თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2014, 17:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2279,
კომენტარები: 3
ქლევერლი ჯონსს აქებს
ტომი ფილის შესახებ მოგვითხრობს.
ქლევერლი ჯონსს აქებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ნახევარმცველმა, ტომ ქლევერლიმ თანამემულე ფილ ჯონსის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ფილი 2010 წელს გავიცანი, როცა ორივე ჩვენგანმა 21 წლამდელთა ნაკრებისგან გამოძახება მივიღეთ. უკვე მაშინ შეიძლებოდა იმის შემჩნევა, რომ ამ ბიჭს უდიდესი ნიჭი ჰქონდა. ბურთს მშვიდად აკონტორლებდა და თავისი გაბარიტებითა და ძალით ყველას სჯობნიდა. ფილი და კრის სმოლინგი ცენტრალურ მცველთა დუეტს წარმოადგენდნენ და შესანიშნავი ურთიერთგაგება და საიმედოობა ახასიათებდათ. ეს ჩვენთვის კარგი მომავლის საწინდარია"

"ჩემთვის ნათელია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის შემდეგ ფილი საგრძნობლად გაიზარდა პროფესიული თვასაზრისით. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრი რამის სწავლა შეუძლია, მაგრამ უკვე ჩანს თუ რის ხარჯზე გახდება იგი ტოპ-კლასის ფეხბურთელი. მისი უნივერსალურობა - ნამდვილი აღმოჩენაა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".

"მისი პროფესიული ზრდის მიზეზი სამუშაოსადმი მიდგომა გახლავთ. ყოველდღე 100 %-ით იხარჯება. ეს სწორი მიდგომაა, რაც აუცილებლად მოიტანს თავის შედეგებს მომავალში."

"მოედნის ფარგლებს გარეთ ფილი შესანიშნავი ადამიანია - მშვიდი და გაწონასწორებული. მას ზედმეტსახელად "კუაგმირი" შევარქვით, რომელიც მულტფილმ "გრიფინების" პერსონაჟი გახლავთ. ბიჭებიდან ვიღაცამ შეამჩნია, რომ ფილის ნიკაპის ხაზები კუაგმირისი ხაზებს ჰგავდა. და რა გგონიათ? ამის შესახებ მაშინვე უთხრეს. ფილს არ სწყენია და ჩვენთან ერთად იცინოდა. თუმცა არამგონია გაუხარდეს რომ ეს ყველაფერი მოგიყევით"


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: RedTeen
1 ივნისი 2014 18:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ფილი მაგარი კაცია რასაც ქლევერლიზე ვერ ვიტყვი..
0
№2
ავტორი: GeorgeBest
1 ივნისი 2014 20:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსი მომავალი კაპიტანია და ქლევერლი თუ აქებს ეს ეიგი მართლა მაგარია foreveralonehappy
0
№3
ავტორი: red devil
2 ივნისი 2014 07:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მერე შენ რა გჭირს შე ჩემააალა :D ფილი რო მაგარია ეგ ჩვენც ვიცით :*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top