"საუთჰემპტონის" პრეზიდენტს, რალფ კრიუგერს მიაჩნია, რომ მის კლუბისთვის სულაც არ არის აუცილებელი ვარსკვლავების გაყიდვა.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ "წმინდანები" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ დატოვა, რომელიც "ტოტენჰემში" გადავიდა. ხმების თანახმად კლუბს დატოვებენ ლუკ შოუ, ადამ ლალანა და ჯეი როდრიგესიც.
თუმცა "საუთჰემპტონი" არ ჩქარობს ფეხბურთელების გაყიდვას და მათ თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ახალ მთავარ მწვრთნელს ანდობს, რომლის ძებნაც უკვე დაწყებულია.
"ნათელია, რომ მოთამაშეთა ტრანსფერს ვაკონტროლებთ. ყოველ საუკეთესო მოთამაშეს ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს ჩვენთან"
"ნებისმიერი განხორციელებული ტრანსფერის პირობებს ჩვენ თვითონ ვუკარნახებთ სხვა გუნდებს. თავად გაადვწყვეტთ რა პირობებით მოვლენ და წავლენ ფეხბურთელები"
"ამ პროცესში მწვრთნელს ჩავრთავთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ იცოდეს. ჯერ კიდევ არაფერზე მოგვილაპარაკებია, რადგან სატრანფერო სიტუაციას ჩვენ თვითონ ვაკონტროლებთ და თუ ვინმე სხვა რამეს ამბობს, მას უბრალოდ არ ესმის, რამდენად ძლიერია ჩვენი პოზიცია. გაყიდვის აცუილებლობას ვერ ვხედავ" - ციტირებს კრიუგერს ESPN.
შეგახსენებთ, რომ ლუკ შოუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.