თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2014, 13:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1722,
კომენტარები: 4
სტენ კროუტერი გარდაიცვალა
სამწუხარო სიახლე ოფიციალური საიტისგან.
სტენ კროუტერი გარდაიცვალა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ყოფილი ფეხბურთელი, სტენ კროუტერი. იგი 78 წლის იყო.

1957 წელს კროუტერი "ასტონ ვილას" შემადგელობაში გამოდიოდა და ინგლისის თასის ფინალში "იუნაიტედი" 2-1 დაამარცხა. მომდევნო წელს კი იგი "წითელ ეშმაკებს" შეუერთდა, რომელმაც მიუნხენის ტრაგედია იმ პერიოდი გადაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა კლუბის შემადგენლობაში ჰქონდა ნათამაშევი, ინგლისის საფეხბურთო ფედერაციამ სტენს უფლება მისცა "იუნაიტედის" რიგებში ეთამაშა. მისი დებიუტი "შეფილდ ვენზდის" წინააღმდეგ შედგა ინგლისის თასის გათამაშებაში. შეხვედრა "იუნაიტედმა" მოიგო და ფილანშიც გავიდა, მაგრამ კროუტერმა თასი ვერ აღმართა, რადგან "წითლები" "ბოლტონმა" 2-0 დაამარცხა.

მიდლენდში დაბადებულმა ფეხბურთელმა, რომელმაც ინგლისის 23 წლამდელთან ნაკრებში ითამაშა, "იუნაიტედი" "ჩელსის" გამო დატოვა 1958 წელს. საერთო ჯამში სტანი მოედანზე 20-ჯერ გამოვიდა "იუნაიტედის" მაისურით და შემდეგ "ბრაიტონსა" და "ჰოუვ" ალბიონშიი გადავიდა. ამის შემდეგ კი მისი კარიერა "ჰენდერსფორდს თაუნსა" და "რაგბი თაუნში" გაგრძელდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა და საიტის მომხმარებელთა სახელით მინდა მწუხარება გამოვხატო სტენის ოჯახისადმი.

manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: love united
29 მაი 2014 15:30
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სამწუხაროა
0
№2
ავტორი: kOsTiA
29 მაი 2014 19:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ორი მკვდარი უკვე.
0
№3
ავტორი: red devil
29 მაი 2014 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს რა ჭირი ჭირს მანჩესტერს
0
№4
ავტორი: I L C
30 მაი 2014 14:42
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
dasanania roca legendebi midian
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top