მართალია "მანჩესტერის" ძირითადი მეკარეობით ვერ დაიკვეხნის 30 წლის დანიელი კიპერი - ანდრეს ლინდეგაარდი, თუმცა "ტელეგრაფის" ჟურნალისტთან მისმა ინტერვიუმ დიდი მოწონება დაიმსახურა...
მართალია "მანჩესტერის" ძირითადი მეკარეობით ვერ დაიკვეხნის 30 წლის დანიელი კიპერი - ანდრეს ლინდეგაარდი, თუმცა "ტელეგრაფის" ჟურნალისტთან მისმა ინტერვიუმ დიდი მოწონება დაიმსახურა...
- “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებიდან ვინ შეიძლება გახდეს კარიერის დასრულების შემდეგ კარგი მწვრთნელი, რაიან გიგზის გარდა?
- "ჩემს თავს თუ არ ჩავთვლი (იცინის), რიო ფერდინანდს დავასახელებ. არ ვიცი რიო ტაქტიკურად რამდენად მაგარია, მაგრამ ინგლისელს აქვს მწვრთნელის გარეგნობა და ამავდროულად ყვირილიც არ ეშლება".
- თქვენი ნება, რომ იყოს საფეხბურთო წესებიდან რამეს შეცვლიდით?
- "მთლად კარგი კითხვა არ გამოგივიდათ. არაფერსაც არ შევცვლიდი. ყველაფერი მომწონს და ასე, რომ არ იყოს ფეხბურთის თამაშს არ დავიწყებდი".
- გვითხარით “წითელ ეშმაკუნებთა” საკლუბო მაღაზიაში რა მოგწონთ ყველაზე მეტად?
- "ჩემი სურათი, რომელიც განსხვავებულ ჩარჩოშია ჩასმული და მაისური. ნუ დაიძაბეთ, ვიხუმრე (იცინის)".
- Playstation-ზე, როგორც სხვები ალბათ თქვენც ხშირად თამაშობს FIFA14-ს. გუნდში საუკეთესო მოთამაშე ვინ არის?
- "სიმართლე გითხრათ იშვიათად მცალია კომპიუტერული თამაშებისთვის, ამიტომ მაგის “კლიენტები” დავიდ დე ხეა, ლუიშ ნანი და უეინ რუნი არიან.
- ვარჯიშისას, რომელ თანაგუნდელს გააქვს ყველაზე ეფექტური გოლები?
- "უეინ რუნის, რადგან ინგლისელ თავდამსხმელს ნებისმიერი დისტანციიდან შეუძლია გოლის გატანა".
- თქვენზე კინო რომ გადაიღონ, რომელ მსახიობს ათამაშებდით ანდრეს ლინდეგაარდის როლში?
- "ბრედ პიტს (იცინის)".
- რას აპირებთ მომავალში?
- "ვან გაალის მოსვლას ველოდები, შემდეგ ერთად დავილაპარაკებთ და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყდება ჩემი მომავალი".
- შეგიძლიათ გაიხსენო რა რეაქცია გქონდა, როდესაც შეიტყვეთ რომ თქვენით “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო დაინტერესებული?
- "იმდენად შოკირებული ვიყავი, კაი ხანი ხმას ვერ ვიღებდი".
- რომელი ფირმის ბუცებს იცვამთ ხშირად?
- "NIKE MERCURIAL VAPOR SUPERFLY VOLT"-ს და საკმაოდ ხარისხიანია".
წყარო: telegraph.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.