"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მატჩის შემდგომი პრესკომფერენცია გამართა.
მოწინააღმდეგე სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა "ქროუ როუდზე" და მათმა მოწინააღმდეგემ "ნორვიჩმა" დამსახურებულად მოიპოვა 3 ქულა.
"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.ჩვენმა მოწინააღმდეგემ დამსახურებულად მოიგო,რადგან ისინი თავდაუზოგავად იბრძოდნენ."ნორვიჩის" დაცვითმა ხაზმა და ასევემ მეკარემ ძალიან წარმატებული მატჩი ჩაატარეს,რადგან მე პირადად მათი არცერთი შეცდომა არ დამინახავს.ეს მართლაც ლამაზი საღამო იყო მათვის.ისინი თითოეული ბურთისათვის ბრძოლობდნენ და მათ ნამდვილად დაიმსახურეს ეს გამარჯვება." - განაცხადა სერ ალექსმა.
ცხადია ეს არ იყო ჩვენი ღამე სერ ალექსის შეგირდებმა არაერთი "ქამბექი" გააკეთეს ამ სეზონში,მაგრამ გუშინდელ მატჩში მათ ნამდვილად არაფერი გამოუვიდად.ამ მარცხით "წითელმა ეშმაკებმა" პირველობა დაკარგა და ეხლა უკვე თანაქალაქელი "მანჩესტერ სიტი" ავიდა ტურნირის სათავეში.სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა,რომ გაშვებული გოლის შემდეგ მას სჯეროდა,რომ მისი ბიჭები შეძლებდნენ ამ მატჩის შემოტრიალებას.
"ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს,მაგრამ ვერ ვიყენებდით შექმნილ მომენტებს,რომელიც არცთუ ისე ბევრი იყო.ნამდვილად მეტს მოველოდი.ეს აშკარად არ იყო ჩვენი ღამე.ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს,ყველაფერი ცადეს,მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.ძალიან იმედ გაცრუებულები ვართ.მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ "ნორვიჩის" გოლკიპერის თამაშით." - აცხადებს სერ ალექსი.
უეინ რუნი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი სრულ მზადყოფნაში იქნება "გალათასარაისთან" მატჩში,რომელიც სამშაბათს გაიმართება.ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ გამოტოვა ამხანაგური მატჩი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ტერფის ტრავმის გამო.არც გუშინდელ მატჩი უთამაშია უეინს,რადგან მას ყელი ტკიოდა.
"მას ანგინის პრობლემები შეექმნა და სწორედ ამის გამო გამოტოვა "ნორვიჩის" წინააღმდეგ მატჩი,მაგრამ იმედი მაქვს ის სრულ მზადყოფნაში იქნება "გალათასარაისთან" მატჩში.თუ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ მას ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე." - დაასრულა ფერგიუსონმა