თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2014, 22:19
ავტორი: washington,
ნანახია: 1789,
კომენტარები: 6
რაიანმა "ტელეგრაფს" უმასპინძლა
სეზონი დასრულდა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" წარუმატებელი გამოდგა - გუნდმა დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით, მხოლოდ ერთი ტიტული მოიგო. ამის ფონზე ფეხბურთელთა ნაწილი დაუმსახურებული შვებულებით ტკბება, ნაწილი კი მსოფლიო ჩემპიონატისტვის ემზადება, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება. "ოცნებათა თეატრში" სრული სიჩუმეა, "მანჩესტერში" კი ხმაური....
რაიანმა
სეზონი დასრულდა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" წარუმატებელი გამოდგა - გუნდმა დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით, მხოლოდ ერთი ტიტული მოიგო. ამის ფონზე ფეხბურთელთა ნაწილი დაუმსახურებული შვებულებით ტკბება, ნაწილი კი მსოფლიო ჩემპიონატისტვის ემზადება, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება. "ოცნებათა თეატრში" სრული სიჩუმეა, "მანჩესტერში" კი ხმაური. იქ კლუბის მოთამაშე-მწვრთნელი რაიან გიგზი სამომავლსეზონო გეგმებს აწყობს. უელსელი "ტელეგრაფის" ჟურნალისტს უმასპინძლა და კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა...

- რაიან, ბოლო პერიოდში ხშირად იწერება იმის შესახებ, თუ ვის დაიმატებს გუნდი მომავალი სეზონისთვის, ამ საკითხთან გადაჭრით კი, ედ ვუდვორდია დაკავშირებული. რისი თქმა შეგიძლიათ ამ ეტაპზე გულშემატკივრებისთვის?

- "მოვლენები საკმაოდ კარგად ვითარდება, თუმცა საჭიროა ბალანსის მოძებნა ახალგაზრდა და გამოცდილ ფეხბურთელებს შორის. სამწუხაროდ, ყველაფერი რიგზე არაა. რაც შეეხება ფულს, ის საკმარისზე მეტი გვაქვს, ამიტომ მომავალ სეზონში კლუბში დიდი გადახალისება მოხდება. კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზრის მონიტორინგს აქედანვე იწყებენ, რეალურ აქტიურობას კი მუნდიალის დაწყებისთანავე შეუდგებიან. პრესაში უამრავი სპეკულაციები ვრცელდება, რეალობა კი სულ სხვანაირია. ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტ სიტყვას ლუის ვან გაალი იტყვის".

- რას ელით პატრის ევრასგან?

- "ევრას კლუბმა ხელშეკრულება 2015 წლამდე გაუხანგრძლივა, მან ეს დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 33 წლისაა, გასულ სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი გაიტანა და თავისი საჭიროება დაამტკიცა".


- ტონი კროოსთან დაკავშირებით, რამე ხომ არიცით?

- "კროოსთან დაკავშირებით, კლუბის შეფები ნებისმიერი მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ასე, რომ ვთქვათ გერმანელი მათი მთავარი მიზანია, მაგრამ როგორც ვიცი "ბაიერნს" ფეხბურთელთან თანაშრომლობის გაგრძელება სურს. თუ არაფერი გამოგვივა, სხვა ვარიანტების ძებნას დავიწყებთ".

- ვიდიჩის წასვლაზე რას გვეტყვით?

- "მანჩესტერის" წარმატებებში უდიდესი წვლილი სწორედ ნემანია ვიდიჩს მიუძღვის. თუმცა ეს მას იმის უფლებას არ აძლევს, რომ "ინტერის" გულშემატკივრებმა თქვან: "ტრანსფერმა არ გაამართლა".

- ზაჰასთან დაკავშირებით, რამე ხომ არ გაირკვა?

- "ზაჰა ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და ნებისმიერი მწვრთნელი მისით აღტაცებული უნდა იყოს. საერთოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელების საშუალო დონის გუნდებში განათხოვრებისა და მათთვის სათამაშო პრაქტიკის მიცემის მომხრე ვარ. ამჟამად არ ვიცი კლუბი რას გადაწყვეტს. თუმცა ვილფრედი ის ფეხბურთელია, რომელიც “იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ახლავე შეუძლია".

გასულ სეზონში, რომელმა ფეხბურთელებმა მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?

- "ადნან იანუზაის ასაკს თუ შევხედავთ, ბელგიელმა სუპერსეზონი ჩაატარა. დავიდ დე ხეა კი ჩვენი სიმშვიდის გარანტი იყო".


წყარო: telegraph.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
2 ივნისი 2014 00:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რაიანი კარგი კაცია, ოღOნდ იმან მაწყინა რომ არასწორად მოიქცა და თავისი ძმის ცოლი ......
0
№2
ავტორი: gilmour
2 ივნისი 2014 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ეგრე რა ძლივს არ გავიგე რეალურად რა ხდება,იმდენი სისულელე დაიწერა სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვეღარაფერი გავიგე, თურმე კროოსი ისევ ყველაზე აქტუალურია. ზოგმა კიდე ყველაფერზე ხელი ჩაიქნია ამ ტყუილი ინფორმაციების გადამკიდე.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
2 ივნისი 2014 08:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თურმე ჩადი და ჰკითხე რა ხდება რა. ზნაჩიტ იუნაიტედს კროოსი ისევ უნდა, მაგრამ ის არ მოდის. უნდა ვეცადოთ და მოვიყვანოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
2 ივნისი 2014 10:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კროოსი love იანუზაის ძაან მაგარი სეზონი ჰქონდა კლუბის ესეთი ცუდი ფორმის ფონზე. მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. მომავალ წელს ვან გაალი მეტ შედეგს დაადებინებს. იცის მაგან როგორ გამოიყენოს ახალგაზრდები. დე ხეაზე აღარაფერს ვამბობ
0
№5
ავტორი: Esi
2 ივნისი 2014 13:30
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ვახ გამისწორდა...მიდი რა კროოსი დაითრიეთ...

დე ხეა
რაფაელი, ჯონსი, ჰუმელსი(მანგალა), შოუ(ევრა)
კროოსი(კოკე), ფელაინი
მატა(ვალენსია), რუნი(მატა), იანუზაი(ზაჰა)
ვან პერსი(რუნი)

მშვენიერი გუნდია smoke
0
№6
ავტორი: Manchester_M
2 ივნისი 2014 14:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ისე ფული თუ მართლა იმდენი აქვთ რამდენიც იწერება ტრანსფერები საკმაოდ უნდა გაკეთდეს მაგრამ რას იზამენ კაცმა არ იცის :X წარმატებები :)) ზაჰა მინდა დაბრუნდეს მომავალ სეზონში :)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top