თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2014, 11:03
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1950,
კომენტარები: 5
ჯერარდი სქოულზს არ ეთანხმება
იუბილარი კაპიტანი ვიცე კაპიტნის მხარდამხარ
ჯერარდი სქოულზს არ ეთანხმება
უეინ რუნის ყოფილმა თანაგუნდელმა, პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ "შრეკმა" უკან მოიტოვა საუკეთესო წლები. წითური პრინცი წერს: "რუნის ფორმის პიკი გაცილებით ადრეულ ასაკში ჰქონდა, ვიდრე ამჟამინდელ ფეხბურთელებს აქვთ ძირითადად. ეს წლები უმრავლესობისთვის 27-28 წლებია, თუმცა მან 2011-2012 სეზონში 27 გოლი გაიტანა, როდესაც იგი 26 წლის იყო."

ჯერარდი, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს და გვიან ღამით კი ამხანაგური მატჩი პერუსთან, რუნის გამოექომაგა. "სქოულზი ცდება." აცხადებს სტივენი. "მე მიმაჩნია, რომ რუნი საუკეთესო იყო ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში. რუნი შესანიშნავ ფორმაშია. მე შესაძლოა სუბიექტურად ვმსჯელობდე, მაგრამ რაც ვნახე ის არის, რომ უეინის ფორმა მართლაც რომ შესამჩნევად კარგია."

სქოულზმა ასევე ისაუბრა რუნის ცუდ რეკორდზე, რომელიც 0 გატანილ გოლს ითვლის 2 მსოფლიო ჩემპიონატზე. უეინმა მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა 2ვე ჩემპიონატზე, ჯამში და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბრაზილიაში სრულიად მობილიზებული გაემგზავროს. ჯერარდმა არც ეს დატოვა უკომენტაროდ და თანაგუნდელს თავდაუზოგავი მუშაობა შეუქო: "ის მთელი კვირის განმავლობაში კარგად ვარჯიშობდა და გადაწყვიტა დამატებითი ერთი კვირა ინდივიდუალურად ემუშავა."

"ვფიქრობ, რომ გონებაში ცუდად დარჩა განვლილი 2 მუნდიალი, ახლა კი ყველაფერს აკეთებს შედეგის გასაუმჯობესებლად. მოხარული ვარ რომ ასეთ მოტივირებულს ვხედავ." - აცხადებს ჯერარდი. უეინ რუნი აგრეთვე "დაიცვა" ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვეთვნელმა, როი ჰოჯსონმა: "მე მჯერა მისი (რუნის). ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და საუკეთესო წლები უკან არ მოუტოვებია."

"მე ის 23 კაციან განაცხადში დავასახელე და ამით ვამაყობ კიდეც. ნამდვილი შეხედულებები, რომლსაც ყურადღება უნდა მიაქციო ეს გუნდის თანაგუნდელების და მწვრთვნელების მიერ თქმულია. აგრეთვე არის განცხადებები, რომელიც შეგვიძლია გავაკონტროლოთ, ანუ ჩვენი, და რომლებიც არა, ანუ მათი ვინც ნაკრების წევრები არ არიან. იმედი მაქვს ჩვენ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ და ტურნირი კარგად წარმიმართება."

წითურმა პრინცმა აგრეთვე ისიც განაცხადა, რომ ჰოჯსონს არ ეყოფა სიმამაცე, დაასვენოს რუნი, თუ იგი კარგად ვერ იასპარეზებს ბრაზილიაში. "ლივერპულის" ყოფილმა მწვრთვნელმა არც ეს განცხადება დატოვა უპასუხოდ: "იქიდან გამომდინარე, რომ მე დიდი ხნის განმავლობაში ვარ და ვიყავი მწრვთვნელი, მაქვს უნარი მივიღო ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც საჭიროა." - დაასრულა როიმ.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
30 მაი 2014 12:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სქოულზმა თქვა შესაძლოა უკან მოტოვებული აქვს კიდეცო და სწორიც თქვა, მაგრამ ჯერარდის განცხადებაც გასაგებია და კარგი

დიდი ზეწოლაა რუნიზე, ყველა მაგაზე საუბრობს ყველა ძალიან ბევრს ელის და ყველა მის გაბრწყინებაზე საუბრობს. შეიძლება ცუდიც იყოს ეს შრეკისთვის
0
№2
ავტორი: Count Alucard
30 მაი 2014 13:02
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ზედმეტი ზეწოლა არ იყოს რუნიზეო მაგას გაიძახდა ყველა და პირი არავის გაუჩერებია lol მე იმედი მაქვს მინიმუმ 2-3 გოლს გაიტანს მუნდიალზე.
0
№3
ავტორი: red devil
30 მაი 2014 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ყველა რუნის შეჩერებია და ეგ ცუგია ფსიქოლოგიურად. იმედია რუნი 5 გოლს გაიტანს მსოფლიოზე
0
№4
ავტორი: Manchester_M
30 მაი 2014 14:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყველაზე მეტად ის მიკვირს რომ ინგლისის ნაკრები ერთ კაცზე არის დამოკიდებული არადა ძირითადის ხალხით დაწყებული უკანასკნელი ზამენით დამთავრებული ყველა ვარსკვლავებია :X
0
№5
ავტორი: Qavtara
31 მაი 2014 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
სქოულზმა ინგლისის ნაკრებს დაუშვა wink მამენტ რაც იბაზრა სწორად ილაპარაკა.... რუნი რასაც აკეთებს და აკეთებდა შEუძლებელია იმ ტემპით კიდევ ითამაშოს მაშინ მართლა არანორმალური იქნება "შესაძლოა" ითამაშოს "შესაძლოა" ვერა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top