წარმოგიდგენთ ამონარიდს ლუი ვან გალის წიგნიდან "The Coaching Philosophies of Louis van Gaal and the Ajax Coaches", რომელშიც ვან გალი თავისი მუშაობის მეთოდებს იზიარებს, რომლებმაც მას გრანდიოზული წარმატება მოუტანა
წარმოგიდგენთ ამონარიდს ლუი ვან გალის წიგნიდან "The Coaching Philosophies of Louis van Gaal and the Ajax Coaches", რომელშიც ვან გალი თავისი მუშაობის მეთოდებს იზიარებს, რომლებმაც მას გრანდიოზული წარმატება მოუტანა.
წიგნი დაიწერა 1997 წელს "აიაქსის" ტრიუმფის შემდეგ, რომელმაც ვან გაალის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს 90-ი წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, რომელშიც თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან: ზეედორფი, დავიდსი, ვან დერ სარი, ოვერმარსი, კლიუვერტი, ლიტმანი და სხვა წარმატებული ფეხბურთელები.
დისციპლინა
ფეხბურთი-ეს გუნდური თამაშია, ამიტომ ყველა ფეხბურთელი ერთმანეთზე დამოკიდებულია. თუ ერთი ფეხბურთელი არ ეთანხმება ამას, მაშინ სხვა ფეხბურთელები დისკომფორტს გრძნობენ. შესაბამისად, თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი მოვალეობა მაქსიმალურად უნდა შეასრულოს, ამისათვის კი მკაცრი დისციპლინაა საჭირო მოედანზე. ჩემი აზრით, ფეხბურთელები დისციპლინას მოედნის გარეთაც უნდა იცავდნენ. როგორც მწვრთნელი თქვენ იძულებული ხართ აუხსნათ ფეხბურთელებს ამის მნიშვნელობა. ამაში მოისაზრება:ფეხბურთელი მოედანზე ნახევარი საათით ადრე უნდა მოვიდეს, არ უნდა იფიქრონ სხვა რამეებზე ვარჯიშის დროს. მიიღოს საკვები გუნდთან ერთად და ამავდროულად არ იკითხოს გაზეთი. ყურადღებას აქცევდეს საკუთარ ფიზიკურ ფორმას, დაიცვას კვებითი რეჟიმი. მატჩის შემდეგ ავტობუსში ჩაჯდეს დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად და სხვა. თუ ფეხბურთელი ამ მოთხოვნილებებს არ ასრულებს, მე როგორც მწვრთნელი იძულებული ვარ სერიოზულად დაველაპარაკო მას და გავარკვიო რაშია საქმე. ამასთან ერთად, ფეხბურთელებს ძალიან იშვიათად ვსჯი, რადგან ეს მწვრთნელის სუსტ მხარეს ამჟღავნებს.

გასაკვირი არ იქნება თუ ჩემი მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში მე გუნდში პირველ რიგში დისციპლინას მივაქცევ ყურადღებას. აიაქსში ამის გაკეთება არ გამჭირვებია, რადგან ფეხბურთელები კარგად მიცნობდნენ როგორც მწვრთნელს. მათ იცოდნენ რას ელოდონ ჩემან. რა თქმა უნდა, ამან ძალიან დამეხმარა. თავიდანვე, ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ მესწავლებინა ფეხბურთელებისთვის თავის დროზე მოეხდინათ რეაგირება, რომელსაც შეეძლო დისციპლინა დაერღვია მატჩის დროს. ერთხელ, ჩემმა დამხმარებ იფიქრა, რომ ჰქონდა უფლება რამოდენიმე წუთით დაეგვიანებია, მაგრამ გუნდმა იქვე შეახსენა მას, რომ ისიც იძულებულია მათთან ერთად იშრომოს და იგივე მოვალეობა შეასრულოს. აიაქსში, ფეხბურთელები ყველაფერს იდეალურად აკეთებდნენ. მე არ მჭირდებოდა იმის თქმა, რომ ფეხბურთელები დარჩენილიყვნენ ვარჯიშის შემდეგ რამოდენიმე საკითხის გასარკვევათ, მათ თვითონაც კარგად ესმოდათ ყველაფერი. ამის ძალიან ბევრი მაგალითი მაქ. ამავდროულად ხელი შემიწყო იმ ფაქტმაც, რომ მეც თვითდისციპლინირებული გახლავთ. ეს ჩემი ხასიათის ნაწილია.
კომუნიკაცია
კომუნიკაცია-ეს ჩემი ფილოსოფიის მეორე ელემენტი გახლავთ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გუნდში შექმნა ისეთი ვითარება, რომ ფეხბურთელებმა დაიწყონ ურთიერთობა სამწვრთნელო შტაბთან. ყოველი ვარჯიში ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა. თვითონ ვარჯიში არც თუ ისე აუცილებელია. მთავარია იმის გააზრება, თუ რატომ აკეთებ ამას. ვარჯიშის დროს ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, თუ რას ითხოვს მწვრთნელი მათგან. მე ხშირად ვაჩერებ ფეხბურთელებს ვარჯიშის დროს და ვცდილობ მივახვედრო თუ რა პრობლემასთან უწევთ მათ შეხვედრა მატჩის დროს. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ ვიცოდე რა დროს მივცე ფეხბურთელს შენიშვნა და რა დროს გავჩუმდე. რა თქმა უნდა, დიალოგის ასეთ ტიპს მე ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებთან ვიყენებ და არა ფეხბურთელებთან, რომლებიც უკვე 30 წლისა გახლავთ. ასეთ ასაკში მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და მათი შეცვლა ძალიან რთულია.

გუნდში დიდ ძალაუფლებას მაძლევს ის, რომ გამაჩნია დიდი ავტორიტეტი და ყველამ იცის ჩემს შესახებ. მაგრამ, ყველაზე კარგად მიცნობს ის, ვინც ყოველ დღე მუშაობს ჩემს გვერდით. ვცდილობ ყოველთვის ახალი ვისწავლო იმ ხალხისგან, ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებს:ფეხბურთელებისგან, სამედიცინო პერსონალისგან ან ასისტენტებისგან. ყოველ ხუთშაბათს, ჩვენ განვილიხავთ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს. მე ვთხოვ ფეხბურთელებს, რომ გამოხატონ საკუთარი შთაბეჭდილება გასულ მატჩზე და გაგვიზიარონ თავისი მოსაზრება შემდეგ მოწინააღმდეგეზე. მე ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ფეხბურთელებთან-ეს ჩემი მოვალეობაა, როგორც ხელმძღვანელი. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ფეხბურთელის აზრი, ის მეხმარება მე მივიღო შემდეგი გადაწყვეტილება არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შემდეგ ვცდილობ, რომ აღებული მიმართულება დაკმაყოფილებული იქნეს მთელი გუნდით, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექნება.
ურთიერთგაგება
ჩემი აზრით დისციპლინა და კომუნიკაცია გუნდში აუცილებლად უნდა იწვევდეს ურთიერთგაგებას. როდესაც შემოვიღე ტერმინი "team building" ჩემს პირველ სეზონში "აიაქსში" ბევრმა ჰოლანდიურმა გამოცემამ დამცინა. ერთ-ერთმა გაზეთმა, მაგალითად გამოაქვეყნა სურათი, როდესაც მე, ფეხბურთელებთან ერთად ხელჩაკიდებული ვიყავი და გაკეთებული გვქონდა წრე. ამ ვარჯიშის მიზანი იყო, რომ თავით გადაგვეცა ბურთი ერთმანეთისთვის. ფეხბურთში ყველაფერი ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული. ამიტომ აუცილებელია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდეს თავისი თანაგუნდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ყველა ფეხბურთელმა უნდა ისწავლოს, რომ პირველ რიგში მთავარია გუნდის ინტერესები. ურთიერთგაგება არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს დაემსგავსებიან, მაგრამ მოქცემთ საშუალებას რომ ფეხბურთელებმა გაიგონ ერთმანეთის შესაძლებლობები-ამას კი კომუნიკაცია და დისციპლინა იწვევს.
იცით ამას როდის მივხვდი აიაკსში? ერთხელ საღამოს, უეფას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ბელგიური გენტის წინააღმდეგ, მე ვკითხე ჯონ ვან ლუნს, რომელიც მაშინ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო გუნდში, როგორი ტაკტიკა ავირჩიოთ სათამაშოთ-მეთქი. ჯონმა მიპასუხა:"4-3-3 მწვრთნელო". მას კარგად ესმოდა, რომ თუ გუნდი ასეთ ტაკტიკას აირჩევდა, იგი ვერ ითამაშებდა იმ საღამოს, მაგრამ მან პირველ რიგში გუნდის ინტერესები დააყენა წინ და არა საკუთარი თავის. ასეთი საქციელი მაღფრთოვანებს.

ერთხელ მომიწია ფაბიო კაპელოს ლექციის მოსმენა, რომელსაც იგი ჰოლანდიელი მწვრთნელებისთვის ატარებდა. იგი გუნდის კულტურაზე საუბრობდა. მე ბევრი მსგავსება დავინახე ჩემსა და კაპელოს შორის. ის საუბრობდა თემაზე "ჩვენ"-რაც ნიშნავს იყო მილანის ნაწილი და ფეხბურთელებზე, რომლებიც გუნდის აკადემიიდან გადმოვიდნენ, კულტურის მფარველები იყვნენ. თუ ფეხბურთელი ვერ შეეგუა გუნდის კულტურას, მაშინ იგი წარმატებას ვერ მიაღწევს იქ რა კარგიც არ უნდა იყოს. კაპელომ სავიჩევიჩის მაგალითი მოიყვანა: ასეთ მაღალიდონის ფეხბურთელსაც კი ორი წელი დასჭირდა, რომ გუნდში ადაპტაცია მოეხდინა.
იგივე შეიძლება ვთქვათ აიაქსზეც. ფეხბურთელები, რომლებიც აკადემიიდან გადმოვიდნენ, გუნდის კულტურის მფარველებად ითვლებოდნენ. მე უპირატესობას აკადემიის ფეხბურთელს ვანიჭებ, ვიდრე ფეხბურთელს, რომელმაც ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ვინაიდან გუნდის მიერ აღზრდილი ფეხბურთელი უფრო მოერგება ჩვენს სტილს.ყველა, ვინც აიაქსში იმყოფება იცნობს გუნდის კულტურას, ვინაიდან თითოეულ მათგანს აქვს ამ გუნდის შემადგენლობაში ნათამაშები და გუნდს საკუთარი თითივით იცნობს. შტაბის ყოველი წევრი უფრთხილდება გუნდს და უყვარს იგი-ამაში მდგომარეობს გუნდის სიძლიერე.