თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2014, 10:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1747,
კომენტარები: 9
"კლას 92" მიდის?
"მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა ლეგენდებს განშორდეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა ლეგენდარულ "კლას 92" - ს განშორდეს. როგორც ჩანს ლუი ვან გაალის მომდევნო სამწვრთნელო გეგმებში მათი ადგილი არაა.

სანამ კლუბი ელოდება, რომ პოლ სქოულზს, ნიკი ბატსა და ფილ ნევილს ლუი ვან გაალი რაიმე როლს შესთავაზებს, გიგზის შემთხვევაში ეს უკვე მოხდა, რამეთუ მან მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა მიიღო. თუმცა პოლ სქოულზმა საჯაროდ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა არ სურს.

ნიკი ბატი 21 წლამდელთა გუნდში მუშაობდა და ფიქრობს, რომ სწორედ იმავე თანამდებობას დაუბრუნდება. თუმცა ფილ ნევილი ჯერ-ჯერობით სრულ გაურკვევლობაშია და არ იცის რა როლი ექნება მომდევნო სეზონში.

არც ერთ მათგანს (ბატი, სქოულზი, ნევილი) ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ედ ვუდვორდი არ დაკავშირებია და მათთვის არ აუხსნია თუ რა როლი ექნებოდათ მომავალში.

სქოულზს, რომელიც უფრო მნიშვნელოვან როლს ელოდება, ვიდრე მეორეხარისხოვანი მწვრთნელის თანამდებობაა, ჩრდილოეთით, პრემიერ-ლიგის კლუბისკენ, "სელფორდ სიტისკენ" იყურება. შესაძლოა მომდევნო წელს, კლუბი პოლი სწორედ მწვრთნელად ვიხილოთ.

dailymail
სიახლეები, ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
25 მაი 2014 11:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სავარაუდოდ ბატს დატოვებენ ნევილს და შქოულს გაუშვებენ :)))
0
№2
ავტორი: UTD-Rule
25 მაი 2014 11:50
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
პოლზე მწყდება გული 3d_9 ნევილი უნდა წავიდეს..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Best 7
25 მაი 2014 11:52
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სქოულზმა არ მინდა, ნევილი არაფერია, გარი ინგლისში თუ საღაც მუშაობს და გიგზი ჩვენთან მუშაობ ბექჰემი კი ძალიან მინდა რო მოვიდეს
0
№4
ავტორი: RedTeen
25 მაი 2014 12:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
პოლი მინდოდა დარჩენილიყო.. :/
0
№5
ავტორი: Shako Jones
25 მაი 2014 13:33
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფილ ნევილს და ბატს ბურთის მომტანადაც არ დავტოვებდი angry
0
№6
ავტორი: red devil
25 მაი 2014 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ნევილი გაუშვან და ბატი დაიტოვონ
0
№7
ავტორი: GeorgeBest
25 მაი 2014 15:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სქოულზზე დამწყდება გული მინდა გუნდში იყოს თორე გიგზიც საკმარისია მამენტ
0
№8
ავტორი: deqstera
25 მაი 2014 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ბატიც ძაან მაგარი იყო, მაგრამ ვან გაალს მაქსიმუმ 1კაცზე უთხრა აიყვანეო, სამწვრთნელო შტაბი თუ შენ შეუდგინე შედეგს ვერმოსთხოვ! ვისი ხედვაც მისას ემთხვევა და ვისაც ენდობა ისინი უნდა მოიყვანოს!!
0
№9
ავტორი: Red wolfs
26 მაი 2014 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
სქოული რო გაუშვან ტეხავსს :(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top