თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2014, 08:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1919,
კომენტარები: 8
კეროლს დაბრუნება სურს
როი კეროლს პრემიერ-ლიგაში სურს.
კეროლს დაბრუნება სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, როი კეროლი იმედოვნებს, რომ ზაფხულში ახალ კლუბს იპოვის პრემიერ-ლიგაში.

კეროლმა ინგლისი ხუთი წლის დატოვა და ამ დროის განმავლობაში დანიაში, კვიპროსსა და საბერძნეთში ითამაშა. ახლა კი როი "ოლიმპიაკოსთან" თავისი კონტრაქტის ამოწურვას ელოდება, რათა ოჯახში დაბრუნდეს.

36 წლის როის იმედი აქვს, რომ თავის ახალ კლუბში რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს, რათა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ძირითადი მეკარის ადგილი სხვას არ დაუთმოს.

"იმედი მაქვს ვინმე მომცემს შანსს. რამდენიმე წარუმატებელი წელი კი გავატარე ინგლისში, მაგრამ დაბრუნება და მაღალ დონეზე თამაში მსურს."

"დიდებული ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში კიდევ ერთხელ თამაში, მითუმეტეს რომ გარკვეული პერიოდი კლუბში არ მითამაშია. მაგრამ "ოლიმპიაკოსთან" ყველაფერი დასრულებულია და ახლა ახალ კლუბს ვეძებ. იმედი მაქვს ერთი წლის განმავლობაში ან დაახლოებით ასეთი პერიოდით ვინმე მომცემს შანსს."
- ციტირებს კეროლის სიტყვებს BT Sport - ი.

პრემიერ-ლიგაში ყოფნისას კეროლმა 4 წელი გაატარა "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც იგი კონკურენციას ვერ უწევდა ფაბიენ ბარტეზსა და ტიმ ჰოვარდს. თუმცა მას ნათამაშევი აქვს "ჰალის", "უიგანის", "ვესთ ჰემისა" და "დერბის" რიგებშიც.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
2 ივნისი 2014 10:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კონკურენციას ვერ უწევდა ფაბიენ ბარტეზს

areyoukiddingme derpwhy

თბილისის დინამოში ვერა მაგრამ ბათუმისაში გიჩალიჩებ ადგილს თუ გინდა
0
№2
ავტორი: nika1997
2 ივნისი 2014 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
au mas raga unda chemiii
0
№3
ავტორი: Manchester_M
2 ივნისი 2014 14:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წადი კარიერა დაასრულე გირჩევ :))
0
№4
ავტორი: Manchester United 14
2 ივნისი 2014 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ეს ჯამთელი არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: RojoDiablo
2 ივნისი 2014 15:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
რას გვერჩი ბათუმელებს areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: red devil
2 ივნისი 2014 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს კიდე ცოცხალია? :D
0
№7
ავტორი: Best 7
2 ივნისი 2014 18:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
2 პოუერშიპში შეძლებას თამაშს
0
№8
ავტორი: don_vini
3 ივნისი 2014 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ბარტეზი wink რა კაცი იყოოო wink wink აუ კეროლ რა დროს პრემიერ ლიგაა კაი რაა:))))) რამისაა ჩეხი გაუშვას ჩელსმა:;))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top