თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2014, 20:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2972,
კომენტარები: 16
ტრადიციებისგან განდგომა თუ...
ეს ისტორიის ცვლას ნიშნავს?
ტრადიციებისგან განდგომა თუ...
თუ შოტლანდიელს არ გამოუვიდა - მოდით სხვა დავნიშნოთ. თუ ნამცხვრის მეთოდმა არ გაჭრა - ხმელი პურის მეთოდი მიიღეთ. თუ პრაგმატულ ავანტიურისტს არ გამოუვიდა - ფსონი შემტევი ფეხბურთის ავანტიურულ და უშიშარ პროვაიდერზე გავაკეთოთ. ეტყობა დაახლოებით ასე მსჯელობდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები, როცა კლუბის საჭესთან 62 წლის ლუი ვან გაალს იხმობდნენ.

ეს ფსონი - რაღაც ახალია "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში რამდენიმე კრიტერიუმის გამო. ის - პირველი კონტინენტთაშორისი მწვრთნელია იმ კლუბის პოსტზე, რომელსაც ბოლო 100 წლის განმავლობაში 75 წელი შოტლანდიელები წვრთნიდნენ. აქამდე არასდროს არ დაუნიშნავთ "ოლდ ტრაფორდზე" ასაკოვანი მწვრთნელი, თუმცა თავის 62 წლის ასაკშიც კი ვან გაალს დიდი ამბიციები აქვს პრემიერ-ლიგასთან დაკავშირებით, სადაც მოხვედრა მისი ოცნება იყო. ბოლოს და ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედის" წესებს არ შეესაბამება დინასტიის არ გამგრძელებლის დანიშვნა, მაგრამ დევიდ მოიესის მაგალითმა ეტყობა გლეიზერები აიძულა ხელი ჩაექნიათ კონსერვატიულობასა და ტრადიციებზე, რადგან კლუბი მათთვის - პირველ რიგში ბიზნეს მანქანაა.

ვან გაალს ეტყობა ესმის, რომ იგი კლუბში მოიყვანეს რათა, "მანჩესტერ იუნაიტედს" მწვერვალზე დაბრუნებისათვის ფუნდამენტი ჩაუყაროს, რაშიც ჰოლანდიელი ნამდვილად გამოცდილი და დაოსტატებული სპეციალისტია. მისი "აიაქსი" 95 წლების ევროპული მოვლენა იყო, რომელმაც უამრავი დიდებული ფეხბურთელი აჩუქა სამყაროს - მათგან ზოგიერთი უკვე კარგი მწვრთნელიცაა.

ტრადიციებისგან განდგომა თუ...

მარცხნიდან: პატრიკ კლუივერტი, პიტერ ჰოეკსტრა, მარსიო სანტონი, ლუი ვან გაალი, იარი ლიტმანენი და სონი სოლუი.


მისი "ბარსელონა", მიუხედავად იმისა, რომ კიევის "დინამოსთან" სასაცილოდ გამოიყურებოდა, თვალს ("ბარსელონას ქომაგთა) მაინც ახარებდა ლამაზი ფეხბურთითა და თასების მოგებით.

ტრადიციებისგან განდგომა თუ...

ლუი ვან გაალი და მისი ასისტენტი, ჟოზე მოურინიო


ხოლო "ბაიერნში" ყოფნისას სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი იმ გამარჯვებებს, რომლითაც ახლა მისი ერთ-ერთი მოწაფე სარგებლობს. სულ თუ არაფერი, ვან გაალმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს მრავალფეროვანი, როცა ჰოლანდიის პირველობა საკმაოდ არამიმზიდველი "აზ"-თი მოიგო, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ერედივიზიონის საუკეთესო დაცვა ჰყავდა.

ტრადიციებისგან განდგომა თუ...

ვან გაალი ერედივიონში გამარჯვებას ზეიმობს.


ვან გაალი, დევიდ მოიესისგან განსხვავებით, რომელმაც ვერა და ვერ მოიპოვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანებში ავტორიტეტი - ნამდვილი დიქტატორია, რომელსაც კოლექტივის მართვა რკინის ხელით შეუძლია და ნებისმიერს გამოეთხოვება, ვისაც მის ავტორიტეტში ეჭვი შეეპარება. აი ერთ-ერთი სამაგალითო ისტორია მისი "ბაიერნში" მუშაობის პერიოდიდან. ვან გაალი ყოველთვის აწესებდა პროტოკოლს "ბაიერნის" სასადილოში - ყველა უნდა მსხდარიყო თავის ადგილზე და თანაც მაგიდისკენ შებრუნებული. ამ წესების გახმაურებიდან რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ლუკა ტონი ერთად სხდომის დროს შეტრიალდა, რაზეც ვან გაალს საშინელი რეაქცია ჰქონდა და ტონის უყვირა, რათა გასწორებულიყო. იტალიელმა კი ამას ყურადღება არ მიაქცია. ლუი ვან გაალმა აღშფოთებული ნაბიჯებით გაიარა ოთახი, მივიდა ტონისთან და საყელოში მოქაჩა, რის შემდეგაც თავისზე ორი დიუმით მაღალი თავდამსხმელი ძალით გაასწორა. ამის შემდეგ სადილი სრულ სიმშვიდეში გაგრძელდა და "ბაიერნის" არც-ერთ ფეხბურთელს აღარ დაურღვევია წესი. ლუკა ტონიმ კი ცოტა ხნის შემდეგ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

არსებობს უამრავი სმგავსი ისტორია "აიაქსის", "ბარსელონასა" თუ ისევ "ბაიერნის" შემთხვევაში - ვან გაალს დისციპლინა უყვარს და არავის აძლევს საშუალებას მისი ავტორიტეტი ეჭვქვეშ დააყენოს. მას უკამათია რივალდოს, რიბერისა თუ ტონისთან, მაგრამ ამავდროულად იგი საერთო ენას პოულობდა ახალგაზრდა ზეედორფთან, თავისუფლებისმოყვარე რობენთან, ხოლო ისეთი ბიჭები, როგორც მარკ ვან ბომელია, ვან გაალს საერთოდ ცეცხლსა თუ ჯოჯოხეთში გადაჰყვებოდნენ.

ჰოლანდიურ ენაში სიტყვის - "თქვენ" - ორი ფორმა არსებობს, ფორმალური და ნაცნობებისთვის. ვან გაალის შემთხვევაში კი ამ სიტყვის პირველ ფორმას მისი ქალიშვილებიც იყენებენ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ახალი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისთვის, მითუმეტეს, რომ ისინი რაიან გიგზს, რომელმაც კლუბი დროებით ჩაიბარა სახელით მიმართავდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ სერ ალექსსაც ჰქონდა მსგავსი წესები. ასე, რომ ისინი მარტივად შეძლებენ ძველ ყაიდაზე გადაწყობას.

ვან გაალი საოცრად აჯერებს ერთმანეთში მკაცრ ფორმალობას პერსონალსა და ფეხბურთელებთან ურთიერთობებში და ამავდროულად აბსოლუტურად სამსახურეობრივი მიდგომა აქვს მოედანზე, სიყვარული შემტევი ფეხბურთისადმი, რაც მას დიდებული რინუს მიჰელსის ჭეშმარიტ მიმდევრად აქცევს, ვისი სამწვრთნელო პრინციპებიც კანონია ვან გაალისთვის.

ლუი ფაქტიურად აბსოლუტური წინააღმდეგობაა თავისი წინამორბედის, დევიდ მოიესისა. მისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრადიციები არ არის უმნიშვნელო, მაგრამ ის რბილად გადადებს მეორეხარისხოვანს უკანა პლანზე, რათა აქცენტი გააკეთოს მთავარზე - მუდმივად გამარჯვების მიღწევა, რაც სისხლში აქვს როგორც ლუი ვან გაალს, ისევე "მანჩესტერ იუნაიტედის" თითოეულ ქომაგს. ეს - მთავარი პრინციპია ვან გაალისთვის, სხვა დანარჩენი კი - ვარიაციაა. ჰოლანდიელითვის შეუსაბამოა მოიესის სიფრთხილე, მაგრამ ის არც სპილო იქნება ჭურჭლის კარადაში - თავის თანამემალუეებისადმი სრულ სიყვარულთან ერთად, მას მოთამაშეთა პოტენციალის გაღრმავება და მათი გაუმჯობესება შეუძლია, ამიტომაც სულაც არაა გამორიცხული, რომ მან ის ფეხბურთელებიც კი დატოვოს, ვინც მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ ვერაფერი გააკეთა.
ტრადიციებისგან განდგომა თუ...

ახალგაზრდა ინგლისელი წელს ძალიან შეუმჩნეველი იყო.


ტრადიციებისგან განდგომა თუ...

ბელგიელის ტრანსფერის ფასი ჯერ კიდევ "დასაბრუნებელია"


უინსტონ ბოგარდი - ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ იგი "აიაქსსა" (1994-97) და "ბარსელონაში" გამოდიოდა (1998-20), რომელთა შემადგენლობაშიც მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორ-ორჯერ ჰოლანდიისა და ესპანეთის ჩემპიონატი. "ვან გაალი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას ძალიან უყვარს ფეხბურთი. მისი მთავარი განსაკუთრებულობა, როგორც მწვრთნელის არის უნარი თავისი მოთამაშეების საუეკეთესო თვისებების წარმოჩენა. მას უყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა, მათი ნიჭის განვითარება."

ტრადიციებისგან განდგომა თუ...

უინსტონ ბოგარდი "ჩელსის" შემადგენლობაში


უკანასკნელი მინიშნება გულისხმობს იმას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გაცილებით მარტივი იქნება მასთან მუშაობა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კოზირი - მის მახვილ თვალს შეუძლია ფეხბურთელების ფარული ნიჭი გამოავლინოს და მათ საუკეთესო დანიშნულება უპოვოს მოედანზე. "ბაიერნში" ლუი ვან გაალმა დავიდ ალაბასგან მარცხენა მცველი შექმნა, თუმცა აკადემიაში იგი ვინგერად გვევლინებოდა. იგივე მოხდა სიმონ პოულსენის შემთხვევაში, როცა იგი "აზ ალკმაარში" გამოდიოდა - თუმცა თავად ფეხბურთელს მწვრთნელის ეს იდეა სულელურად მიაჩნდა: "მას შეუძლია ნებისმიერ ფეხბურთელს დამატებით 5-10 % მისცეს. მან უკეთესი გამხადა. ჩემი პოზიცია მისი ხელმძღვანელობის ქვეშ შევიცვალე. მე მარცხენა ნახევარმცველი ვიყავი, ახლა მარცხენა მცველი ვარ და ამ პოზიციაზე არაერთი საერთაშორის მატჩი ჩამიტარებია. როგორც აღმოჩნდა ეს ნამდვილად უკეთესი პოზიციაა ჩემთვის"
ტრადიციებისგან განდგომა თუ...

სიმონ პოულსენი - "აზ"-ს მარცხენა მცველი.

ძალიან საინტერესო იქნება პრემიერ-ლიგაში მოურინიოსა და ვან გაალის დუელის ხილვა. ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან იმით, რომ მათ ავტორიტეტები არ აშინებთ, გარდა ამისა ვერ იტანენ სხვაგვარად მოაზროვნე ჟურნალისტებს და ვერ ეგუებიან საკუთარ საქმეში სხვების გარევას. ვან გაალი კი უფრო დიდი რომანტიკოსია, რაც მათ მომავალ ბრძოლას საინტერესო სათაურების ქვეშ დააყენებს.

დიახ, ვან გაალს გაცილებით ნაკლები ტიტული აქვს, ვიდრე მოურინიოს, მაგრამ ევროპული გამოცდილებით იგი პრემიერ-ლიგის არც-ერთ მწვრთნელს არ ჩამოუვარდება. იმ მწვრთნელებს შორის, ვინც სულ მცირე 50 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, მას ყველაზე კარგი პროცენტული მაჩვენებელი აქვს (62%), რაც მას ისევ ხდის თავისი წინამორბედის საწინააღმდეგოს. როგორც მოურინიოს, ვან გაალსაც შეუძლია დაიკვეხნოს თასებით. დიდია ალბათობა იმისა, რომ ვან გაალი თავის ახალ გუნდში მთელ რიგ ახალ მოთამაშეს მოიყვანს, რომელთაგან რამდენიმე ჰოლანდიის ნაკრების წევრიც იქნება.

უკვე დიდი ხანია ხმა დაირხა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უესლი სნეიდერით ინტერესდება და ახლა, მიუხედავად ჰოლანდიელის ასაკისა, ყველაზე უკეთესი დროა ამ კავშირის დასამყარებლად და მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალს ჰყავს ხუან მატა, შინჯი კაგავა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის შემძლე უეინ რუნი, ეს ტრანსფერი რეალურ სახეს იღებს. ვისთვისაც ნამდვილად ძნელი იქნება ადგილის შენარჩუნება, ეს ტომ ქლევერლი და მაიკლ კერიკია, რომლებიც ჩამშლელი ზონის ფეხბურთელები არიან. ვან გაალისთვის ყოველთვის მნიშვნელოვან პლაცდარმას წარმოადგენდა მოედნის ცენტრი, სადაც გამოცდილი მებრძოლები უნდა იყვნენ და მარტივია მისი ინტერესის გაგება კევინ სტროოტმანის, ტონი კროოსის, იორდი კლასისა თუ შეიძლება "ნორვიჩში" მოთამაშე ლეროი ფერის მიმართაც კი. დაცვის ცენტრის რეფორმირება ვან გაალს ეტყობა მარტინს ინდის დახმარებით სურს, რომლისთვისაც უკვე დროა "ფეინოორდის" დონეს გასცდეს.

ამავდროულად განვემორდეთ და ვთქვათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს შანსი აქვთ ვან გაალის მუშაობის დროს უკეთესები გახდნენ. თუ კი ვან გაალი დაინახავს იმავე ვალენსიას, ქლევერლის, იანგის, კაგავასა თუ ნანის თვალებში პროგრესირების სურვილს, სწორედ რომ შესაძლოა ისინი არსად წავიდნენ. ვან გაალს ნამდვილად შეუძლია ტალანტის გაღრმავება და ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდების ჩართვაც, რისიც მას სულაც არ ეშინია.

მის შესანიშნავ "აიაქსზე", ახალგაზრდების აღზრდის საუკეთესო პროექტზე, დაუსრულებლად შეიძლება საუბარი - ეს ნამდვილად უნიკალური მოვლენაა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. იმავე "ბაიერნში" სწორედ ვან გაალმა შეისყიდა "ზურმუხტოვანი" რობენი, რის შემდეგაც იგი გუნდის ლიდერად აქცია.
ტრადიციებისგან განდგომა თუ...

რობენის ხილვა ვან გაალს ისევ სურს თავის გუნდში


მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობისას ლუი ვან გაალმა ახალი პოზიცია მოუძებნა შვაინშტაიგერს, აღმოაჩინა ნიჭი დავიდ ალაბაში, ტომას მიულერში, ჰოლგერ ბადშტუბერში, ტონი კროოსსა თუ მატს ჰუმელსში. ხოლო როცა იგი "ბარსელონაში" მუშაობდა, მის ხელში ათამაშდნენ ინიესტა, ჩავი, პუიოლი, მესი და მიიღო მცირე სამწვრთნელო ინფორმაცია პეპ გვარდიოლამ.

ამბობენ, რომ ის, ვარსკვალი ფეხბურთელი, ვისაც ვან გაალი უნდა შეეჩვიოს უეინ რუნია, რომლის კაპიტნის ფუნქციებსა და გუნდის ლიდერის როლს ლუი ვან გაალი რობინ ვან პერსის ჩააბარებს (სავარაუდოდ). იმედი გვაქვს, რომ ლუი ვან გაალს ეყოფა სიბრძნე და "შრეკის" რთულ ხასიათს შეეგუება, შესაძლოა თავისი ასისტენტის, რაიან გიგზის დახმარებითაც. გარდა ამისა მას მოუწევს იდეალური შესაბამისობა მოუძებნოს რუნის, ვან პერსისა და მატას.

სიტყვას მოჰყვა - რაიან გიგზთან თანამშრომლობა, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა კიდევ ერთი ქვაკუთხედი იქნება ვან გაალისთვის. საიდუმლოს სულაც არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რაიან გიგზი ბრიტანელი მწვრთნელების დინასტიის გაგრძელების უპირველესი კანდიდატია და ვან გაალს ბევრი სამომავლო წარმატებების მიღწევის საშუალებად და რაიან გიგზის მასწავლებლად აღიქვამს. თავის დროზე "ბარსელონაში" მან ბობი რობსონის დამხმარე, ჟოზე მოურინიო არ გააგდო, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრიტანელი შეცვალა (აი კიდევ ერთი თავი მომდევნო "ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებისა.), მაგრამ არც მისი დატოვება უფიქრია, როცა მან მარტო "ცურვა" მოინდომა. მეორეს მხრივ კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებებისას ვან გაალმა მოითხოვა, რომ მას გიგზი-მწვრთნელი სჭირდება და არა გიგზი-მოთამაშე, რის შემდეგ გიგზმა მალევე განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.

ტრადიციებისგან განდგომა თუ...

გიგზის უკანასკნელი შეხვედრა "იუნაიტედის" მაისურით "ჰალ სიტისთან" შედგა.


არსებობს მცირე შეუსაბამობა იმაში, რომ ვან გაალი ჰოლანდიის ნაკრების საქმეებსა და "იუნაიტედის" საზაფხულო საქმეებს ერთად გაუძღვება (დროებით), მაგრამ აქაც შეიძლება დათმობაზე წასვლა - ვან გაალს არავითარი ვალდებულება არ აკისრია კონტრაქტის მიხედვით, რის გამოც "იუნაიტედს" ზედმეტი ფული არ გადაუხდია მისი კონტრაქტის გამოსყიდვაში. ვან გაალი არ არის მიჩვეული სატრანსფერო მოლაპარაკებების პირადად წარმათვას და მისი სატრანსფერო მოლაპარაკებებიც ჰოლანდიის ნაკრების ბანაკში გაიმართება. ასე, რომ ამაშიც შეიძლება დადებითის დანახვა - "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენელებს თავისუფალი მიწვდომა ექნებათ იმ ფეხბურთელებზე, ვისზეც "იუნაიტედის" მწვრთნელი მიუთითებს მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისაც კი.

შევაჯამოთ. ვან გაალი - გამოცდილი, ავტორიტეტული, იდეების დიდი მარაგის მქონე მწვრთნელია, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედისდა" საბედნიეროდ 62 წლის ასაკშიც კი დიდი მოტივაცია აქვს შენარჩუნებული, რადგან მისმა ხანგრძლივმა კარიერამაც კი ვერ უზრუნველყო იგი თასების ხარისხითა და რაოდენობით. ვან გაალი ძალიან კარგია ვარჯიშების ჩატარების სიხშირეშიც კი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს დიდი სიამოვნებით. მას ძალუძს ნებისმიერ გუნდში სხვადასხვა წყობა დააყენოს, მოთამაშეთა ნებისმიერი შემადგენბლობით, რაც დაამტკიცა "აზ"-ს მაგალითმა, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი სატრანსფერო ბიუჯეტი არ ჰქონია.

მას დიდ კლუბებში მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვს და არ ღირს დაეჭვება იმაში, რომ მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, "იუნაიტედში" მაინც დალაგდება დისციპლინა, რომელიც სერ ალექსის საუკეთესო ტრადიციებს ახლდა თან. თუმცა ეს არ ჩანდა დევიდ მოიესის დროს, რომელიც მოთამაშეთათვის ვერ გახდა ავტორიტეტი. შესაძლოა ვან გაალი უიღბლო და ავანტიურული მწვრთნელი ჩანს, მაგრამ შედეგს იგი ყველგან და ფაქტიურად ყოველთვის აჩვენებდა - მიუხედავად იმისა, რომ ის არც თუ შთამბეჭდავია და არაა სავსე ტიტულებით, "იუნაიტედს" ახლა სწორედ ეს სჭირდება. მყარი ფუნდამენტი, რომელსაც დაყენებული თამაშის სახე ექნება და მოთამაშეთა ხერხემალი, რომელთა შორისაც ახალგაზრდებიც იქნებიან - არის ის, რასაც "იუნაიტედი" მოკლებული არ იქნება. "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრადიციებს სწორედ ეს შეესაბამება - გამარჯვება და ამასთან ერთად ახალგაზრდებისთვის თამაშის საშუალების მიცემაც.


fapl.ru

თარგმანი: გიორგი დუმბაძე
სიახლეები, სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 მაი 2014 20:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ესეც 500. საიუბილეოა :D და სწორედ მსგავსი რამით მინდოდა დაგვირგვინება. ნუ დაგეზარებათ, ვან გაალზე ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ და დარწმუნდებით იმაში, რომ ეს არჩვენია მცდარი არაა. თანაც მიხვდებით რატომ ყიდის ვიღაცას და რატომ არ ყიდულობს ვიღაცას. უფრო სწორად რატომ ყიდულობს მის მაგივრად სხვას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
25 მაი 2014 21:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ რიგში გილოცავ 500–ე სიახლეს და ნამდვილად სესაფერისია winked სიამოვნებით წავიკითხე. ტრადიცია დაირღვა, გუნდს შოტლანდიელი მწვრთნელი ა რჰყავს, მაგრამ ვერავინ დაუწყებდა ყურებას როგორ მიათრევს მოიესი კლუბს კიდევ უფრო დაბლა. ვან გაალი სწორედ რომ შესანიშნავი კანდიდატია იმის ფონზე რომ გიგზი გვინდა მომავალ მწვრთნელად. მალევე შეძლებს დისციპლინის დამყარებას რაც ეს ემაგრად დააკლდა გუნდს ფერგის მერე, საუკეთესოა ახალგაზრდებთან მუშობაში და ჰყავს მოიესისგან განსხვავებით სამწვრთნელო შტაბი, რომელიც სწორადაა შერჩეული. გამოუყოფენ საკმარის თანხას გუნდის გასაძლიერებლად და არ არსებობს მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ უნდა დაგვაბრუნოს ისვე ჩვენ ადგილას. მე მჯერა ამ კაცის უფრო მეტად ვიდრე მოიესი მჯეროდა. მოიესი ექსპერიმენტი იყო, ვერც გიგზს ვანდობდით ჯერ გუნდს, ამიტომ საჭიროა მისი გამოცდილების მირება და შემდეგ ამ საპატიო ადგილის დაკავება
0
№3
ავტორი: Best 7
25 მაი 2014 21:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
RojoDiablo,
შენ არ ხარ ნორმალური!, მაგარი სიახლე როგორც ყოველთვის იცი
0
№4
ავტორი: kOsTiA
25 მაი 2014 21:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
RojoDiablo,
საღოლ ძმა.. .რაც შეეხება ამ სტატიას შესანიშნავია.
0
№5
ავტორი: UTD-Rule
25 მაი 2014 21:56
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოველთვის საინეტეროსა სტატიები ახალ მწვრთნელებს,რადგან სულ ყურადღებით და ინტერესით კითხულობ ძალიან დიდი მადლობა დიაბლოს რო უფრო კარგად გაგვაცნო ვან გაალი.. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: gilmour
25 მაი 2014 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
RojoDiablo,
იდეალურად თარგმნი! შენი პირადი ფანი ვარ:)
ვან გაალის გამოცდილებაში და ცოდნაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, ეს კაცი მართლა მხსნელად მოგვევლინება, უბრალოდ შეიძლება მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები რამაც შეიძლება გულიც დაგვწყვიტოს, მინდა ჩვენ ტრადიციებს პატივი სცეს, დანარჩენში უბრალოდ ვენდობი.
0
№7
ავტორი: Manchester_M
25 მაი 2014 22:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
RojoDiablo,
წელს საუკეთესო მოდერატორის სტატუსი შენია :D და რეკორდებიც :D
ეგ ტრადიცია შოტლანდიელი მწვრთვნელების დანიშვნის ოდესღაც დაირღვა და სწორედაც რომ შესანიშნავი დრო არის რადგან მოიესის ფაფხურს ვეღარ ვუყურებდით :X წარმატებებს ვუსურვებ კიდევ ერთხელ ვან გაალს !!!!!!
0
№8
ავტორი: red devil
25 მაი 2014 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავსტორ ძაან მაგარი სტატიააა გილოცავ 500ს და მალე 1000 მომელოცოს. ახლა რაც შეეხება ვან გაალს ნამდვილად არ მინდა მისი ახირების გამო რომელიმე ლიდერმა დატოვოს კლუბი. მაგას თუ მართლა უნდა სნეიდერის ყიდვა ეგ იქნება უდიდესი შეცდომა რადგან მაგას ახლა მატა ნაღდად ჯობია. ტრანსფერებია სასწრაფოდ საჭირო. საყრდენი ფეჭბურთელი გვჭირდება ვინც ცენტრს დაალაგებს შვაინშტაიგერისნაირი ვინმე დაცვაში გვჭირდება ევრას და ვიდიჩის შემცვლელი დალშე არაუშავს ჩვენ სასტავს ახალგაზრდებსაც მიეცემათ შანსი.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
25 მაი 2014 23:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
უღრმესი მადლობა ბიჭებო. პირიქით, ძალიან სასიხარულოა, რომ წაიკითხეთ და არ დაგეზარათ. დიდი სიამოვნებით ვთარგმნიდი ამ სტატიას და ცოტა არ იყოს ბოლო პერიოდის გამო ეჭვი მეპარებოდა, რომ ბევრი წაიკითხავდა, მაგრამ თქვენ სულ ხართ მათ სიაში ვინც კითხულობს.

გიორგი,
მადლობა გიორგი და გეთანხმები. მაგაზე ყურების დრო არ იყო

lukadzandzava,
:D მგონი ცოტათი გიჟი ყველა "ეშმაკია"

UTD-Rule,
არაფერს. მე მხოლოდ ვთარგმნე. გაცნობისთვის მადლობა სხვას ;)

kOsTiA,
გაიხარე :*

gilmour,
პატივია კოტე. დამიჯერე მართლაც პატივია

Manchester_M,
ახლა რომ წავა მოუცლელობა მერე იქნება საუკეთესო :D

red devil,
მადლობა და ამინ! :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: ლადო
26 მაი 2014 07:50
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ დუმბო, გილოცავ და მალე კიდევ მომელოცოს..!!!

რაც შეეხება სტატიას, მე ვფიქრობ, რომ უეინი და ლუი ერთმანეთს კარგად შეეწყობიან, მიუხედავად მათი ცუდი ხასიათისა...ძალიან მახარებს ის ფაქტორიც, რომ ახალგაზრდებსაც მიეცემათ შანსი...რავი ვფიქრობ, რომ რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ ლუი იდეალური არჩევანია, ერთი 50 წლის მაინც იყოს და ამხელა გამოცდილება მაინც ქონდეს ხო დიდიხნით გაგვწვრთნიდა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top