ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი, ნილ უორნოკი თვლის, რომ თუ რიო "ქუინზ პარკ რეინჯერსს" აირჩევს გამოჩნდება, რომ მას ფეხბურთის თამაში უყვარს და ფულს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
"რიო სერიოზულად გააძლიერებდა "ქუინზ პარკ რეინჯერსს". კლუბს ასეთი დონის მოთამაშეები ნამდვილად სჭირდება. ფერდინანდი ჯერ კიდევ ითვლება ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად, ამიტომ მისი მოსვლით კლუბი საგრძნობლად გაძლიერდებოდა."
"მას კიდევ აქვს სურვილი, ძლიერ ლიგაში იასპარეზოს. როგორც ვიცი, მან ამერიკაში წასვლაზე და ფულის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ვთვლი, რომ "ქპრ" და ლონდონი მისთვის ძალიან კარგი ადგილი იქნება."