თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2014, 23:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1860,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი რისკავს"
ნევილს "იუნაიტედის" ცეცხლთან თამაში არ მოსწონს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი ფიქრობს, რომ ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის ერთდროულად გაშვებით, მისი ყოფილი კლუბი ძალიან რისკავს.

ვიდიჩისა და ფერდინანდის დუეტი ოდესღაც მთელი ევროპის თუ არა, პრემიერ-ლიგის საუკეთესო დუეტი მაინც იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ძალები შესუსტდა.

ნემანია ჯერ კიდევ ზამთარში მოელაპარაკა "ინტერს" და იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ხოლო რიო ფერდინანდი, რომელმაც ჯერ კიდევ მიიღო ახალი კონტრაქტი, ახალ კლუბს ეძებს.

ნათელია, რომ ლუი ვან გაალს ამ პრობლემის გადაჭრა მოუწევს, რადგან მის განკარგულებაში ახალგაზრდებიდან მხოლოდ კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი რჩება. გარი ნევილი კი მიიჩნევს, რომ ეს სარისკო ქმედებაა.

"აქ არის ახალგაზრდა მუშტი, რომელიც კრის სმოლინგისა, ჯონი ევანსისა და ჯონსისგან შესდგება. ვფიქრობ თუ სხვა ქვეყნის ფეხბურთელს დავიმატებთ, რომელსაც ჯერ არასდროს უთამაშია პრემიერ-ლიგაში, ეს დაგვეხმარება."

"თუმცა ვფიქრობ, რომ რიოსა და ნემანიას ერთდროულად გაშვება - დიდი რისკია. ვნახოთ, რა გამოვა."
- აცხადებს ნევილი.

MEN
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 მაი 2014 23:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეგ რომ გვჭირდება ჩვენც ვიცით ნევილ, მაგრამ არავინ მდოის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
27 მაი 2014 23:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვრისკავთ მაგრამ მოიყვანენ ვინმე გამოცდილს და მოგვარდება. რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყვნენ კლუბისთვის მაინც მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ და ჯონსი ევანსის დ ასმოლინგის სამეულზე ვერ ვიქნებით დამოკიდებულები
0
№3
ავტორი: chudikone
28 მაი 2014 00:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე ჯონსის და ევანსის მაინც მეიმედება რაც არ უნდა იყოს ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: red devil
28 მაი 2014 08:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვინმე ძლიერი თუ არ ვიყიდეთ მაგრად გაგვიჭირდება
0
№5
ავტორი: washington
28 მაი 2014 11:19
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
არ მახსოვს მანჩესტერის ნებისმიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომ არ ეთქვას ფერდინანდი ყოველთვის რჩევებს გვაძლევს და კლუბში ადაპტაციაში გვეხმარებაო... ნევილს ვეთანხმები, ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი როგორიც რიოა კლუბში უნდა გააჩერო რაც არ უნდა ასაკში იყვეს, ბოლო-ბოლო სეზონში ნახევარზე მეტჯერ სკამზე, რომც იჯდეს რიო კლუბის დატოვებას არ მოითხოვდა დარწმუნებული ვარ... რომ ვიცოდეთ მანგალა ან ჰუმელსი უეჭველი მოდიოდეს და ერთ-ერთს მაინც წინასწარი კონტრაქტი გაფორმებული ქონდეს იუნაიტედთან კიდევ ხმას არ ამოვიღებთ მარა სადაა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Manchester_M
28 მაი 2014 16:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთი წელი კიდევ დატოვონ რა რიო ასე ყველას ერთად გაშვება არ მინდა რაღაც :)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top