თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2014, 13:41
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2637,
კომენტარები: 9
კოკეს მომავალი გაირკვა
კოკემ მომავალ კლუბზე ისაუბრა
კოკეს მომავალი გაირკვა
"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა კოკემ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონსაც ესპანეთში გაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მისით "იუნაიტედი" ინტერესდება.

22 წლის ნახევარმცველი ამ სეზონში დიეგო სიმეონეს კოზირად იქცა. სწორედ მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით შეძლეს ლა ლიგის მოგება. კოკემ 36 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისით "წითელი ეშმაკები" დაინტერესდნენ.

"აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ატლეტიკო ჩემი სახლია. მე აქ გავიზარდე და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ".

"კლუბთან კონტრაქტი მაქვს დადებული და იგი მრავალ წელს ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემით დიდი კლუბები ინტერესდებიან, მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ"
._განაცხადა კოკემ.

წყარო: www.thesportreview.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
31 მაი 2014 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვინმემ ზრდილობის გულისთვის მაინც თქით გვინდა მანჩესტერში თამაშიო.
0
№2
ავტორი: Manchester_M
31 მაი 2014 14:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არადა ახალგაზრდაცაა და კაი იგროკიცაა გამოგვადგებოდა მაგრად ფულს გაუშვან ხელი და იყიდიან გამოსასყიდი თანხა ყევლას აქვს კონტრაქტში :)))
0
№3
ავტორი: GeorgeBest
31 მაი 2014 14:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ადრე უარს რო გვეუბნებოდნენ აყოლებდნენ ხოლმე ბოლოს რო კარგი კლუბია მანჩესტერიო და სიამოვნებით ვითამაშებდიო, ეხლა ეგეც არ გვაქვს wink
0
№4
ავტორი: Beckham 7
31 მაი 2014 15:00
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
დროა პოლი დაუბრუნდეს ფეხბურთს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 მაი 2014 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველას ხვეწნა როგორ უნდა ტოო, არ გინდა ნუ გინდა კარგად იყავი. ამას გონია მომავალ წელსაც ფინალში გავა ატლეტიკო...
0
№6
ავტორი: ელენე
31 მაი 2014 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ვახო ( G G M U),
ატლეტიკოს აქვს ის, რაც ფეხბურთში აუცილებელია და ის, რაც ასე ძალიან აკლდა მანჩესტერს წელს - მებრძოლი სული. ამიტომ, არ გამიკვირდება შემდეგ წელსაც წარმატებულად თუ იასპარეზებს ატლეტიკო.
0
№7
ავტორი: Lev
31 მაი 2014 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
თავიდან ყოველთვის ასეა ხოლმე მაგრამ მერე უცბად ოფიციალურზე იწერება ხოლმე ასეთი სახელები: ტევესი მატა ვან-პერსი და ა.შ. ეს მაშინ როცა მოკრძალებული სატრანსფერო სეზონი გვაქვს ხოლმე. ეხლა უფრო მეტი მაგარი სახელი დაიწერება ოფიციალურზე უეჭველი ვიცი . არ ღირს წინასწარ ნერვიულობა hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: red devil
31 მაი 2014 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კოკე შენ იყო იანგი თუ არ გადმოხვიდე :D ვსო დაგინებულია :D

კოკე შენ იყო იანგი თუ არ გადმოხვიდე :D ვსო დაგინებულია :D
0
№9
ავტორი: RojoDiablo
1 ივნისი 2014 17:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
gilmour,
:D აბა ახლა ხომ არ იტყვის ატლეტიკოსვ ერ ვიტანო. კაპიტანია ბოლოს და ბოლოს რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top