თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2014, 18:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2115,
კომენტარები: 6
ჩიჩარიტო მონდომებულია
მექსიკის ნაკრები თავს არ დაზოგავს.
ჩიჩარიტო მონდომებულია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელი თავდამსხმელი, ხავიერ ერნანდესი აცხადებს, რომ მისი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე თავის გამოსაჩენად მიემგზავრება.

მექსიკელები ა ჯგუფში მოხვდნენ და მათი მოწინააღმდეგეები ტურნირის მასპინძელი ბრაზილია, ევროპული ხორვატია და აფრიკული კამერუნი იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი საკმაოდ ანგარიშგასაწევია, ჩიჩარიტო თვლის, რომ მის ნაკრებს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია.

"თუ კი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გსურთ, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თქვენს წინააღმდეგ პლანეტის საუკეთესო ნაკრებები ითამაშებენ. გვესმის, რომ წინ ჯგუფური ეტაპის სამი ძალიან რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამ ტურნირზე ადვილი გუნდები არ არსებობს და ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვართ."

"არავითარი აზრი არ აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას და იმაზე ფიქრს, რომ შენ იქ მხოლოდ სამი შეხვედრა გელოდება. თუ ისტორიაში შესვლა გსურთ, შესაბამისი აზროვნება არ უნდა გქონდეთ"
- აცხადებს ხავიერ ერნანდესი.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: kOsTiA
30 მაი 2014 18:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
არც ისე ძნელად გადასალახ ჯგუფში მოხვდნენ მექსიკელები...თუ მონდომებით ითამაშებენ აუცილებლად გავლენ.
0
№2
ავტორი: red devil
30 მაი 2014 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ნუ ხორვატიასთან გაუჭირდებათ მაგრად და კამერუნს ალბათ მოუგებენ წარმატებები ჩიჩა
0
№3
ავტორი: RedTeen
30 მაი 2014 20:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მონდომებაა მთავარი და მიაღწევენ წარმატებას..
0
№4
ავტორი: Jubo
30 მაი 2014 20:17
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რთული ჯგუფი აქვთ მარა უნდა გავიდნენ. ხორვატიას და კამერუნს უნდა მოუგონ წესით
სულ იტანს ნაკრებში და ვნახოთ ეხლა რას იზამს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Manchester_M
31 მაი 2014 09:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჩიჩა გოლებს შეყრის :)))
0
№6
ავტორი: GeorgeBest
31 მაი 2014 16:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მევასება მექსიკა და ვგულშემატკივრობ ყოველთვის. ჩიჩას იმედი მაქვს როგორც ყოველთვის გაიბრწყინებს მექსიკაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top