თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2014, 20:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1838,
კომენტარები: 4
გლეიზერი: გძულდეთ თამაში
კიდევ ერთი საინტერესო სტატია.
გლეიზერი: გძულდეთ თამაში
რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელი, მალკოლმ გლეიზერი. ვითხოვთ თქვენს ყურადღებას, რათა ახლოს გაგაცნოთ ეს ადამინია, რომელსაც გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთთან, მაგრამ არა საკუთარი ბიზნესის აყვავებასთან.

"ოლდ ტრაფორდთან" ახლოს არსებობს ადგილი, რომლისთვისაც გვერდის ავლა რთულია, თუ კი სტადიონისკენ მიმავალ გზას ადგახარ.

ბერძენი ანგელოსისთვის - ეს საოჯახო ბიზნესია, რომელმაც სუვენირების მაღაზიის მმართველობა მამისგან მიიღო, ვინც 40 წლის წინ წამოიწყო მსგავსი ბიზნესი. თუმცა "სუვენირების მაღაზიის" გაგება აკნინებს იმ პროდუქციის ღირსებას, რომელსაც ანგელოსის მაღაზია სთავაზობს ტურისტებს. არ არსებობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური მაღაზიის არც-ერთი ნივთი, რომელიც მასთან არ მოიძებნება ბითუმად. არ არსებობს ნივთი, რომლის წარმოდგენაც "მანკუნიანელთა" ქომაგს შეუძლია, მაგრამ ბერძენის მაღაზიაში არ მოიპოვება.

ანგელოსის მაღაზია ინარჩუნებს კლუბის აუტენტურობას და მას ძვირფასეულობას ანიჭებს, სადაც მნახველის გაბედნიერების მიზეზს საფულის დაცარიელება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ბერძენი მორალურ ავტორიტეტს ემსახურება, კლუბის ნებისმიერ მოვლენას რღმა ხედვით აანალიზებს და მომხმარებლის არჩევანსაც კარგად ითავისებს. დევიდ მოიესი თავის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ თვეს ატარებს, მაგრამ ანგელოსი არ აპირებს მთელი ღვინის შოტლანდიელისთვის გადასხმას. ის როი კინსა და იმ მიზეზს უბრუნდებოდა, რის გამოც ირლანდიელმა "ოლდ ტრაფორდი" დატოვა: კლუბის სატრანსფერო პოლიტიკისგან უკმაყოფილება. ანგელოსი წყნარად აღნიშნავს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში - მას შემდეგ რაც კლუბში ახალი მფლობელები მოვიდნენ - "მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო ბაზარზე დახარჯა გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე "ჩელსიმ", "მანჩესტერ სიტიმ", "ლივერპულმა" და "ტოტენჰემმა".

მალკოლმ გლეიზერი ანგელოსის ამ კომენტარებისგან - რომელიც ადგილობრივი გუკშემატკივრების საერთოდ პოზიციას კარგად გამოხატავდა - რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. უფლება არ გაქვთ ისინი მოხუცის საფლავზე ტირილში დაადანაშაულოთ: ამერიკელი ბიზნესმენისადმი თავის დამოკიდებულებას ისინი არ ცვლიდნენ იმ დღიდან, როცა მან მანჩესტერული აქციები შეიძინა და ამასთან აგრძელებდა უკვე არსებული ბიზნესის ექსპანსიას. რა თქმა უნდა ამას ვერ უწოდებ დამწყებთა ბიზნესს - ეს პროცესი უკვე შემდგარი ბიზნესმენების ხარისხს უფრო ერგება, რომელმაც სახელი დიდი საკრედიტო რესურსების მოსაპოვებლად გამოიყენა. გლეიზერი ამით სარგებლობდა, გულშემატკივრებს კი ეს არ ესმოდათ, რადგან ისინი უბრალოდ გულშემატკივრები არაინ და მათი დამოკიდებულების ბუნება ამ სიტყვის ზღვარზეა. ინგლისური ფეხბურთის ისტორიის კაბინეტური მენეჯერების რიცხვში, საკმარისად იყვნენ ისეთები, ვინც ფეხბურთითაა შეპყრობილი და ისეთებიც, ვინც ფულის სიძუნწით გამოირჩეოდა. თუმცა ორივე მათგანი საქმისადმი მისწრაფებას აერთიანებს. ასეთ დონეზე კი გლეიზერი იყო პირველი ადამიანი, ვინც ერთნაირად იყო დაშორებული როგორც გულშემატკივრებისგან, ისე გამვლელებისგან: ის დებდა ფულს "მანჩესტერ იუნაიტედში" ისე, როგორც უძრავ ქონებაში. უგულოდ და კონკრეტული მიზნით, რაც ბიზნეს-თამაშის არც ერთ იურიდიულ ზონასა და მორალურ დოგმებს არ აღვევდა.

გლეიზერი: გძულდეთ თამაში

წარწერა ბანერზე
გიყვარდეს "იუნაიტედი", გძულდეს გლეიზერი


გლეიზერი: გძულდეთ თამაში

ჯოჯოხეთში შევხვდებით გლეიზერ


ებრაული წარმოშობის ლიტველი ემიგრანტის შვილი პატარაობიდანვე ეხმარებოდა მამას ლომბარდში, თუმცა მალკოლისა და მისი მრავალრიცხოვანი და-ძმების სიღარიბის ზღვარი ჯერ კიდევ საკამათო თემაა. გლეიზერი არასდროს ყოფილა საპუბლიკო ადამიანი, მაგრამ თავის ბიოგრაფიაში მოასწრო და აღწევა ტრაგიკული მდგომარეობა, რომელშიც მისი ოჯახი მამის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა: ბიზნესმენის თქმით, მამისგან პორტსიგარი და სამასი დოლარი დარჩა. ერთ-ერთი და, რომელიც შემდგომში დედის მემკვიდრეობისთვის მალკოლმს ებრძოდა, აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და ბავშვები ყოველთვის იყვნენ უზრუნველყოფილნი იმით, რის უფლეასაც საშუალოდ დონის ოჯახი აძლევს საკუთარ თავს.

გლეიზერი: გძულდეთ თამაში

კევინ და ედვარდ გლეიზერები და მათი და - დარსი გლეიზერი.


მალკოლმა მაშინვე მიატოვა სწავლა კოლეჯში და ყურადღება გადაიტანა საკუთარ საიუველირო მაღაზიაზე. საქმე კარგად წარიმართა და რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდა ბიზნესმენმა ფული ჩადო უძრავ ქონებაში, რომელიც ყველაზე ნათელი საშუალება იყო ფულის საშოვნელად. გლეიზერი 90-ან წლებში მილიარდერი გახდა, თუმცა ამაზე არ შეჩერდა და რამდენიმეჯერ უშედეგოდ სცადა კომპანია დაეარსებინა.

ამერიკელი ბიზნესმენების მიზნების გარკვეული ნაწილი მიღწეულ იქნა, მაგრამ მისი ბიზნეს-ინტერესების სიფართოვე ისეთივე მოსაწყენია, როგორც მისი პიროვნება. გლეიზერი მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ყოფილი ნარკომოვაჭრე - მან პრესაში მინიმუმამდე დაიყვანა თავისი სახელის ხსენების სიხშირე. მან მხოლოდ რამდენიმეჯერ გასცა ინტერვიუ, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედის" შესყიდვის დღიდან უარი თქვა პრესასთან ურთიერთობაზე, რათა "საკუთარი ბიზნეს-გეგმები არ გაემხილა". გლეიზერს არ აინტერესებდა სპორტი, ისევე როგორც მის მიერ მართვადი სხვა საქმეები. ყველაფერი რაც მას აინტერესებდა - ეს გამომუშავების მეთოდები იყო.

გლეიზერი: გძულდეთ თამაში

სერ ალექს ფერგიუსონი და გლეიზერების ოჯახი


1995 წელს NFL - ის კლუბის, "ტამპა ბეი ბაქენირსის" შეძენის შემდეგ, მან აღიარა, რომ ეს ქმედება მხოლოდ ერთ-ერთი შვილსი გამო ჩაიდინა, რომელიც "ფეხბურთის მოყვარული" იყო. თუმცა ადამიანები, ვინც გლეიზერს კარგად იცნობდნენ, ხვდებოდნენ, რომ უბრალოდ ინტერესი ვერასდროს აიძულებდა მას ესოდენ დიდი თანხა გაეღო. ის მეტ-ნაკლებად სახალხო პერსონად იქცა NFL - ის მატჩებზე, მაგრამ ტამპაში მცხოვრები გულშემატკივრების უმეტესობას მისი სახელი ეშლებოდა. მისი ზედმეტად გახსენების აუცილებლობა არ არსებობდა: გუნდის საქმეები წინ მიიწევდა არამარტო სპორტული, არამედ კომერციული თვასაზრისითაც - რაც გლეიზერმა და მისმა შვილებმა "ბაქენირრს" მოუტანეს, ეს ადგილობრივ კავშირებთან ურთიერთობის ახალი დონეა.

დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ გლეიზერს ფეხიც კი არასოდეს დაედგა "ოლდ ტრაფორდზე", თუმცა მისი შესყიდვით გაახარა როგორც ყოფილი მფლობელები, ასევე სერ ალექს ფერგიუსონი. მენეჯერი კონფლიქტურ მდგომარეობაში იყო (საერთო ცხენის გმაო, რომელიც დოღში იღებდა მონაწილეობას) სხვა აქციონერებთან და დიდი ნაჭრის მფლობელებთან. გლეიზერებმა ჯონ პატრიკ მაკმანუსა და ჯონ მაგნიერის აქციები შეიძინებს, 2005 წლის ივნისში კი კლუბის აქციების მფლობელობა 97% - მდე აიყვანა.

ყველაფერი იყო არაფერი, მაგრამ გულშემატკივართა ნაწილი გააზრებულ და პრაქტიკულ ოპოზიაცად კი ითვლებოდა გლეიზერებთან მიმართებაში. "იუნაიტედი" შეძენილ იქნა კრედიტული ფულით, რომლის აღმოფხვრისკენაც იყო მიმართული "იუნაიტედის" უახლოესი წლები. ეს საფეხბურთო ტრადიციების ქვეყნის ცინიკური სვლა იყო, მაგრამ ამას არავითარი ეკონომიკური პრობლემა არ გაუჩენია. ჯერ კიდევ მალკოლმის მოსვლისას (თუმცა მისი როლი ყოველთვის გამოყოფილი და დაშორებული იყო ჩვენთვის საინტერესო საკითხებისგან) "იუნაიტედი" მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს შემოსავალს იღებდა - ასე, რომ ახალმა მფლობელებმა მეწველი ძროხა ჩაიბარეს. მათ კი, რაც ხშირად ავიწყდება ადგილობრივ გულშემატკივარს, საგრძნობლად გააუმჯობესეს არსებული მარკეტინგული სამუშაო.

ივიწყებენ იმიტომ, რომ გლეიზერთა გუნდში პირველივე დღიდან ინტერესდებოდნენ მშრალი, არასპორტული მიზნებით. ასეთი საქმიანობა არავითარ ხიფათს არ ატარებდა "იუნაიტედისთვის": იმის შესახებ, რომ მანკუნიანელები კონკურენტებზე ნაკლებად იხარჯებოდნენ ხშირად ლაპარაკობენ, მაგრამ ამ წლებში გუნდა 5-ჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ითამაშა ამავე ტურნირის ფინალში. ზემოაღნიშნული ფაქტები კარგად ხსნის თუ რატომ უჭერდა მხარს სერ ალექს ფერგიუსონი კლუბის მფლობელებს, მაგრამ არც არაფერი ჰქონდა საწუწუნო თანამშრომლობის მხრივ - მისი სატრანსფერო და საკონტრაქტო მოთხოვნილებების უმეტესობა დაკმაყოფილებული იყო.

გლეიზერი: გძულდეთ თამაში

სერ ალექს ფერგიუსონი ობერტანთან, ოუენთან და ვალენსიასთან ერთად.


მალკოლმ გლეიზერის გარდაცვალება სავარაუდოდ არავითარ გავლენას არ მოახდენს მანჩესტერული კლუბის ცხოვრებაზე. მისი მმართველობა დიდი ხნის განმავლობაში შვილების ხელში იყო, რომლებიც ოჯახური ბიზნესის ძველ ხაზს გააგრძელებენ - გასაყიდად გამოიტანენ კლუბის რამდენიმე აქციას, ჩაახშობენ ვალებს და ამავდროულად ჯიბეებს გაისქელებენ "იუნაიტედის" კომერციული შემოსავლებისგან. რა თქმა უნდა მათ გეგმებში იქნება კლუბის ბუნდოვანი მომავლის გარკვევა, რომელმაც სერ ალექს ფერგიუსონი დაკარგა, მაგრამ თავად ისინი ვალდებულებათა გამო არ შეიცვლებიან - მათი ერთადერთი მიზანი "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრენდად დატოვება იქნება. ეს არ არის ის წყურვილი და მეთოდი, რომელიც გულშემატკივრებს აკმაყოფილებს, მაგრამ საფეხბურთო ბოსები უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ მათ მიერ ჩამოყალიბებულ სამყაროში. მთელი ბოღმის გლეიზერთა გვარისკენ მიმართა, დავიწყება იმის შესახებ, რომ ასეთი წესები საფეხბურთო ასოციაციამ დაუშვა საშინლად არასწორია. აქ ყველაფერი ცნობილი ამერიკული გამოთქვის: "გძულდეთ თამაში და არა მოთამაშე" - ს მიხედვითაა. ბერძენი ანგელოსი და ამერიკელი გლეიზერები სხვადასხვა მხარეს თამაშობენ.

სპეციალურად redarmy.ge - სთვის სტატია თარგმნა - გიორგი დუმბაძემ

fapl.ru
სიახლეები, სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 ივნისი 2014 20:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს კრიჟანი ესა ნახე რა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lev
1 ივნისი 2014 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
რამდენი ყოფილხართ@ ღმერთმა გამრავლოთ თქვე დასაწყვეტებო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: Jubo
2 ივნისი 2014 02:16
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
როგორც ყოველთვის, საინტერესო იყო ძალიან
რა ეტყობა ამას 86 წლის :დ მე უფრო ბებერს ვგავარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: GeorgeBest
2 ივნისი 2014 12:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზუსტად ესაა ყველაზე ცუდი ალბათ რომ ეს მათთვის მხოლოდ ბიზნესია დ ამეტი არაფერი. რამდენიც არ უნდა დასცინონ ჩელსის და ილაპარაკონ მათზე აბრამოვიჩი ყველაზე მაგარი კაცია და ჩემი აზრით ყველა ინატრებდა ეგეთ ადამიანს გუნდის მფლობელად. არაფერს არ იშურებს გუნდისთვის და პირველობისთვის, მსგავსი ტიპის ადამიანი ჩვენც რომ გვყოლოდა ყველაფერი უფრო გამარტივდებოდა თუნდაც რონალდუს წასვლის სემდეგ, სქოულზის და ასე სემდეგ. იმედია მოგვარდება ყველაფერი და იქნებ დაფარონ ამათ ვალები როგორმე რო დავისვენოთ ჩვენც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top