გამორჩეულად საყვარელი ფეხბუთელი არ მყავს. ბევრია ისეთი, რომლებსაც ამ სიაში შევიყვანდი ამიტომაც არცერთს არ დავასახელებ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მითუმეტეს, როცა "ყოფილი მანჩესტერელების" რიცხვს ახლა უკვე მიემატა რიო–ვიდას წყვილიც.

მარიამს ტრადიციული კითხვებითაც მივმართეთ.

დაგვისახელეთ სამი ფეხბურთელი, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე მეტად სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედს"?

ჩემი აზრით პირველ რიგში დაცვას და ნახევარდაცვას უნდა მივხედოთ. აუცილებელია ევრას შემცვლელი, იდეალურ ვარიანტად კი ლუკ შოუ მიმაჩნია. რაც შეეხება ცენტრს, აქაც ვიყიდდი ერთ კარგ მცველს როგორიცაა სუბოტიჩი ან ჰუმელსი, ნახევარდაცვის ცენტრისთვის კი კროოსს მოვიაზრებ. ძალიან მინდოდა როისიც, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადმოსვლა არარეალურად მიმაჩნია, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე იმედს არ დავკარგავ.

უფრო ჰუმელსი თუ სუბოტიჩი?

არ ვიცი, ორივეს ხილვა გამიხარდებოდა, ორივე საკმაოდ მაღალი დონის მცველია, მაგრამ ვფიქრობ სუბოტიჩი, რადგან უფრო სტაბილურია და რატომღაც მგონია ის უფრო მოერგება მანჩესტერს და ადაპტაცია არ გაუჭირდება.

რა თქმა უნდა საიტის თითოეულ მომხმარებელს პირადი ცხოვრებაც აქვს, რაც კარგად ერგება ჩვენი ინტერვიუს მთავარ მიზანს - მომხმარებლებთან ახლოს გაცნობას.

როგორია მარიამი სახლში?

სახლში? სახლში მუდმივად ვჩხუბობ, მითუმეტეს თუ იუნაიტედის თამაშია წინ. მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა ხნის გატარება მიწევს აქ გამოცდების გამო. ძირითად დროს მაინც სკოლაში ვატარებ.

ოჯახში თქვენ არახართ ერთადერთი "წითელი ეშმაკი". პირველად რომელს შეგიყვარდათ "მანჩესტერ იუნაიტედი"?

კი ნამდვილად არ ვარ ერთადერთი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. პირველად ჩემს ძმას შეუყვარდა რათქმაუნდა ჩემზე უფროსია. არასდროს დამავიწყდება პირველად მასთან ერთად როგორ ვუყურე "იუნაიტედს". ასაკი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს მასთან ერთად ერთი და იგივე გუნდის გულშემატკივრობა დიდი სიამოვნება იყო, რადგან ნაკრებებში სხვადასხვა აზრი გვქონდა.

ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?

აქ ორი ფავორიტი მყავს: ინგლისი და ბრაზილია. ბრაზილია 2006 წლიდან მომწონს, მიუხედავად მცირე ასაკისა კარგად მახსოვს როგორ გამოაგდო საფრანგეთმა და ისიც მახსოვს როგორ განვიცადე. თუმცა ისეთი დამოკიდებულება არცერთთან არ მაქვს როგორიც "იუნაიტედთან".

როგორც ვიცით წინ სასკოლო გამოცდები გაქვთ. ხომ არ შეგიშლით მუნდიალი ხელს კონცენტრირებაში?

ეგ კი ნამდვილად რთული იქნება. იფიქრო მუნდიალზე და ქიმიაზე ერთად არ არის მარტივი. მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ გამოცდების გამო ამ დიდი სიამოვნების დათმობას, როგორღაც მოვახერხებ და დროს თანაბრად გადავანაწილებ, ისე რომ არც გამოცდებს დავაკლო სამზადისი.

მხოლოდ ქიმიაში გიჭირთ თუ...?

ქიმიის გამოცდა პირველია და ამიტომ ვახსენე.

მარიამს, ისევე როგორც ბევრ ჩვენგან (ალბათ) ძალიან უყვარს შოკოლადი. ცდუნებას ვერ გავუძელით, რომ ამის შესახებ არ გვეკითხა.

წარმოიდგინეთ, რომ ვინმემ შოკოლადის ქარხანა გაჩუქათ, მაგრამ თან "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის ბილეთიც მოგცათ. თუ კი ერთის არჩევის უფლება გენქებათ რომელს აირჩევდით?

სანამ პასუხს გაგცემდე მე გკითხავ, მანჩესტერ იუნაიტედის მატჩზე მოხვედრის მხოლოდ ეს შანსი მექნებოდა?

არა, მაგრამ ეს ყველაზე რეალური შანსი იქნებოდა.

კარგი მაშინ გეტყვით, რომ პირადად ჩემთვის არაფერი არ შეედრება იმ გრძნობას, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" დგომაზე ფიქრი მანიჭებს. წარმოიდგინეთ, როცა ოცნების თეატრში მართლა დავდგამ ფეხს მაშინ რას ვიგრძნობ? შოკოლადი ეს ჩემთვის მართლაც ელექსირივითაა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ერთხელ მაინც ფეხის დადგმას არაფერი შეედრება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მრავალჯერ დავადგები "იუნაიტედის" გზას და "ოლდ ტრაფორდი" ჩემი სახლი რეალურადაც გახდება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერი, დავიდ დე ხეა საკმაოდ სიმპატიურია და ალბათ არაერთი გოგოს გული მოუგია, თუ თამაშით არა, გარეგნობით მაინც.

დავიდ დე ხეამ რომ ცოლობა გთხოვოთ, რა იქნებოდა თქვენი რეაქცია?

რომ მთხოვოს არა აუცილებლად მთხოვს. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ (იცინის).

მარიამი საკმაოდ სტაჟიანი redarmy - ლი გახლავთ.

მოდით საიტსაც გადავწვდეთ. რას ფიქრობთ redarmy.ge-ზე?

თავიდან არ ვიცოდი ამ საიტის არსებობის შესახებ, რადგან ძირითადად ინგლისურ საიტებს ვიყენებდი და ქართულებზე არც შევდიოდი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისი არსბეობის შესახებ ჩელსის ფანისგან გავიგე. თავიდანვე ძალიან მომეწონა, დიზაინი, სტატიები, ხარისხი... ყველაფერი. შემდეგ გადავწყვიტე დარეგისტრირება და ნელ–ნელა ყველა გავიცანი. ძალიან შემიყვარდა აქაურობა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველაფერი შრომის ხარჯზე იყო გაკეთებული და არა რეკლამებისა და ფულის ხარჯზე. ვფქირობ, რომ საქართველოში მართლა საუკეთესო საიტია და ძალიან მალე შევძლებთ იმ გვერდებს გადავუსწროთ, რომლებმაც პოპულარობა ძირითადად რეკლამების ხარჯზე მოიპოვეს. ბევრმა არც კი იცის მისი არსბეობის შესახებ, მაგრამ როცა გაიგებენ დამეთანხმებიან რომ ის საუკეთესოა. ამ ყველაფრისთვის კი პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ქონიაშვილს შემდეგ კი ყველას, ვისაც ამ საიტის განვითარებაში წვლილი მიუძღვის. არ ჩამოვთვლი არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

შეაფასეთ თქვენი წვლილი საიტის მუშაობაში.

ზოგადად არ მიყვარს ასეთ თემებზე საუბარი, მოკლედ გეტყვი, რომ როცა დრო მაქვს ვცდილობ მაქსიმალურად გამოვადგე საიტს, რამდენად გამომდის და რამდენად მოსწონთ ჩემი სტატიები ამას მკითხველი უკეთ შეაფასებს.

უსურვეთ რაიმე redarmy.ge-ს.

ეს საიტი მართლა ძალიან მიყვარს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ის მუდმივად სთავაზობს მომხამარებელს საინტერსო სიახლებს და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება. ვუსურვებ, რომ გახდეს უფრო პოპულარული და დააფასოს ხალხმა სათანადოდ. გარდა ამისა მინდა ჩვენი ჩანაფიქრი და დიდი ოცნება ავიხდინოთ, რომელზეც ჯერ არაფერს ვიტყვი, მაგრამ არც ისე არარეალურია და კიდევ გეტყვით, რომ დიდი გეგმები მაქვს ამ საიტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს მივაღწევ იმას რაც ჩაფიქრებული მაქვს

მარიამთან საუბარი ყველასთვის მტკივნეული თემით დავასრულეთ.

როგორი წარმოგიდგენიათ "იუნაიტედის" გარეშე დარჩენილი ჩემპიონთა ლიგა?

მტკივნეული თემაა. არ ვიცი. არ მიყურებია ჯერ ჩემპიონთა ლიგისთვის ჩემი კლუბის გარეშე (თუ არ ჩავთვლით ჯგუფში ჩარჩენას). რათქმაუნდა ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად ვუყურებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ის საოცარი ლოდინი მაინც აღარ მომიწევს და დღეებს აღარ დავითვლი "მანჩესტერის" თამაშამდე. ვერ წარმომიდგენია სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ არ მიფიქრია მაგაზე. ალბათ რაღაც დააკლდება ლიგასაც, რაღაც კი არა ძალიან დიდი ნაწილი, "იუნაიტედი" დააკლდება. არ ვიცი კიდევ ერთხელ გეუბნებით ჯერ ისევ ვერ ვფიქრობ მაგაზე. რათქმაუნდა ხიბლი ისევ ექნება, მაგრამ ისეთი არა როგორიც "წითელი ეშმაკუნების" ყოფნისას.

მარიამის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ

P.S. შემდეგ შეიძლება იყოთ თქვენ
სიახლეები, ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ივნისი 2014 08:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დავიდ დე ხეას ფოტო ეძღვნება სპეციალურად მარიამს...ჩვენი მარიამი ძალიან საინტერესო ადამიანია და მოგეწონებათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: red devil
3 ივნისი 2014 08:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ მომწონს გოგო რომელსაც კარგი გემოვნება აქ ანუ მანჩესტერის ფანია :D
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 ივნისი 2014 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი ინტერვიუ გამოვიდა მართლა და კიდე ერთხელ ვიტყვი რო მართლა ამართლებს ეს ინტერვიუები. fellow რაც შეეხება მარიამს წარმატებები როგორც გამოცდებში ასევე დე ხეასთან fellow wink
0
№4
ავტორი: don_vini
3 ივნისი 2014 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
good2 წარმატებები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№5
ავტორი: RedTeen
3 ივნისი 2014 12:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მარიამ ძალიან კარგი გოგო ხარ... <3 მახსოვს გამოცდების წინ როგორ მამშვიდებდი.. ახლა ჩემი დროა.. :დდდ წარმატებები როგორც ცხოვრებაში ასევე გამოცდებსა და ოცნებების ასრულებაში.. :***
0
№6
ავტორი: Esi
3 ივნისი 2014 13:18
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ ბავშვი! lol
0
№7
ავტორი: Best 7
3 ივნისი 2014 13:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგი სტატიაა ისე, მანჩესტერის ფანი ყველა მაგარია
0
№8
ავტორი: Manchester_M
3 ივნისი 2014 13:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჩემთვის წინა ინტერვიუებთან შედარებით ეს უფრო საინტერესო იყო ალბათ მაინც იმიტომ რომ გოგოს აზრი ფეხბურთთან დაკავშირებით უფრო უცხო და საინტერესოა როცა ფეხბურთის შესახებ საკმაოდ ცოდნა აქ რათქმა უნდა :D

სხვათაშორის ჩემი პირველი მატჩი რომელსაც ვუყურე ბრაზილია საფრანგეთის დაპირისპირება იყო :D რომელიც ახლაც მახსოვს ანრის გოლი :D
0
№9
ავტორი: gilmour
3 ივნისი 2014 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მარიამიი ჩვენი საიტის თილისმა love თან სახლში რომ ჩხუბობს:))) ტელევიზორთან რო მიირბენს თამაშის საყურებლად და დეჰეას მაგივრად სავაშ ბალდარი რო დახვდება იჩხუბებს აბა რას იზამს wink
მშვენიერი ინტერვიუ გამოვიდა მალადეც ორივეს!
0
№10
ავტორი: Count Alucard
3 ივნისი 2014 20:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
საინტერესო წამოწყებაა, როგორც gilmour ის შემთხვევაში აქაც ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, ვაფასებ თქვენ შრომას და მონდომებას. მარიამი წარმატებები გამოცდებში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top