თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2014, 13:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1517,
კომენტარები: 5
ოფიციალურად: მაკედა "კარდიფში" გადავიდა
კიკომ "იუნაიტედი" დატოვა.
ოფიციალურად: მაკედა
"კარდიფ სიტიმ" იტალიელი თავდამსხმელი, ფედერიკო მაკედა გადაიბირა.

22 წლის იტალიელი მესამე შენაძენი გახდა "კარდიფისთვის" და ახალ კლუბს 1 ივლისს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მაკედას "კარდიფის" მწვრთნელთან, ოლე გუნარ სოლსკიაერთან ადრეც უმუშავია.

"ეს უდიდესი საშუალებაა ჩემთვის და ოლე გუნარის დამსახურებაა, რომ მე აქ ვარ" - განაცხადა მაკედამ "კარდიფის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

"კარდიფმა" მაკედას ტრანსფერის შესახებ, სწორედ ოფიციალური საიტით განაცხადა.

"გასულ წელს კარგი სეზონი ჩავატარე "ბირმინგემ სიტისთან" ერთად, მაგრამ ეს ახალი თავია ჩემს კარიერაში და მიდა ყველას ვუჩვენო თუ ვინ ვარ"

"ოლეს ვიცნობ და ვიცი, რომ რაც შეიძლება მალე სურს პრემიერ-ლიგაში დაბრუნება და შენაძენებიც სწორედ ამას ამტკიცებს."

"სწორედ ამიტომ ვარ აქ. ვფიქრობ ეს დიდებული კლუბია და თუ ჩვენ კარგ სეზონს ჩავატარებთ უკან დავბრუნდებით."


skysports
სიახლეები, ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: washington
28 მაი 2014 13:24
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
გუშინ წავიკითხე იჯარის წესით გადავიდა მაკედა კარდიფში სამი სეზონითო და რავი lol

კარგია, კარგი... ნელ-ნელა გუნდი გაიწმინდება იქით იანგს დაწყებული აქვს უკვე ახალი გუნდის ძებნა :D იქით ინტერი აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩიჩარიტოსთან, მართალია მექსიკელის გაშვება დიდად არ მინდა, ეგეთი "ოქროს ზამენა" ბევრისთვის სანატრელია, მაგრამ რას ვიზავთ თამაში უნდა და ცოდოა იუნაიტედში... ეხლა ანდერსონს აბრუნებენ უკან, ფიორენტინაში ვერაფრით წარმოაჩინა თავი და არ გამოვისყიდითო იტალიელებმა, ანუ ბრაზილიელსაც მოუწევს ახალი კლუბის ძებნა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: RojoDiablo
28 მაი 2014 13:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
washington,
წყაროში ასე წერია და რა ვიცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: red devil
28 მაი 2014 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დავიღუპეთ მე ამას ვერ გადავიტან :D
0
№4
ავტორი: ლადო
28 მაი 2014 14:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს ერთი და ამისნაირი სხვა მრავალი გაგვეყიდოს ან გაგვეშვას biggrin2
0
№5
ავტორი: Manchester_M
28 მაი 2014 17:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ისევ ოლე თუ მოგვაშორებს ამ წურბელებს თორე თვითონ ვერ ხვდებიან გაშვებას :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top