თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2014, 21:02
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2166,
კომენტარები: 10
მატას ვრცელი ინტერვიუ
ხუან მატა მუნდიალსა და მანჩესტერზე
მატას ვრცელი ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა ესპანეთის სიაში მოხვდა და ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზეც გაემგზავრება.

ესპანელმა ნახევარმცველმა სპორტულ გამოცემასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერს, სადაც ვან გაალზე და მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

ჟურნალისტი: სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. რა არის მიზეზი იმისა, რომ იგი ასეთი განსაკუთრებულია?

მატა: მსოფლიო ჩემპიონატი მნიშვნელოვანი ტურნირია. როდესაც, ხარ ფეხბურთელი სურვილი გაქვს ითამაშო ეროვნულ ნაკრებში და წარმატება მოუტანო მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილია ფეხბურთის ქვეყნად ითვლება და ბედნიერებაა აქ წასვლა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა გამარჯვებულები დავბრუნდეთ.

ჟურნალისტი:2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ ახალგაზრდა იყავი, რა დაგამახსოვრდა ამ ტურნირისგან?

მატა: ეს დრო ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო და ბრწყინვალე მოგონებებიც დამიტოვა. მე ვთამაშობდი საუკეთესო გუნდთან ერთად, ეს იყო საუკეთესო წუთები ჩემს ცხოვრებაში.

ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, იქნებით მნიშვნელოვანი ფიგურა ესპანეთისთვის?

მატა: ზუსტად ვერ გეტყვით, დიდი პატივია ითამაშო ასეთ ნაკრებში. შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო და საკუთარ ქვეყანას დავეხმარო.

ჟურნალისტი: თქვენ უკვე რეგულარულად თამაშობთ "იუნაიტედში", გეხმარებათ ეს ნაკრებში ადგილის დამკვიდრებაში?

მატა: ბოლო 3 თვე დიდებული იყო. ბევრს ვთამაშობდი და რამდენიმე გოლიც გავიტანე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "მანჩესტერმა" დიდება დაიბრუნოს.

ჟურნალისტი: რაში მდგომარებოს ესპანეთის სიძლიერე?

მატა: ვფიქრობ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. უკვე 6-8 წელია რაც ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთის კარგად გვესმის. სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები.

ჟურნალისტი:ჩელსის შემადგენლობაში გითამაშიათ ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც ბრაზილიელები არიან. რას ფიქრობთ მათზე.

მატა: ბრაზილიის ყველა მოთამაშე ძალიან დიდ ნიჭს ფლობს. ასე, რომ ეს ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესოა საფეხბურთო ისტორიაში. ისინი ამ მუნდიალზე არასასურველი მეტოქეები იქნებიან.

ჟურნალისტი: ხშირად კამათობენ რონალდოსა და მესიზე. თქვენი აზრით, რომელია ნომერ პირველი ფეხბურთელი.

მატა: საკმაოდ რთულია ამის თქმა, რადგან ერთმანეთს მუდამ ეჯიბრებიან. წინა წელს რონალდო ჯობდა, მანამდე მესი. ისინი მუდამ ვითარდებიან და ამიტომ რთულია მათ შორის საუკეთესოს დასახელება.

ჟურნალისტი:ინგლისში მრავალი წელია თამაშობთ. როი ჰოჯსონმა ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა, მოგწონთ მისი ეს გადაწყვეტილება?

მატა: ვფიქრობ, მათ კარგი ახალგაზრდები ყავთ. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. ინგლისი აუცილებლად შეეცდება მუნდიალის მოგებას, რადგან მათ რიგებში მსოფლიო კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად უეინ რუნი, იგი ძალიან ძლიერი მოთამაშეა.

ჟურნალისტი:როგორ შეაფასებდით ინგლისის შანსებს.

მატა: ინგლისი ტიტულის მოგებას აუცილებლად შეეცდება. მათ ყავთ ბრყინვალე შემადგენლობა და ძალიან კარგი მწვრთნველი. ასე, რომ ინგლისის ნაკრები ბრაზილიაში წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

ჟურნალისტი: პრემიერ ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია, თუმცა ინგლისის ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს. რა არის ამის მიზეზი?

მატა: ვფიქრობ პრემიერ ლიგაში საკმაოდ ბევრი უცხოელი მოთამაშე თამაშობს, მაგალითად როგორც მე. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ინგლისს წარმატების მიღწევა უჭირს.

ჟურნალისტი: რას ფიქრობთ ლუის ვან გაალზე.

მატა: მე მას არასდროს შევხვედრივარ, თუმცა მსმენია, რომ ძალიან კარგი მწვრთვნელია. მისი სტილი შემტევია, რაც ძალიან მახარებს. იმედი მაქვს კლუბსა და ფეხბურთელებს ახალ ტიტულებს შესძენს.

ჟურნალისტი: დარწმუნებული ხართ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალ წელს უკეთესი გახდება?

მატა: ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება. ეს წელიწადი საკმაოდ რთული გამოდგა, მაგრამ ყველაფერი წინაა. "იუნაიტედის" სტილი ტიტულების მოგებაა, ამიტომ მომდევნო სეზონში ყველაფერი კარგად იქნება.

წყარო: www.bathchronicle.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
31 მაი 2014 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მატა ძან მაგრად მომწონს მისი თამაში მანჩესტერში და არა ეს გასაყიდი არსად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: Berba 9
31 მაი 2014 21:19
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხო ამის ვიდეოს ვუყურე, მაგარი კაცია, წარმატებები მატა მსოფლიოზე, იმედია ყველა თამაშს ითამაშებს და თან კარგად ითამაშებს ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: Juan Mata
31 მაი 2014 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ეს რომ ვან გაალმა გაუშვას ოლდ ტრაფორდზე მარტო მის მოსაკლავად მივალ areyoukiddingme
0
№4
ავტორი: GeorgeBest
31 მაი 2014 21:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი კაცი. მსოფლიოს მოგება კი ძალიან გინდა მაგრამ მხოლოდ თავის გამოჩენას გისურვებ :დ არ გაგიტყდეს მაგრამ ეს თასი სხვისია winked

მომავალ წელს იმედიანად ვუყურებ მეც და იმედია დავუბრუნდებით ძველ ადგილს
0
№5
ავტორი: gilmour
31 მაი 2014 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მატას გაყიდვაზე ხმა არ ამოიღოს ვან გაალმა თორე მოიესის დღეში ჩავაგდებ:))
0
№6
ავტორი: red devil
31 მაი 2014 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იმედია მსოფლიოზე მოგეცემა შანსი
0
№7
ავტორი: Lev
31 მაი 2014 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
ნუ ღელავთ ვან გაალი ამას არსად გაუშვებს)) ჭკვიანი ფეხბურთელია და ყოველთვის საჭიროა მოედანზეც და ვარჯიშებზეც. აბა ქლევერლის იმედზე როგორ ვიყოთ ამაზე ოდნავ უმცროსია და ბურთს რომ მიიღებს ფეხი უკანკალებს...ეგეთI დონის ფეხბურთელები ბლექბერნის და მიდლსბროს ზამენები არიან და ვან გაალმა რომ qleverlis ნდობა გამოუცხადოს ეგრევე ხელს ჩავიქნევ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: Manchester_M
31 მაი 2014 23:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან მაგარი კაცია !!!! იმედია კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან :)))) love
0
№9
ავტორი: RedTeen
1 ივნისი 2014 00:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჭორმა გულშემატკივრებზე დიდი გავლენა იქონია.. არსად არ წავა მატა.. მით უმეტეს ბარსაში..
0
№10
ავტორი: chudikone
1 ივნისი 2014 03:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ინ მატა ვი თრასთ ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top