თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2014, 17:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1298,
კომენტარები: 8
ვიდიჩის პასუხები
ნემანია ვიდიჩმა გულშემატკივრებს პასუხები გასცა.
ვიდიჩის პასუხები
გამოსამშვიდობებელი ინტერვიუს დროს ნემანია ვიდიჩმა "იუნაიტედის" გულშემატკივრების რამდენიმე კითხვას უპასუხა.

ამბობენ, რომ სათამაშო სტილით თქვენ "იუნაიტედის" ლეგენდას, სტივ ბრიუსს ჰგავხართ. ოდესმე გიყურებიათ მის თამაშზე?

არა, არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ კლუბისთვის ბევრი გააკეთა. ბევრისგან მსმენია, რომ ბუნებით იგი ლიდერია იყო და გარი პალისტერთან ერთად ის შესანიშნავ კავშირს ჰქმნიდა. მას რამდენიმეჯერ შევხვდი, როცა იგი სხვა კლუბებს წვრთნიდა და ამ კლუბებში მან შესანიშნავი საქმე გააკეთა.

ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს?

ყველაზე დიდი შანსი ესპანეთსა და გერმანიას აქვთ. ისინი ხშირად ასპარეზობენ ასეთ შეჯიბრებებზე, მაგრამ ყველაფერი ხდება და არც მე ვარ კარგი პროგნოზისტი.


რას ფიქრობთ ცენტრალურ მცველებზე, რომლებიც თქვენი წასვლის შემდეგ რჩებიან კლუბში?

მე მათთან ერთად მივარჯიშია და შემიძლია ერთი რამ დანამდვილებით გითხრათ - მათ ყველაფერი აქვთ, რათა ტოპ ფეხბურთელებად იქცნენ. მჯერა, რომ ფილ ჯონსი, ჯონი ევანსი და კრის მოსლინგი კიდევ 7-8 წლის განმავლობაში იქნებიან კლუბის ცენტრალური მცველები. ვფიქრობ მათ უნარიც აქვთ და შესაძლებლობაც, რომ განვითარდნენ.

თქვენს თანაგუნდელებთან იმეგობრებთ?

რა თქმა უნდა რამდენიმე მათგანთან მექნება კავშირი, ჩემი თაობის ბიჭებთან. მაგალითად ვან დერ სარი - შესანიშნავი ადამიანია და ბედნიერი ვარ, რომ მას ყველაფერი კარგად მისდის "აიაქსში". რა თქმა მოთამაშეებთან და კლუბში მომუშავე ბევრ კარგ ადამიანთან მექნება კონტაქტი.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 მაი 2014 18:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატომ თვლიან რომ ჯონსი–სმოლინგის ან ევანსის დუეტით გავალთ ფონს? იმედია ეს ესე არაა და ფიქრობენ კარგ ტრანსფერზე. ევანსი მე პირადად მაგრად მომწონს, მაგრამ მხოლოდ სათადარიგოდ თუ გამოდგება, ნორმალური სემცვლელი იქნება. მევასება ეგ კაცი იმიტომ რომ დრო იყო ყველა ლანძღავდა, ეხლა მაგრად მოუმატა იმასთან შედარებუთ ფერგის ხელში. ვიდიჩის და რიოს შემცვლელი საჭიროა, ერთი გამოცდილი ცენტრალური მცველი აუცილებლად უნდ ადავიმატოთ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 მაი 2014 18:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამას ვიდიჩი თვლის...აბა იმას ხომ არ იტყვის ახლა მოაშორეთ რას ჰგვანანო. ეგ ელემენტარული პატივისცემი პონტში. თორემ ვან გაალი არამგონია მას ეთანხმებოდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
25 მაი 2014 18:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
RojoDiablo,
გასაგებია პატივისცემის პონტსი და თანაგუნდელებს ამხნევებს სტიმულს აძლევს მაგრამ ამას უკვე მეათედ იმეორებს მგონი და ცოტა ბევრია, ვერ გავალთ ფონს ამ ხალხით
0
№4
ავტორი: ლადო
25 მაი 2014 18:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ცენტრალური მცველებიდან მხოლოდ ჯონსის იმედი მაქვს, დანარჩენები სკამზე იქნებიან იმედია მომავალი წლიდან, აუ ჯონსი ჰუმელსის დუეტი იქნება რაღაც სასტიკი
0
№5
ავტორი: RojoDiablo
25 მაი 2014 19:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
მეათედ ეკითხებიან და მაგიტომ. ხომ იცი როგორც ხდება. ასჯერ რომ კარგი თქვა და ერთხელ ცუდი, იმას აგიგორებენ და ამას მოჰყვება ყველაფერი. რომ არ ჰკითხონ არაფერსაც არ იტყვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: red devil
25 მაი 2014 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ესპანეთს წელს შანსი არ აქ ვერ მოიგებს. მე ჰოლანდია გერმანია მგონია ფინალი თუ მანამდე არ ხვდებიან ერთმანეთს
0
№7
ავტორი: kOsTiA
25 მაი 2014 19:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ესპანეთი არა შვანცკი...გერმანია იქნება რომ გადაურბენს ბრაზილიას და არგენტინას...
0
№8
ავტორი: Best 7
25 მაი 2014 20:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
-ფინალში ინგლისი-ბელგია იქნება სადაც ინგლისი მოიგებსwink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top