"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოლაპარაკებები ისევ განაახლა "საუტჰემპტონის" მარცხენა მცველ ლუკ შოუსთან, გვამცნობს BBC.
ინგლისელი მცველი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ის უკვე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად, ამიტომ ის ლუი ვან გაალის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლავთ. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ "წმინდანებიდა" მაურისიო პაჩეტინოს წასვლის შემდეგ, შესაძლოა ინგლისელმა თავისივე ნებით მოინდომოს კლუბის შეცვლა.
ერთხელ უკვე "საუტჰემპტონმა" უარით გამოისტუმრა "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისი 27 მილიონოანი კონტრაქტით. მაგრამ "წითელი ეშმაკუნების" ბოსებს ეს არ აშინებთ და პარასკევს კიდევ აპირებენ ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ "იუნაიტედმა" პატრის ევრასთან კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი, მაგრამ ისინი მაინც ეძებენ ფეხბურთელს, რომელიც დიდი ხნით შეცვლის ფრანგს.